"ზოგიერთ ადამიანს დაავიწყდა, რაც მან "ნაპოლისთვის" გააკეთა" - "პარტენოპეის" ყოფილი ფორვარდი ალექს მერეტზე

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა ფორვარდმა რობერტო სოსამ, Tele A-სთან ინტერვიუში "პარტენოპეის" კარის დარაჯის, ალექს მერეტის შესახებ ისაუბრა.

სოსას თქმით, ზოგიერთი ჟურნალისტი იტალიელ მეკარეს უსამართლოდ აკრიტიკებს.

"მაშინ, როდესაც "ნაპოლის" სპალეტი წვრთნიდა, გუნდის ვარჯიშს დავესწარი და უნდა ვაღიარო, რომ მერეტი შესანიშნავი ბიჭია.

ძალიან თავაზიანი, ზრდილობიანი ადამიანია. ჩემი აზრით, ის შესანიშნავი მეკარეა. რა თქმა უნდა, როდესაც შეცდომას უშვებს, ვაკრიტიკებ ხოლმე. შეეძლო "ატალანტასთან" ბევრად უკეთესად ეთამაშა, "ინტერის" წინააღმდეგაც თავდაჯერება აკლდა. მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ცვლის, რომ ბრწყინვალე მეკარეა.

ზოგიერთი ჟურნალისტი მას უსამართლოდ აკრიტიკებს და ბევრს
ავიწყდება, რომ პირადად მერეტმა "ნაპოლის" არაერთი ქულა მოუტანა", - განაცხადა სოსამ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მე-13 ტურში "რომას" დაუპირისპირდება, შეხვედრა 24 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბაზარი არაა ძმა
დდდ
20:31 23-11-2024
2
მერეტს იტალიის ნაკრებში იწვევენ და ამით,ყველაფერია ნათქვამი.რა თქმა უნდა ყველას გაკრიტიკება შეიძლება,თუმცა კრიტიკაც არის და კრიტიკაც!
სოსო
15:52 23-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული