ქეცბაიას ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიამ "ანორთოსისის" მწვრთნელის პოსტი დატოვა, მაგრამ შეიძლება უმუშევარი დიდხანს არ დარჩეს.

goal.philenews-ის ცნობით, ქეცბაიას კვიპროსის ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს და სხვა კანდიდატებზე მეტი შანსი აქვს, მათ ეროვნულ გუნდს ჩაუდგეს სათავეში.

გამოცემის მტკიცებით, მხარეებს შორის პირველი კონტაქტი უკვე შედგა, ქართველმა კი უთხრა, რომ ცოტას დაისვენებს და წინადადებას განიხილავს.

თემურს "ნეფთჩიც" ეპატიჟებოდა. მან გუნდის გასაძლიერებლად კლუბის ხელმძღვანელობას დაფინანსების გაზრდა მოსთხოვა და როგორც ჩანს, ამის შემდეგ აღარ დაკავშირებიან.

მკითხველის კომენტარები / 12 /
როგორც პროფესიონალი და როგორც პიროვნება ყოველთვის პატივისცემის ღირსი იყო,არის და იქნება.ჩვენ ვერ შევიშნოვეთ და გავაქციეთ.თურაშაულის პატრონი,ტყეში ეძებდა პანტასა.ჩვენზეა ნათქვამი.
დათვი ცნობიერებული
08:33 24-06-2022
1
სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდავ ჰყავდესო! ყოველთვის მეიმედებოდა და არადდროს არ გაუცრუვებია იმედი სულ იხარჯებოდა ბოლომდე თუ ოდესმე შანსი მომეცემა გულთბილ მადლობას ვეტყვი და ვაჟკაცურად ჩამოვართმევ ხელს.
კახა
20:40 23-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული