კვირკველიას სამსახურით რუმინული გრანდი დაინტერესდა, მაგრამ პრობლემა შეიქმნა

AutoSharing Option
რუმინული sport.ro იტყობინება, რომ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იულიან კრისტიამ ტრავმა მიიღო, "სტიაუას" დაცვის ცენტრში პრობლემები შეექმნა და ამ რგოლის გასაძლიერებლად "კლუჟიდან" ალჟირელი რაშიდ ბუენა (30 წლის, 191 სმ) და "ბოტოსანიდან" კამერუნელი ჯოისკიმ დავა (26 წლის, 194 სმ) დაიმატეს, კლუბის პრეზიდენტმა ჯიჯი ბეკალიმ კი ტელეშოუ "პრო არენაში" განაცხადა, რომ კიდევ ორი ლეგიონერის შეძენას აპირებს.

ესენი საქართველოს ნაკრებისა და "გაგრას" ფეხბურთელი საბა კვირკველია და "ვილემის" ბერძენი ლეგიონერი ნიკოს მიკელისი (21 წლის, 192 სმ) არიან.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტანმაღალი და კოლოსალური (196
სმ) კვირკველია ძალიან გამოცდილია, ბეკალი მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, მაგრამ ვინაიდან ევროკავშირის მოქალაქე არაა, 70%-იანი გადასახადის გადახდა მოუწევს, რაც არ აწყობს, თუმცა ქართველის გადაბირების იმედს არ კარგავს:

"კიდევ კვირკველიას აყვანა შეგვიძლია. ნაკრების მოთამაშეა, ძალიან მაღალი და ძლიერია. მოდით, ვნახოთ, არაა გამორიცხული, ავიყვანოთ კიდეც".

მკითხველის კომენტარები / 9 /
მაგარი იქნება , თუ გამოვიდა ეს ტრანსფერი!
დიმო
23 ივნისი 2022 01:47
1
ალჟირელი და კამერუნელი რომ დაიმატეს ისინი ევროკავშირის ქვეყნებიდან იყვნენ? :)
თენგო
23 ივნისი 2022 09:59
0
აი მარტო ამიტომ გვინდა ევროკავშირი ..
ილია
23 ივნისი 2022 09:09
5
მარტო ამიტომ არა...
ბაჩი
23 ივნისი 2022 12:00
0
სუ! არ გააღიზიანო!
აკა
23 ივნისი 2022 16:31
0
ალჟირი და კამერუნი როდის შევიდნენ ევროკავშირში.
qomagi
23 ივნისი 2022 16:21
0
წაიყვანოს შოთამ მაგრად აათამაშებდა ესე მგონია ჰალში..წარმატებები საბას!!!ფული უკვე ნაშოვნი აქ საბას ეხლა ფიქრობს კაი გუნდზე და ტიტულებზე
Neta
23 ივნისი 2022 12:16
1
ცოტა დაგვინაებულია ამის ასაკში ტიტულებზე ფიქრი, ნორმალურები პირიქით აკეთებენ, ტიტულების მოგებას ცდილობენ რო მერე მეტი ფული იშოვონ
Netas
23 ივნისი 2022 16:50
0
ამ ფეხბურთელს მაღალ დონეზე თამაში აწი ძალიან გაუჭირდება.ცოტა ახალგაზრდულ ასაკში ბევრი შანსები გუშვა,პროფესიონალიზმის პრობლემებიც ქონდა მას.
imereli
23 ივნისი 2022 16:24
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული