"ნეაპოლი დუღს: ჩვენთან მოდის ფენომენი" - ხვიჩას ტრანსფერზე რუსული მედიის შურიანი და ირონიული წერილი

AutoSharing Option
ხვიჩას შინ და გარეთ მრავალი მოშურნე ჰყავს

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის გამო, უცხოურ მედიაში დიდი აჟიოტაჟია. ამჯერად ქართველის შესახებ სკეპტიკურ-ცინიკური წერილი "სპორტ-ექსპრესმა" გამოაქვეყნა, რომელიც ტრანსფერს თავიდანვე აქტიურად აშუქებდა. ზოგიერთი, ალბათ, გვისაყვედურებს, რუსული პრესის აზრი რა მოსატანიაო, მაგრამ მკითხველმა ყველას დამოკიდებულება უნდა იცოდეს, ხვიჩამ კი ყველას უნდა დაუმტკიცოს, რა შეუძლია და ყველას ხმა ჩააკმენდინოს.

ხვიჩა კვარაცხელია ჯერ არ ჩასულა "ნაპოლიში", მაგრამ უკვე მისი ვარსკვლავი გახდა
გეორგი კუდინოვი - მოწვეული ავტორი

"სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი სიგიჟეზე, რომელიც თან ახლავს ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერს.

"ნეაპოლური გუნდი აპენინებზე
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. დიახ, გულშემატკივრების რაოდენობით ჩამორჩება დიდ სამეულს - "იუვენტუსს", "მილანს" და "ინტერს", თუმცა ამ მხრივ პრაქტიკულად სხვებს სჯობნის. ამასთან თვითონ ნეაპოლი და მისი დაბერებული ჭკუიდან შეშლილი სტადიონი, რომელიც ახლა დიეგო მარადონას სახელს ატარებს, მთელი იტალიური ფეხბურთისთვის თაყვანისცემის ადგილია.

ახლა ნეაპოლიტანელები დიდი ინტერესით ელიან 14 ივლისს. ამ დღეს ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონში "ნაპოლი" თავის პირველ საზაფხულო საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. მეტოქე ტრენტინოს ფარგლებს მიღმა ყველასთვის უცნობი სამოყვარულო "ანუნიაა". სწორედ ამ შეხვედრაშია მოსალოდნელი 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი. მის შესახებ უკვე აღფრთოვანებით წერენ ნეაპოლშიც და იტალიის ცენტრალურ სპორტულ მედიასაშუალებებში.

Sportall.Ge

ჩვენთვის "ლოკომოტივსა" და "რუბინში" ასპარეზობით ნაცნობმა შემტევმა ნახევარმცველმა, არც ისე დიდი ხნის წინ შეათანხმა "ნაპოლისთან" კონტრაქტის პირობები, სადაც ბათუმის "დინამოდან" გადადის, თუმცა ამ დროის განმავლობაში ადგილობრივმა პრესამ, თანაც არა მხოლოდ სამხრეთის რეგიონებისამ, მოასწრო ხვიჩასგან სერია A-ს ახალი ვარსკვლავის შექმნა. განსაკუთრებით ცხელი თავები ნეაპოლში უკვე იმდენად აღეგზნენ, რომ კვარაცხელიას "აძურის" 31 წლის ექს-კაპიტნის ლორენცო ინსინიეს ღირსეულ მემკვიდრედ ასახელებენ - ევროპის 2020 წლის ჩემპიონი უზარმაზარი ფულის გამო თამაშის დასასრულებლად  MLS-ში, "ტორონტოში" გაემგზავრა. მართალია, არიან ისეთები, რომლებიც ასეთი დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ, მაგრამ ისინიც ირწმუნებიან: ბიჭი იმდენად კარგია, რომ სრულად შესაფერისია "ნაპოლის" ახალი ლიდერის როლისთვის. გვხვდებიან, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სკეპტიკოსები, ეიფორიას სიფრთხილით რომ ეკიდებიან, მაგრამ მათი რაოდენობა ყოველდღე სულ უფრო და უფრო მცირდება.

საიდან მოვიდა აღტაცებულ ნეაპოლელთა ცნობიერების ამდენად ქარიშხლისებრი ნაკადი? უპირველეს ყოვლისა სურვილით მიიღონ კაშკაშა ვარსკვლავი, რომლის გარეშეც ნეაპოლს არსებობა არ შეუძლია და რა თქმა უნდა, ინტერნეტის ტელევიზიასთან ერთად მეშვეობით. მსოფლიოს ქსელის მომხმარებლებმა შეისწავლეს ბათუმის "დინამოში" გაზაფხულზე ხვიჩას თამაშის ამონაჭრები და გოლები.

