როგორც იცით, ბოლო 2 თამაშია ზღვისპირული გუნდის განაცხადში ახალგაზრდა შემტევი აღარ ჩანს. სავარაუდოდ, ნეაპოლელებს ეშინიათ, რომ მან შესაძლოა, ტრავმა მიიღოს, თანაც ხვიჩას დასვენება სჭირდება და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღეს.
СПОРТ-ЭКСПРЕСС-ის ინფორმაციითვე, კვარაცხელია უახლოეს დღეებში ჩაფრინდება იტალიაში, "ნაპოლისთან" კონტრაქტს გააფორმებს და ამ გუნდთან ერთად მზადებას დაიწყებს.
აქედან გამომდინარე, ხვიჩას ბათუმური კარიერა დასრულდა. შესაბამისად, ის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კლუბს ვერ დაეხმარება.