"ნეაპოლი დუღს: ჩვენთან მოდის ფენომენი" - ხვიჩას ტრანსფერზე რუსული მედიის შურიანი და ირონიული წერილი

AutoSharing Option
ხვიჩას შინ და გარეთ მრავალი მოშურნე ჰყავს

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის გამო, უცხოურ მედიაში დიდი აჟიოტაჟია. ამჯერად ქართველის შესახებ სკეპტიკურ-ცინიკური წერილი "სპორტ-ექსპრესმა" გამოაქვეყნა, რომელიც ტრანსფერს თავიდანვე აქტიურად აშუქებდა. ზოგიერთი, ალბათ, გვისაყვედურებს, რუსული პრესის აზრი რა მოსატანიაო, მაგრამ მკითხველმა ყველას დამოკიდებულება უნდა იცოდეს, ხვიჩამ კი ყველას უნდა დაუმტკიცოს, რა შეუძლია და ყველას ხმა ჩააკმენდინოს.

ხვიჩა კვარაცხელია ჯერ არ ჩასულა "ნაპოლიში", მაგრამ უკვე მისი ვარსკვლავი გახდა
გეორგი კუდინოვი - მოწვეული ავტორი

"სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი სიგიჟეზე, რომელიც თან ახლავს ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერს.

"ნეაპოლური გუნდი აპენინებზე
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. დიახ, გულშემატკივრების რაოდენობით ჩამორჩება დიდ სამეულს - "იუვენტუსს", "მილანს" და "ინტერს", თუმცა ამ მხრივ პრაქტიკულად სხვებს სჯობნის. ამასთან თვითონ ნეაპოლი და მისი დაბერებული ჭკუიდან შეშლილი სტადიონი, რომელიც ახლა დიეგო მარადონას სახელს ატარებს, მთელი იტალიური ფეხბურთისთვის თაყვანისცემის ადგილია.

ახლა ნეაპოლიტანელები დიდი ინტერესით ელიან 14 ივლისს. ამ დღეს ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონში "ნაპოლი" თავის პირველ საზაფხულო საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. მეტოქე ტრენტინოს ფარგლებს მიღმა ყველასთვის უცნობი სამოყვარულო "ანუნიაა". სწორედ ამ შეხვედრაშია მოსალოდნელი 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი. მის შესახებ უკვე აღფრთოვანებით წერენ ნეაპოლშიც და იტალიის ცენტრალურ სპორტულ მედიასაშუალებებში.

Sportall.Ge

ჩვენთვის "ლოკომოტივსა" და "რუბინში" ასპარეზობით ნაცნობმა შემტევმა ნახევარმცველმა, არც ისე დიდი ხნის წინ შეათანხმა "ნაპოლისთან" კონტრაქტის პირობები, სადაც ბათუმის "დინამოდან" გადადის, თუმცა ამ დროის განმავლობაში ადგილობრივმა პრესამ, თანაც არა მხოლოდ სამხრეთის რეგიონებისამ, მოასწრო ხვიჩასგან სერია A-ს ახალი ვარსკვლავის შექმნა. განსაკუთრებით ცხელი თავები ნეაპოლში უკვე იმდენად აღეგზნენ, რომ კვარაცხელიას "აძურის" 31 წლის ექს-კაპიტნის ლორენცო ინსინიეს ღირსეულ მემკვიდრედ ასახელებენ - ევროპის 2020 წლის ჩემპიონი უზარმაზარი ფულის გამო თამაშის დასასრულებლად  MLS-ში, "ტორონტოში" გაემგზავრა. მართალია, არიან ისეთები, რომლებიც ასეთი დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ, მაგრამ ისინიც ირწმუნებიან: ბიჭი იმდენად კარგია, რომ სრულად შესაფერისია "ნაპოლის" ახალი ლიდერის როლისთვის. გვხვდებიან, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სკეპტიკოსები, ეიფორიას სიფრთხილით რომ ეკიდებიან, მაგრამ მათი რაოდენობა ყოველდღე სულ უფრო და უფრო მცირდება.

საიდან მოვიდა აღტაცებულ ნეაპოლელთა ცნობიერების ამდენად ქარიშხლისებრი ნაკადი? უპირველეს ყოვლისა სურვილით მიიღონ კაშკაშა ვარსკვლავი, რომლის გარეშეც ნეაპოლს არსებობა არ შეუძლია და რა თქმა უნდა, ინტერნეტის ტელევიზიასთან ერთად მეშვეობით. მსოფლიოს ქსელის მომხმარებლებმა შეისწავლეს ბათუმის "დინამოში" გაზაფხულზე ხვიჩას თამაშის ამონაჭრები და გოლები.