Sky Sport Italia-მ კი ივნისის პირველ ნახევარში ყველა სტადიონიდან ჩართვა განახორციელა, სადაც ერთა ლიგის მატჩები მიმდინარეობდა: ყველამ ნახა კვარაცხელიას გოლები და საგოლე გადაცემები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ოთხ შეხვედრაში მოპოვებულ სამ გამარჯვებაში (გიბრალტართან, ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან) ბულგარეთთან ერთ ნულოვან ფრესთან ერთად.

ეს ჩვენ შეგვწევს უნარი ობიექტურად ჩავუფიქრდეთ იმას, თუ როგორია საქართველოს ჩემპიონატის და მისი ნაკრების მეტოქეების რეალური დონე და არა ყველა გაგებით ცხელ იტალიურ სამხრეთში, სადაც აჟიოტაჟის დაბადებისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ლამაზი ტვ-სურათები. დიახ, ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ყოფილი ფეხბურთელების უმეტესობა, რომლებიც ყოველ კუთხეში მოგითხრობენ ხვიჩას უნარებზე, მის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით იციან. ხანდახან კი უბრალოდ გულწრფელად ხმაურს ტეხენ. თუმცა, საერთო ნაკადის ცნობიერებაში ყველა ეს ციტატები იმდენად დამაჯერებლად ერთიანდება, რომ ნეაპოლი უკვე დუღს: "ჩვენთან ნამდვილი ფენომენი მოდის !"

და ვინაიდან ფენომენია, კვარაცხელიას ჟღერადი მეტსახელი უნდა ჰქონდეს. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიელთათვის მისი გვარის წარმოთქმა პრაქტიკულად შეუძლებელია, ნეაპოლური ცხოვრების წესის მიხედვით, უკვე შეარქვეს ზიზი. დაე ამ თიკუნმა ხვიჩას აპენინებზე წარმატება მოუტანოს.

"ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ზიზის ივლისის პირველ დეკადაში ელის, მაშინვე გაიმართება ახალწვეულის ოფიციალური წარდგენა. ნეაპოლელებმა პროგნიოზირებადად უარი უთხრეს "დინამოს" თხოვნაზე დაეტოვებინათ კვარაცხელია მათთან 6 ივლისამდე, როდესაც ბრატისლავაში ადგილობრივ "სლოვანთან" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩს ჩაატარებენ (სხვათა შორის, ამ წყვილში საუკეთესო შემდეგ სტანისლავ ჩერჩესოვის "ფერენცვაროშსა" და ყაზახეთის "ტობოლს" შორის გამარჯვებულს ეთამაშება). სპალეტი და მისი გუნდი შეკრებას 9 ივლისს ტრენტინო-ალტო-ადიჯეში, დიმაროში დაიწყებენ, ხოლო 14-ში გაიმართება სწორედ ის შეხვედრა, რომლის მიხედვით დაანონსებულია იტალიურ ფეხბურთში ზიზის კაშკაშა კარიერის დასაწყისი".

altკვარაცხელიას ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესოობას იტალიური გამოცემები გამოეხმაურნენ

altცნობილი ხდება, ვის წინააღმდეგ ჩაატარებს კვარაცხელია სადებიუტო შეხვედრას "ნაპოლიში"

alt"ხვიჩასთან მოკლე საუბარი მქონდა... აი, ამიტომ წაიყვანეს ის "ნაპოლიში" - სიომინი კვარაცხელიას ტრანსფერზე საუბრობს

alt"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

მკითხველის კომენტარები / 56 /
რუსების შურიანობის შესახებ რომ დავწერე აქ საკუთარმა თანამემამულებმა მომაყენეს შეურაცხყოფა, დაბოღმილი ხარო.
რუსებზე და ჩეჩნებზე თუ ვინმე იბოღმებოდა არვიცოდი...
რუსები იყვნენ რომ გვეუბნებოდნენ, ქართველებმა გააფეტიშეთ თორე ისე დიდი არაფერი ფეხბურთელიაო, სლუცკიმ არ თქვა პირდაპირ ეთერში? ერთი დოლარიც არავის შემოუთავაზებიაო და არავის უნდაო :) ტყუილად დაახვიეთ თავბრუ და ასე თუ გააგრძელა რუბინის სასტარტოშიც ვეღარ მოხვდება, არათუ დიდ გუნდშიო. ნუთუ ვერ ხედავთ როგორ უგდებდნენ მოტივაციას?
ერთი ჩაგდებული თამაშის მერე რუბინის გვერდზე საშინელი დამამცირებელი კომენტარები იწერებოდა...
მაგათი ჭაობი ჩემპიონატი ცოტა ხნით მაინც რომ გახადა ყურებადი მისი მადლობლები უნდა იყვნენ.
კარგად ექცევიან ქართველებსო აქ ვიღაცა შემეპასუხა, კარგად ბატონიც ექცევა მონას, თუ მისგან სარგებელს ელის.
როცა ხედავს, რომ მის გარეშე აპირებ წარმატების მიღწევას და აღწევ, მერე უკვე აღარ გექცევა კარგად.
რუსეთ საქართველოს ურთიერთობას ძალიან ჰგავს ხვიჩას და რუბინის ურთიერთობა:))
კიდე ბევრს დაწერენ, ახლა წარმოიდგინეთ, რომ ხვიჩამ ნაპოლიში თამაშები ჩააგდოს.
როგორ ბაყაყებივით აყიყინდებიან...
ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ არამარტო რუსეთში.
თუმცა ქართველები იმით მაინც იმართლებენ თავს, მისთვის კარგი გვინდა და იმიტომ ვლანძღავთო :))
!!
26 ივნისი 2022 12:08
11
კოდევ ერთი, რამდენიც გინდა იმდენი დისლაიქი დამიწერეთ, უმადურიბა არ მიყვარს! ხვიჩაც და ზურიკოც რუსეთში გახდნენ ისინი, ვინც არიან. რადგან იქ მოთხოვნაც და ყურადღებაც და დახმარებაც დიდი იყო თავიდანვე. წასულიყო ბელგიაში ან უნგრეთში ან ესპანეთში და გვეყოლებოდა კიდევ ერთი არაბიძე და კიდევ ერთი ჭანტურია. 1 გრამით არ ცაკნინებ თვითონ ხვიჩას და ზურიკოს უდიდეს თავდადებას და მონდომებას! მაგრამ დაუნახაობა სანამ გვექნება ვიქნებით ასეთი ბრბო მეგობრებო! აბა ან ბლოკი ან დისლაიქების არმია :)
კაპიტან გარდენბურგი
26 ივნისი 2022 11:54
25
ვინც ხარ და რომელი ადამიანების ჯგუფშიც უნდა მომეკიხე, კარგად ჩანს, ამიტომ თავისმართლება-კომენტარი არ გინდა. ხომ დაწერე, რომ ევროპაში (სეპანეთი და ა.შ.) ვერაფერს მიაღწევდა (არაბიძეს და ჭანტურიას შეადარე), რაზეც მამარდაშვილის მაგალითზე პასუხი გაგცეს, მე კი რუსული ,,სპორტ-მზრუნველობის'' ნათელი მწარე მაგალითი - ჯანო ანანიძე შეგახსენე (ამისთვისაც მადლიერები ხომ არ უნდა ვიყოთ?!). ამიტომ ყველაფერი ცხადია და არ გინდა ეს თავისმართლება-კომენტარი.
რატი
27 ივნისი 2022 03:09
1
რატის და სხვებს - მისმინეთ ნუ დამაბრალებთ იმას, რაც არ მითქვამს! მე არ გეუბნებით რუსეთს მადლობას უნდა უხდიდეთ ზოგადად თქო და აფხაზეთის დაკარგვისთვის მადლობელი უნდა იყოთ თქო! მე ვამბობ რომ იგივე ზურიკოს და ხვიჩას თვითონ კითხეთ აბა რა აზრის არიან , როგორ ექცეოდნენ რუსეთში და ნაწყენები არიან თუ არა იმათზე... კაცს ნამდვილად თავზე გადაყვნენ , როცა ბევრი რამ უნდა ესწავლა, მათ შორის დისციპლინა, ხასიათი გამოემჟღავნებინა, შვილივით ექცეოდნენ და კომენტატორებიც და პრესაც გვერდში ედგა თავიდან, ასევე ჯერ სიომინი, მერე სლუცკი და მთელი რუბინი. ეხლა თქვენ გამოდიხართ და თურმე დაღუპვას უპირებდნენ. ყველაზე ძალიან მე გამიხარდა ხვიჩა რომ რუსეთიდან წამოვიდა, თან ნაპოლიში, მაგრამ დაუნახაობა დაუნახაობაა და აფხაზეთი აქ რა შუაშია საერთოდ??? შენ რუსები გეზიზღებოდეს და ხვიჩას ცუდად ექცეოდნენო ეს რა კავშირშია საერთოდ. ლოგიკა სადაა? ამიტომ ვამბობ ნუ გადავიქცევით ბრბოდ!! და რუსეთუმეები თქვენკენ მოიკითხეთ!
კაპიტან გარდენბურგი
27 ივნისი 2022 01:33
6
ყველა გამოხმაურება
ნუ გადავაქცევთ ქართველ გულშემატკივრებს ბრბოდ! არ გვიხდება მეგობრებო, ღირსეულად დავიჭიროთ თავი, სტატიის მთარგმნელსაც ეხება წაქეზებისთვის , რადგან უკვე წინასწარ ისე ვოყავი საგინებლად მომხადებული, გეგონება რაღაც საზიზღრიბა ეწერა და ზოგი კომწნტარის ავტორსაც. არაფერი ასეთი ჭკუიდან გადასასვლელი აქ არ ყოფილა. თუ დაბლოკავთ ცხადი არ გამიკვირდება
კაპიტან გარდენბურგი
26 ივნისი 2022 11:48
11
აქ რომში ყველა დიდი თუ პატარა,მიუხედავად იმისა ის ლაციოს,რომას,თუ იუვენტუსის გულშემატკივარია ყველა ხვიჩაზე საუბრობს,ნეაპოლის ფანები საერთოდ ჭკუაზე არ არიან,მოლოდინი დიდია!წარმატებები ჩვენო იმედო!
კახა
26 ივნისი 2022 11:44
3
თამაში ნიშნავს მსოფლიოს მერვედფინალს მინიმუმ.
დდდ
26 ივნისი 2022 11:29
0
იმბეცილების ფედერაციის იმბეცილი ჟურნალისტი, ამათ არ შეუძლიათ სხვანაირად ცხოვრება. იქ სადაც ძიუბა ყავდათ "ვარსვკლავი" აბა ხვიჩა რა მოსატანია.
ამხელა ქვეყანაა, ამხელა ფინანსები იხარჯებოდა ფეხბურთში და კოკორინზე "დიდი" ფეხბურთელი ვერ აღზარდეს და ყველამ ნახა როგორ ხეხა სკამი ფიორენტინაში.
მალაქია
26 ივნისი 2022 11:20
2
ამ დაკომპლექსებულ, ჩამორჩენილ, ნახევრადველურ ქვეყანაში ჟურნალისტების დონეც შესაბამისია ბუნებრივად. ვითომ ანგლობს თავის ჭკუაში. კვარა ამათი დასაცინი ყოფილა, ამ უნიჭოების. 120 მილიონში 11 კაცი ვერ შეურჩევიათ ფეხბურთი რომ ითამაშოს ნორმალურად. თუმცა ახლა აღარც ჭირდებათ. ისხდნენ ახლა იმ თავის მუხასრანსკებში და სხვის წარმატებაზე გულზე გასკდნენ!
არტ
26 ივნისი 2022 10:10
3
"ობიექტური" ს მივმართავ, ვახო სანაია და ნანუკა, ასევე სხვა ჟურნალისტები როგორც ჩაიჭრნენ ხვიჩასთან, ჩემზე უკეთ არავინ იცის, რუსულ პროცოკაციას წამოეგენ ესენიც და ეგონათ რომ იქ რჩებოდა სამუდამოდ. არავის გვინდოდა მისი იქ ყოფნა, უბრალოდ ეს უაზრო ლანძღვა რომ არასწორი იყო თავად უკეთესად იციან, იმიტომაც წაშალეს ყველა პოსტი და ვეღარც იღებენ ხმას.
ვერ ვხვდები იმათი დანაშაული რაშუაშია აქ, იმათი ცუდი კომენტარებით იფარება რუსების ამაზრზენი ქმედება?
ქართველებიც ლანძღავდნენთქო და ამით რუსების დანაშაული უნდა გადავფაროთ?
ხვიჩას ფსიქოლოგიურად დანგრევას ცდილობდნენ და ცდილობენ დღემდე რუსები, მოტივაციას უგდებდნრნ და ვერ იტანენ რადგან მათ გარეშე აღწევს წარმატებას.
ქართველებს რომ ზედმეტი მოუვიდათ ეგ ხვიჩას მიმართ სიყვარულის და გადამეტებული ინტერესის გარდა, ასევე გაუნათლებლობის დანსახურებაც არის.
არავის უნდოდა ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელს რუსეთში ეთამაშა. თუმცა ის ვერ მოტვინეს, რომ ბიჭი უკვე რუსეთიდან მოდიოდა და დროში იწელებოდა ეგ ამბავი, კი მიხვდნენ ახლა რის გამოც იწელებოდა. ნაპოლიში მიდიოდა თურმე, ვინც ეგრევე დატოვა რუსეთი (გაგნიძე, წულუკიძე) კი ვხედავთ, რომ ისევ დაბრუნდნენ ...
არამგონია ვახო სანაიას ან ერაძეს ეწყინოს ხვიჩა თუ წარმატებას მიაღწევს, ვიცი როგორც უყვართ ფეხბურთი და როგორც გულშემატკივრობდნენ ხვიჩას აქამდეც. უბრალოდ როგორც ყველა ქართველი ეგენიც წამოეგენ იმ პროვოკაციებს, რაც რუსებმა მოგვიგდეს. ბანერი რომ დააჭერინეს ხვიჩას ხელში, არსად მივდივარო, თან მაგ ფოტოს გავრცელებიდან ერთ საათში უკვე კონტრაქტის გაწყვეტა გამოაცხადეს.
აგვიგდეს და ჩვენც ავყევით, ვახოც ნანუკაც და ყველა.
მაგის გამო ყველა ტელევიზია დავტოვე და ყველა მაგ ჟურნალისტის გვერდი, ხვიჩას ლანძღვა რომ ვერ ავიტანე..
ერთ გვერდზე მარტო მე ვიცავდი ხვიჩას და ისეთები დამიწერეს აქ ვერ გავიმეორებ :))
მეცოდებოდნენ თან, რუსების პროცოკაცია პირწმინდად რომ შეასრულეს გაუცნობიერებლად.
უბრალოდ მოდი რუსების დანაშაულს იმით ნუ გავამართლებთ, რომ სადღაც ქართველებიც ლანძღავდნენ ხვიჩას!
წარმატებები
Skeleton
26 ივნისი 2022 14:52
7
ჟურნალისტი ვახო სანაია, მისი დანი და ძმანიც, რეებს წერდნენ ხვიჩაზე? ისე, რომ აქედან დაიწყეთ და სხვას ნუ მიახტებით!
ობიექტური
26 ივნისი 2022 12:12
11
ყველა გამოხმაურება
პირველი კომენტარის ავტორს ->
გენიოსი ხარ. ყოჩაღ.
ქ. გ.
26 ივნისი 2022 09:49
6
ისე ჩვენში დარჩეს და მე ამ სტატიაში შური ბოღმა და დაცინვა ვერ დავინახე ! ნუუ ოდნავ წაკბინეს საქართველოს ჩემპიონატის დონეს მაგრამ ჩვენთან უარესებს იძახიან ჩვენ ჩემპიონატზე ! და კიდევ ნაკრების მეტოქეების დონეზე (ისე საინტერესოა თვითონ როდის მოუგეს სტუმრად ზიდიზედ ასეთი ანგარიშებით ძლიერს თუ არა საშუალო დონის გუნდებს მაინც ? DD) მაგრამ არაუშავს ჯანდაბას მაგათი თავი P არც ისაა გასაკვირი რომ რუსები ყურადღებას აქცევენ ხვიჩას და წერენ ბევრს ბოლო ბოლო ხვიჩა მაგათი ჩემპიონატის მშვენება და ყველაზე ყურებადი ფეხბურთელი იყო და არაფერია აქ გასაკვირი ! ჩვენც ხომ ვაქცევთ ყურადღებას ჩვენგან წასულ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს მაგალითად ჩისკოს და სხვებს P
zura222
26 ივნისი 2022 08:10
5
იმედია კომენტარს გამოაქვეყნებთ. როდის უნდა დაანებოთ თავი ქართულმა სპორტულმა სიტებმა, championat.com, sports.ru და სპორტ ექსპრესის თარგმნას? ელემენტარულ პატარა ინფოსაც მანდედან იღებთ. საერთოდ ვის რაში აინტერესებს რუსი ხვიჩაზე რას წერს, თავის ჯიქიას და ზახარიანს მიხედონ რა
kane
26 ივნისი 2022 08:00
4
რატო მარტო მაგათ? გაგნიძე, ქავთარაძე, ბერიაშვილი და რამდენი "ჯიგრები" ახარებენ რუსის დედის გულს.
რეზო
26 ივნისი 2022 10:52
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული