ლუჩესკუმ წიტაიშვილი შვეიცარიაში წაიყვანა - ათამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი დღეს კიევის "დინამოსთან" ერთად შვეიცარიაში წინასასეზონო შეკრებაზე გაემგზავრა.

"დინამოს" მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ შეკრებაზე 25 ფეხბურთელი წაიყვანა, კიდევ რამდენიმე კი გუნდს შვეიცარიაში შეუერთდება, სადაც ადგილობრივ კლუბებთან საქველმოქმედო მატჩებს ჩაატარებენ.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "დინამო" "ფენერბახჩეს" 20 ივლისს პოლონეთის ქალაქ ლოძში უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი 26 ან 27 ივლისს სტამბოლში გაიმართება.

წიტაიშვილი "დინამოს" იჯარის წესით "ვორსკლაში", "ჩერნომორეცსა" და "ვისლაში" ჰყავდა გაშვებული და ახლა მშობლიურ გუნდში დამკვიდრების და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შანსი მიეცემა.

მოკლედ, მალე გაირკვევა, დაიტოვებს თუ არა ლუჩესკუ გიოს თუ ისევ იჯარით სადმე გაუშვებენ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
უკრაინაში ჯერაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა და მეეჭვება სრულფასოვანი ჩემპიონატის ჩატარება მოხერხდეს,თორემ კიევის დინამო ათჯერ სჯობია,პოლონეთს.არ მშურს,წიტაიშვილის.მძიმე არჩევანი ექნება გასაკეთებელი და კიევის დინამო რომ დატოვოს,მორალურად ეგეც ძნელი გასაკეთებელი იქნება.გიო ხომ ფაქტობრივად იქ არის გაზრდილი,ადვილად ვერ დატოვებს,გაჭირვებაში ჩავარდნილ ქვეყანას.იმედი ვიქონიოთ,რომ ომი დამთავრდება და უკრაინული ფეხბურთის ჩემპიონატი,დარკოლებების გარეშე ჩატარდება.შემოდგომის თამაშებში,კარგ ფორმაში მყოფი წიტაიშვილი გვჭირდება და მხოლოდ ეგ არის, გიორგის საქმეში უეჭველი. სხვა ყველაფერი საეგებიოა.
სოსო
23 ივნისი 2022 15:05
0
კვარაცხელიასთან, აზაროვთან და ზურიკოსთან ერთად ერთ -ერთ მთავარ იმედად ნაკრებში სწორედ წიტაიშვილი მესახება, ამ ბიჭს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს, კარგი იქნება კიევის დინამოდან თუ წავა ამ ზაფხულში, კარგი აგენტის ყოლის შემთხვევაში ნებისმიერი ნორმალური გუნდი აიყვანს
gionat
23 ივნისი 2022 10:07
0
წარმატებები გიო, შენ ძალიან ჭირდები საქართველოს ნაკრებს !!!
გიორგი
22 ივნისი 2022 22:24
1
ამ უნიჭიერეს ბიჭს უნდა ძლიერი და კარგი გუნდი, თუნდაც როგორიც კიევის დინამოა.გიოს ის ვერ აპატიეს რო ჩვენი ნაკრები თავისი ნაკრები აირჩია და დაჩაგრეს, ეს გიორგის გაღებული მსხვერპლის, წარმატებები გიო გაფასებთ და გვჭირდები
გიო
22 ივნისი 2022 20:22
4
(არავინ დაუჩაგრავს) მეგობარო თუ ადევნებ ფეხბურთს თვალს უნდა შეგემჩნია რო გიორგის არჩევანის მერე რა დღეში იყვნენ უკრაინის სპორტული ჟურნალისტები და ფედერაციის წევრები, რას წერდნენ, რავი ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რაც შეეხება ჩვენ ჯანოს პატივის ჩემის მეტი არაფერი გაუკეთებია სპარტაკს. მილიონები გამოიმუშავა, იყო პერიოდი რო მთელი წელი ტრამვა ქონდა და მინდორზე არ გასულა 4 ლიმონი მაინც ქონდა, შეარგოს უფალმა, ვისაც შეშურდება არ ენახა ცხოვრებაში )))
გიო
23 ივნისი 2022 14:14
0
წიტაიშვილი არ დაუჩაგრავთ, წიტაიშვილს არჩეული ჰქონდა უკრაინის ნაკრები, მაგრამ მაინც განათხოვრებული იყო და განათხოვრებულიც სამწუხაროდ ვერ თამაშობდა კარგად, საქართველოს ნაკრები კი მას შემდეგ აირჩია, რაც წარმატებას ვეღარ მიაღწია და მოიგონა თითქოს ბაბუაზე ჰქონდა პირობა მიცემული. მოდით რა სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში,უკრაინას რომ გამოეძახებინა დიდ ნაკრებში აუცილებლად აირჩევდა უკრაინას, ისევე როგორც ჯანო აირჩევდა რუსეთს (აი ჯანო კი მართლა დაჩაგრეს თავისი არჩევანის გამო)
არავინ დაუჩაგრავთ
23 ივნისი 2022 01:49
12
ნაკრებში ბოლო წარმატებულმა თამაშებმა მაგრა იმოქმედა გადაწყვეტილებაზე. მიხვდნენ, რომ სუსტ გუნდებში იჯარით გაშვება არასწორია და უნდა გამოიყენონ გიორგის რესურსი. დარწმუნებული ვარ დაიმკვიდრებს თავს გუნდში!
ფეოლა
22 ივნისი 2022 20:01
1
ღმერთი შენსკენ გიო. მთელი საქართველო გგულშემატკივრობს. შენ შეგიძლია მაღალ დონეზე თამაში. შენ უკვე თამასა მაღლა აწიე ნაკრებში და შენ მეტი შეგიძლია. წარმატებები მთელი ცხოვრების მანძილზე.
roma bejanidze
22 ივნისი 2022 19:52
1

სიახლეები პოპულარული