Sky Sport Italia-მ კი ივნისის პირველ ნახევარში ყველა სტადიონიდან ჩართვა განახორციელა, სადაც ერთა ლიგის მატჩები მიმდინარეობდა: ყველამ ნახა კვარაცხელიას გოლები და საგოლე გადაცემები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ოთხ შეხვედრაში მოპოვებულ სამ გამარჯვებაში (გიბრალტართან, ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან) ბულგარეთთან ერთ ნულოვან ფრესთან ერთად.

ეს ჩვენ შეგვწევს უნარი ობიექტურად ჩავუფიქრდეთ იმას, თუ როგორია საქართველოს ჩემპიონატის და მისი ნაკრების მეტოქეების რეალური დონე და არა ყველა გაგებით ცხელ იტალიურ სამხრეთში, სადაც აჟიოტაჟის დაბადებისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ლამაზი ტვ-სურათები. დიახ, ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ყოფილი ფეხბურთელების უმეტესობა, რომლებიც ყოველ კუთხეში მოგითხრობენ ხვიჩას უნარებზე, მის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით იციან. ხანდახან კი უბრალოდ გულწრფელად ხმაურს ტეხენ. თუმცა, საერთო ნაკადის ცნობიერებაში ყველა ეს ციტატები იმდენად დამაჯერებლად ერთიანდება, რომ ნეაპოლი უკვე დუღს: "ჩვენთან ნამდვილი ფენომენი მოდის !"

და ვინაიდან ფენომენია, კვარაცხელიას ჟღერადი მეტსახელი უნდა ჰქონდეს. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიელთათვის მისი გვარის წარმოთქმა პრაქტიკულად შეუძლებელია, ნეაპოლური ცხოვრების წესის მიხედვით, უკვე შეარქვეს ზიზი. დაე ამ თიკუნმა ხვიჩას აპენინებზე წარმატება მოუტანოს.

"ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ზიზის ივლისის პირველ დეკადაში ელის, მაშინვე გაიმართება ახალწვეულის ოფიციალური წარდგენა. ნეაპოლელებმა პროგნიოზირებადად უარი უთხრეს "დინამოს" თხოვნაზე დაეტოვებინათ კვარაცხელია მათთან 6 ივლისამდე, როდესაც ბრატისლავაში ადგილობრივ "სლოვანთან" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩს ჩაატარებენ (სხვათა შორის, ამ წყვილში საუკეთესო შემდეგ სტანისლავ ჩერჩესოვის "ფერენცვაროშსა" და ყაზახეთის "ტობოლს" შორის გამარჯვებულს ეთამაშება). სპალეტი და მისი გუნდი შეკრებას 9 ივლისს ტრენტინო-ალტო-ადიჯეში, დიმაროში დაიწყებენ, ხოლო 14-ში გაიმართება სწორედ ის შეხვედრა, რომლის მიხედვით დაანონსებულია იტალიურ ფეხბურთში ზიზის კაშკაშა კარიერის დასაწყისი".

altკვარაცხელიას ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესოობას იტალიური გამოცემები გამოეხმაურნენ

altცნობილი ხდება, ვის წინააღმდეგ ჩაატარებს კვარაცხელია სადებიუტო შეხვედრას "ნაპოლიში"

alt"ხვიჩასთან მოკლე საუბარი მქონდა... აი, ამიტომ წაიყვანეს ის "ნაპოლიში" - სიომინი კვარაცხელიას ტრანსფერზე საუბრობს

alt"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

მკითხველის კომენტარები / 56 /
Aჰა. გახდა თუ არა ჩემპიონი პირველივე სეზონში და ადუღდა თუ არა ნეაპოლი საჩემპიონო ზეიმში? ისე ადუღდა თქვენი ჯიში და სისხლი მ. ### ან
+Xishnik.
05 მაისი 2023 01:32
0
ზიზი არა ჩისქეიქი . რა ასეთი გამოუთქმელი გვარი აქვს. თუ სრულ გვარს ვერ ამბობენ თქვან მოკლედ, კვარა და დამთავრდა. რაღაც მგონია იტალიელებს მეტად თქვენ გსურთ მისი გვარის შეცვლა.
Rima
27 ივნისი 2022 18:33
0
ფრანგულიდან არ გადმოთარგმნონო ზიზი თორემ თავი მოგვეჭრება...! :)
zizio?
27 ივნისი 2022 17:27
0
რატის- შენთან თავისმართლება მაკლია ვიღაცა ხარ :)) მამარდაშვილი - დინამო თბილისიდან უყურადღებოდ დატოვებული, იმ გადასარევ კაცს, აგენტს რომ არ წაეყვანა, ფაქტიურად პირადი დამსახურებით , დღესაც ლოკოში იქნებოდა. როცა ვალენსიაში ხვდება ნიჭიერი კაცი ეს სხვაა, და სხვაა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში სინჯებზე რომ აყავთ, როგორც აბუ, კაკაბაძე და ბევრი სხვა ყველანაირი რეკომენდსციის გარეშე. მერე ქრებიან ეგენი უმეტესობა, დანარჩენები თუ ნაკრებმა გადაარჩინა სადღაც საშუალოზე დაბალ კლუბებში ხვდებოდნენ. ეხლა რაც შეეხება ანანიძეს - გინდა დამარწმუნო რომ ჯანო რუსებმა ქართველების ჯინაზე თავისივე სპარტაკში დაამტვრიეს , რადგან ჩვენი ნაკრები აირჩია ხო? ანუ თუ ხვიჩაზე რატომ არ უნდა მოუარონ ფულს აკეთებენო, აქ სხვა ლოგიკაა, აქ საკუთარი ფული ფეხებზე ეკიდათ. ეგეთი რა შურიანი გგონიათ, რომ მთელი ლიგა, თავად კლუბი და მედია ჯანოს დალეწვას ოცნებობდა? ჩაკვეტაძე რომ ასე დაიმტვრა ესეც რუსების ბრალია? იქნებ ბელგიელებსაც გაუტყდათ რომ ქართველი მაგრად თამაშობს? მოკლედ ქაოსში ცხოვრობთ და ლოგიკის ნატამალი არაა თქვრნ მსჯელობაში, მარტო აგრესია. მე კი ის ვიცი, რომ სლუცკისთან მოხვედრით ხვიჩას გაუმართლა და იმაშიც, რომ დროზევე დატოვა რუბინი. ეს ფაქტია, მარა ეს წლები რომ დადებითად წაადგა დიდი ფეხბურთისთვის , ჩემთვის ესეც ფაქტია! ურა პატრიოტიზმი კიდევ არ მიყვარს. აგერ ფიფია რას უშვება ქართულ ფეხბურთს, ასეთ კლუბს და ესენი რუსებიო. ჩაკვეზეც იგივეს გეტყვი და საერთოდ ვერც ერთი ქართველი ფეხბურთელი ვერ გაიქაჩა სათანადო დონეზე ევროპაში. რადგან ევროპა ზუსტადაც რომ არ ექცევა ისეთი ყურადღებით. ფეხებზე კიდიათ საერთოდ. მე ვცხოვრობდი ევროპაში დიდ ხანს და კარგად ვიცი მიდგომები მასებში ქართველების მიმართ. ერთადერთი ნდობა რუსეთში ქონდათ ზუსტად ამ ბიჭების უმრავლესობას, რადგან იქ კლუბებში პოლოტიკა 80% კიდია და თუ ურალზე უკეთეს გუნდში უნდა ითამაშონ, სადაა ხარაიშვილი, სადაა არაბიძე, ჟანტურია, იგივე ლობჟანიძე რით ვერ შეამჩნიეს შენმა კეთილმა გრანდებმა, მაგათ ხომ არ უშლის ხელს რუსეთი? სადაა შენგელია? სადაა ზარანდია. იფიქრეთ ხოტა იფიქრეთ , სულ რუსეთი და რუსეთი. ჩვენ ჩვენი საკეთებელის გაკეთება გვეზარება და გაუნათლებელი ბრბო გავხდით და ლანძღეთ ისინი და იყავით. ხვიჩას კითხეთ აბა ეგრე ვერ იტანს ისიც რუსებს და მათ აბრალებს ქართული ფეხბურთის პრობლემებს? კაცი შრომობს და უყვარს ადამიანები. თქვენ რატომ ამდენი ზიზღი და ყველაფერში რუსებს როგორ აბრალებთ ყველაფერს? ყველაფერს ? თქვენი გენტი და ზულტე ვერეგემი არ გაიშვას მაგათი კაცთმიყვარეობით და ქართველებისადმი სიყვარულით!:)))
კაპიტან გარდენბურგი
27 ივნისი 2022 16:52
6
აქ კიდევ ყველაფერი არ წერია კვარას ნაპოლში ჩასვლის მოლოდინში თუ როგორი აღზნებულნი არიან არა მარტო იტალიერი ტიფოზები არამედ მთელი იტალია,ამბობენ უკვე მასიურად დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ნეაპოლის სამშობიარო კლინიკებში ახალშობილ ბიჭებს კვარას ან ხვიჩას არქმევენ.
დრაივა
27 ივნისი 2022 16:28
2
კვარო დიდ ფეხბურთს ითამაშებს და ჩვენ ქართველ გულშემატკივრებს ამისი გვჯერავს თუმცა ბოღმიანი და არა ადეკვატური საზოგადოება ყოველთვის იარსებებენ ამ სამყაროში ასე რომ კვარო წარმატებები და ყველაფერი კარგად იქნება it's coming...
გიო9
27 ივნისი 2022 16:42
1
აქ რომ წერთ რუსები კარგად ექცეოდნენ ხვიჩასო, ჯერ ერთი ცუდად რატომ უნდა მოქცეოდნენ, რაღაც ჩამორჩენილ ყაზანურ გუნდში, ევროპული დონის ფეხბურთს თამაშობდა და გააგიჟა მაყურებელი. ევროზონაში მოახვედრა შარშან გუნდი და 18 მილიონამდე ავიდა მისი სატრანსფერო ღირებულება. ამის მერე ცუდად როგორ უნდა მოქცეოდნენ, თან ყვებოდნენ და მიზეზიც ჰქონდათ ამისი. ასევე მის გაყიდვას აპირებდნენ 20 მილიონად და რა ცუდად მოქცევაზეა საუბარი.
დამსახურებისამებრ ექცეოდნენ ვარსკვლავივით და არა იმიტომ რომ ქართველი იყო და რაღაც სადღეგრძელოებს რომ ყვებით აქ რუსეთ საქართველოს სიყვარულზე უბრალოდ წარმოუდგენელია.
Spain
27 ივნისი 2022 13:31
1
რუსებს რა?????
იკა
27 ივნისი 2022 07:47
5
რუსები ვისაც არ გვინდა ნაცები ვართ? რატომ ვერ ცდებით ამ ვიწრო, პრიმიტიულ ლოგიკას?
ასე დაგაზომბათ ტელევიზიებმა, რომ მხოლოდ ნაცებს უნდათ დასავლეთი და დანარჩენი რუსეთუმეები ხართო? არ გიტყდებათ ამის გაჟღერება?
თქვენდა გასაოცრად ვართ ადამიანები, რომლებიც ვართ პროდასავლურები და არ ვართ ნაცები.
იქნებ ასე პრიმიტიულად ახსნილი მაინც გაიგოთ.
არ გვჭირდება ბელადი იმისთვის, რომ დასავლური აზროვნება გვქონდეს.
Skeleton
27 ივნისი 2022 13:26
1
ნაცებს რა???
იკაკუნიას
27 ივნისი 2022 10:44
9
რუსეთში ყოველი თამაშის შემდეგ ფეხები ყინულში ქონდა. სლუცკიმ აღიარა, რომ დალურჯებული ფეხებით თამაშობდა. სანქციები რომ არა, დღესაც რუბინში იქნებოდა. მამუკა ჯუღაევმა რუსეთში რომ წაიყვანა, ფაქტიურად დაღუპა მისი კარიერა, მაგრამ FIFA-ს და UEFA-ს გადაწყვეტილებამ გადაარჩინა.
ქ. გ.
27 ივნისი 2022 06:30
3
კი დღესაც რუსეთში იქნებოდა და ყოველ წელს გვექნებოდა შარშანდელის მსგავსი სცენარი. ყოველ დღე რომ ტრანსფერს ველოდით და მერე რუსებმა რომ დაგვცინეს, ერთი დოლარიც კი არავის შემოუთავაზებია და თქვენ უკვე მილანებში და ტოტენჰემებში გადაიყვანეთო.
ახლა ხომ გამოჩნდა რომ შეთავაზებებიც იყო მოლაპარაკებებიც,მაგრამ არ გაუშვეს.
ყოველ წელს ამას გვეტყოდნენ, მერე დალეწავდნენ რომელიღაც თამაშზე და თუ ვერ აღიდგენდა ფორმას გაუშვებდნენ ურალში.
ეგ იყო მისი მომავალი რუსეთში.

!!
27 ივნისი 2022 13:30
2
და ცუდი რა ეწერა ამ სტატიაში ვერ გავიგე ისეთი სათაური აქვს მეთქი მიწასთან გაასწორა ხვიჩა თქო
B
27 ივნისი 2022 03:28
5
რეებს მიედ-მოედებიან. შემოგვაპარეს სახელი "ზიზი". ეს სახელი თქვენს დზიუბას დაუძახეთ. ხვიჩა და იტალიელები სახელზე თვითონ შეთანხმდებიან!
ვაჟა მასწავლებელი
27 ივნისი 2022 01:06
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული