ოქრიაშვილმა "აპოელიდან" წამოსვლით სოლიდური კომპენსაცია მიიღო - ცნობილია, რა თანხა გამოიმუშავა მან ჯამში 1 წელში ნიქოზიურ კლუბში

AutoSharing Option
goal.philenews.com-ი იმ ურთიერთშეთანხმებაზე წერს, რომლის მიხედვითაც თორნიკე ოქრიაშვილმა და "აპოელმა" კონტრაქტის გაწყვეტაზე მოილაპარაკეს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, ნიქოზიურმა გუნდმა ჩვენებურს შრომითი ხელშეკრულება შეუჩერა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე 70 000 ევროც გადაუხადა.

ამას გარდა, გასულ სეზონში ქართველის ანაზღაურებამ 350 000 ევრო შეადგინა, რის შედეგადაც გამოდის, რომ "აპოელში" გატარებული 1 სეზონის შემდეგ თორნიკემ 420 000 ევრო მიიღო. მას კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება აკავშირებდა, თუმცა ის უკვე შეწყვეტილია.

შეგახსენებთ, რომ "აპოელის" ღირსებას ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია იცავენ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ნუ გიყვართ სხვისი უფლების თვლა,საკუთარს მიხედეთ,თუმცა ალბათ საკუთარი არა გაქვთ,თორე მაგისთვის არ გეცლებოდათ.კლავიატურის ვეფხვები,წამიწვებიან და აკომენტარებენ
კახა ქ.
11:52 21-06-2022
0
ოქრი შენ და კაშო გვჭირდებით ბათუმს..იმედია ეხლა შენ გიხილავთ ბათუმის დინამოში და მომდევნო სეზონში კაშოს!!!
შავი კაცი
11:22 21-06-2022
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული