"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, 19 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე მოსკოვში დაბრუნდა, "დინამოს" სხვა ფეხბურთელებთან ერთად დღეს კლუბის ბაზაზე გამოცხადდება და მის შემდგომ პერსპექტივას მწვრთნელი სლავიშა იოკანოვიჩი შეაფასებს.
"თუ ისევე, როგორც ერთი წლის წინ სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს, რომ ფეხბურთელი რეალური კონკურენციისთვის მზად არ არის, მის საკითხს გადაწყვეტენ. თუ მზადაა, გუნდში დარჩება", - წერს გამოცემა.
გასულ სეზონში გაგნიძე იჯარის წესით "ურალში" ასპარეზობდა, შემდეგ კონტრაქტი შეაჩერა და პოლონურ "რაკუვში" გადავიდა.
გაგნიძეს "დინამოსთან" ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ამ ყველაფრის ფონზე ძალიან უხერხულია 18 წლის პატარა ბიჭი ლანძღო ფეხბურთის თამაშისთვის, როცა 100% ით ფიფას უაზრო კანონის დამსახურებაა მისი იქ ყოფნა.
ფსევდო და ყალბი გამოდის ეს ყველაფერი.
რეალურ საფრთხეს მივხედოთ შიგნით ჯობია