"რაკუვი" წინასასეზონო შეკრებას მართავს, ლუკა გაგნიძე კი პოლონეთში არ იმყოფება.
Sport express-ის ინფორმაციით, ლუკა რუსეთშია და მოსკოვის "დინამოს" მისი შენარჩუნება სურს. ფეხბურთელს რუსეთის დატოვების უფლება სრულიად უფასოდ შეუძლია.
პოლონურ კლუბში სურთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი მათ რიგებში დაბრუნდეს. სამწვრთნელო შტაბი მის ტალანტზე დიდ იმედებს ამყარებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთის ჩემპიონატში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართველი, ჯერჯერობით უცნობია.
გაგნიძეს მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, იგი რუსულ კლუბში 1.5 მილიონ ევროდ თბილისის "დინამოდან" გადავიდა.