კვირკველიას სამსახურით რუმინული გრანდი დაინტერესდა, მაგრამ პრობლემა შეიქმნა

AutoSharing Option
რუმინული sport.ro იტყობინება, რომ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იულიან კრისტიამ ტრავმა მიიღო, "სტიაუას" დაცვის ცენტრში პრობლემები შეექმნა და ამ რგოლის გასაძლიერებლად "კლუჟიდან" ალჟირელი რაშიდ ბუენა (30 წლის, 191 სმ) და "ბოტოსანიდან" კამერუნელი ჯოისკიმ დავა (26 წლის, 194 სმ) დაიმატეს, კლუბის პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ კი ტელეშოუ "პრო არენაში" განაცხადა, რომ კიდევ ორი ლეგიონერის შეძენას აპირებს.

ესენი საქართველოს ნაკრებისა და "გაგრას" ფეხბურთელი საბა კვირკველია და "ვილემის" ბერძენი ლეგიონერი ნიკოს მიკელისი (21 წლის, 192 სმ) არიან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტანმაღალი და კოლოსალური (196
სმ) კვირკველია ძალიან გამოცდილია, ბეკალი მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ ვინაიდან ევროკავშირის მოქალაქე არაა, 70%-იანი გადასახადის გადახდა მოუწევს, რაც არ აწყობს, თუმცა ქართველის გადაბირების იმედს არ კარგავს:

"კიდევ კვირკველიას აყვანა შეგვიძლია. ნაკრების მოთამაშეა, ძალიან მაღალი და ძლიერია. მოდით, ვნახოთ, არაა გამორიცხული, ავიყვანოთ კიდეც".

მკითხველის კომენტარები / 9 /
ამ ფეხბურთელს მაღალ დონეზე თამაში აწი ძალიან გაუჭირდება.ცოტა ახალგაზრდულ ასაკში ბევრი შანსები გუშვა,პროფესიონალიზმის პრობლემებიც ქონდა მას.
imereli
16:24 23-06-2022
1
ალჟირი და კამერუნი როდის შევიდნენ ევროკავშირში.
qomagi
16:21 23-06-2022
0

myquiz
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული