წიტაიშვილი: საზღვარგარეთ კლუბში დამოკიდებულება თვითდაჯერებულს გხდის

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნახევრმცველ გიორგი წიტაიშვილს კიევის "დინამოსთან" ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარის წესით "ვისლაში" თამაშობდა და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას. თავისი გეგმების შესახებ მან ua-football-თან ისაუბრა:

"არაფრის განხილვა არ შემიძლია, მე "დინამოსთან" მაქვს კონტრაქტი. არ ვიცი, როგორ ჩატარდება უკრაინის ჩემპიონატი. ველოდები, როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას. ასევე ველი იგორ და გრიგორი სურკისების გადაწყვეტილებას, ჩვენ მათთან ჯერ არ გვისაუბრია. ჯერ კონკრეტიკა არ არის. ჯერ უნდა გავიგო, როგორი გეგმები აქვს "დინამოს". ყველაფრის მოსაფიქრებლად დრო არის.

ძნელი სათქმელია,
სად მსურს თამაში. ის, როგორი დამოკიდებულება აქვთ ევროპაში ლეგიონერების მიმართ, უკრაინისგან განსხვავებულია. მინდა ასეთივე დამოკიდებულება იყოს. იქ კი მნიშვნელობა არ აქვს, ან უკრაინა ან კიდევ სადმე. საქმე მხოლოდ ნდობაში როდია. მწვრთნელი არ ამბობს: "გიო, მიდი და გააკეთე, რაც გინდა". შენს გარშემო დამოკიდებულება - ადმინისტრატორი, ვიცე-პრეზიდენტი, სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები... ეს ყველაფერი თვითდაჯერებულს გხდის".

მკითხველის კომენტარები / 2 /
პსვ აკვირდება ჩაკვეს, მაგათი გვერდები აჭრელებულია ფოტოებით..დინამოს მაგიტო უთხრა უარი
მადრიდისტი
23:40 19-06-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული