ლუჩესკუმ წიტაიშვილი შვეიცარიაში წაიყვანა - ათამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი დღეს კიევის "დინამოსთან" ერთად შვეიცარიაში წინასასეზონო შეკრებაზე გაემგზავრა.

"დინამოს" მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ შეკრებაზე 25 ფეხბურთელი წაიყვანა, კიდევ რამდენიმე კი გუნდს შვეიცარიაში შეუერთდება, სადაც ადგილობრივ კლუბებთან საქველმოქმედო მატჩებს ჩაატარებენ.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "დინამო" "ფენერბახჩეს" 20 ივლისს პოლონეთის ქალაქ ლოძში უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი 26 ან 27 ივლისს სტამბოლში გაიმართება.

წიტაიშვილი "დინამოს" იჯარის წესით "ვორსკლაში", "ჩერნომორეცსა" და "ვისლაში" ჰყავდა გაშვებული და ახლა მშობლიურ გუნდში დამკვიდრების და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შანსი მიეცემა.

მოკლედ, მალე გაირკვევა, დაიტოვებს თუ არა ლუჩესკუ გიოს თუ ისევ იჯარით სადმე გაუშვებენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
უკრაინაში ჯერაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა და მეეჭვება სრულფასოვანი ჩემპიონატის ჩატარება მოხერხდეს,თორემ კიევის დინამო ათჯერ სჯობია,პოლონეთს.არ მშურს,წიტაიშვილის.მძიმე არჩევანი ექნება გასაკეთებელი და კიევის დინამო რომ დატოვოს,მორალურად ეგეც ძნელი გასაკეთებელი იქნება.გიო ხომ ფაქტობრივად იქ არის გაზრდილი,ადვილად ვერ დატოვებს,გაჭირვებაში ჩავარდნილ ქვეყანას.იმედი ვიქონიოთ,რომ ომი დამთავრდება და უკრაინული ფეხბურთის ჩემპიონატი,დარკოლებების გარეშე ჩატარდება.შემოდგომის თამაშებში,კარგ ფორმაში მყოფი წიტაიშვილი გვჭირდება და მხოლოდ ეგ არის, გიორგის საქმეში უეჭველი. სხვა ყველაფერი საეგებიოა.
სოსო
15:05 23-06-2022
0
კვარაცხელიასთან, აზაროვთან და ზურიკოსთან ერთად ერთ -ერთ მთავარ იმედად ნაკრებში სწორედ წიტაიშვილი მესახება, ამ ბიჭს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს, კარგი იქნება კიევის დინამოდან თუ წავა ამ ზაფხულში, კარგი აგენტის ყოლის შემთხვევაში ნებისმიერი ნორმალური გუნდი აიყვანს
gionat
10:07 23-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული