"რაკუვში" იმედოვნებენ, რომ გაგნიძე რუსეთში არ დარჩება

AutoSharing Option
"რაკუვი" წინასასეზონო შეკრებას მართავს, ლუკა გაგნიძე კი პოლონეთში არ იმყოფება.

Sport express-ის ინფორმაციით, ლუკა რუსეთშია და მოსკოვის "დინამოს" მისი შენარჩუნება სურს. ფეხბურთელს რუსეთის დატოვების უფლება სრულიად უფასოდ შეუძლია.

პოლონურ კლუბში სურთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი მათ რიგებში დაბრუნდეს. სამწვრთნელო შტაბი მის ტალანტზე დიდ იმედებს ამყარებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის ჩემპიონატში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი, ჯერჯერობით უცნობია.

გაგნიძეს მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, იგი რუსულ კლუბში 1.5 მილიონ ევროდ თბილისის "დინამოდან" გადავიდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
საქმე იმაშია, რომ წინა სეზონში რაკუვი ჩემპიონობისთვის იბრძოდა და ქულა-ქულაზე მიდიოდა კონკურენცია ლეხთან. ასეთ დროს კი შემადგენლობის შეცვლა რთულია. თუმცა წელს, მგონია, რომ აუცილებლად მისცემდნენ დროს.
Burton
19:55 22-06-2022
2
ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ კვარაცხელიებს ვაგინოთ ასეთ დროს თორემ ბერიაშვილებს,ქავთარაძეებს დღემდე არ დაუტივებიათ როტორი,არც გქგნიძეს არ დაუტივებია ჯერჯერობით...
ბაჩი
19:09 22-06-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული