"ნეაპოლი დუღს: ჩვენთან მოდის ფენომენი" - ხვიჩას ტრანსფერზე რუსული მედიის შურიანი და ირონიული წერილი

AutoSharing Option
ხვიჩას შინ და გარეთ მრავალი მოშურნე ჰყავს

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის გამო, უცხოურ მედიაში დიდი აჟიოტაჟია. ამჯერად ქართველის შესახებ სკეპტიკურ-ცინიკური წერილი "სპორტ-ექსპრესმა" გამოაქვეყნა, რომელიც ტრანსფერს თავიდანვე აქტიურად აშუქებდა. ზოგიერთი, ალბათ, გვისაყვედურებს, რუსული პრესის აზრი რა მოსატანიაო, მაგრამ მკითხველმა ყველას დამოკიდებულება უნდა იცოდეს, ხვიჩამ კი ყველას უნდა დაუმტკიცოს, რა შეუძლია და ყველას ხმა ჩააკმენდინოს.

ხვიჩა კვარაცხელია ჯერ არ ჩასულა "ნაპოლიში", მაგრამ უკვე მისი ვარსკვლავი გახდა
გეორგი კუდინოვი - მოწვეული ავტორი

"სპორტ-ექსპრესის" კორესპონდენტი სიგიჟეზე, რომელიც თან ახლავს ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერს.

"ნეაპოლური გუნდი აპენინებზე
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. დიახ, გულშემატკივრების რაოდენობით ჩამორჩება დიდ სამეულს - "იუვენტუსს", "მილანს" და "ინტერს", თუმცა ამ მხრივ პრაქტიკულად სხვებს სჯობნის. ამასთან თვითონ ნეაპოლი და მისი დაბერებული ჭკუიდან შეშლილი სტადიონი, რომელიც ახლა დიეგო მარადონას სახელს ატარებს, მთელი იტალიური ფეხბურთისთვის თაყვანისცემის ადგილია.

ახლა ნეაპოლიტანელები დიდი ინტერესით ელიან 14 ივლისს. ამ დღეს ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთში, ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონში "ნაპოლი" თავის პირველ საზაფხულო საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. მეტოქე ტრენტინოს ფარგლებს მიღმა ყველასთვის უცნობი სამოყვარულო "ანუნიაა". სწორედ ამ შეხვედრაშია მოსალოდნელი 21 წლის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი. მის შესახებ უკვე აღფრთოვანებით წერენ ნეაპოლშიც და იტალიის ცენტრალურ სპორტულ მედიასაშუალებებში.

Sportall.Ge

ჩვენთვის "ლოკომოტივსა" და "რუბინში" ასპარეზობით ნაცნობმა შემტევმა ნახევარმცველმა, არც ისე დიდი ხნის წინ შეათანხმა "ნაპოლისთან" კონტრაქტის პირობები, სადაც ბათუმის "დინამოდან" გადადის, თუმცა ამ დროის განმავლობაში ადგილობრივმა პრესამ, თანაც არა მხოლოდ სამხრეთის რეგიონებისამ, მოასწრო ხვიჩასგან სერია A-ს ახალი ვარსკვლავის შექმნა. განსაკუთრებით ცხელი თავები ნეაპოლში უკვე იმდენად აღეგზნენ, რომ კვარაცხელიას "აძურის" 31 წლის ექს-კაპიტნის ლორენცო ინსინიეს ღირსეულ მემკვიდრედ ასახელებენ - ევროპის 2020 წლის ჩემპიონი უზარმაზარი ფულის გამო თამაშის დასასრულებლად  MLS-ში, "ტორონტოში" გაემგზავრა. მართალია, არიან ისეთები, რომლებიც ასეთი დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ, მაგრამ ისინიც ირწმუნებიან: ბიჭი იმდენად კარგია, რომ სრულად შესაფერისია "ნაპოლის" ახალი ლიდერის როლისთვის. გვხვდებიან, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სკეპტიკოსები, ეიფორიას სიფრთხილით რომ ეკიდებიან, მაგრამ მათი რაოდენობა ყოველდღე სულ უფრო და უფრო მცირდება.

საიდან მოვიდა აღტაცებულ ნეაპოლელთა ცნობიერების ამდენად ქარიშხლისებრი ნაკადი? უპირველეს ყოვლისა სურვილით მიიღონ კაშკაშა ვარსკვლავი, რომლის გარეშეც ნეაპოლს არსებობა არ შეუძლია და რა თქმა უნდა, ინტერნეტის ტელევიზიასთან ერთად მეშვეობით. მსოფლიოს ქსელის მომხმარებლებმა შეისწავლეს ბათუმის "დინამოში" გაზაფხულზე ხვიჩას თამაშის ამონაჭრები და გოლები.

Sky Sport Italia-მ კი ივნისის პირველ ნახევარში ყველა სტადიონიდან ჩართვა განახორციელა, სადაც ერთა ლიგის მატჩები მიმდინარეობდა: ყველამ ნახა კვარაცხელიას გოლები და საგოლე გადაცემები საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, ოთხ შეხვედრაში მოპოვებულ სამ გამარჯვებაში (გიბრალტართან, ბულგარეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან) ბულგარეთთან ერთ ნულოვან ფრესთან ერთად.

ეს ჩვენ შეგვწევს უნარი ობიექტურად ჩავუფიქრდეთ იმას, თუ როგორია საქართველოს ჩემპიონატის და მისი ნაკრების მეტოქეების რეალური დონე და არა ყველა გაგებით ცხელ იტალიურ სამხრეთში, სადაც აჟიოტაჟის დაბადებისთვის სავსებით საკმარისი აღმოჩნდა ლამაზი ტვ-სურათები. დიახ, ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ყოფილი ფეხბურთელების უმეტესობა, რომლებიც ყოველ კუთხეში მოგითხრობენ ხვიჩას უნარებზე, მის შესახებ მხოლოდ ყურმოკვრით იციან. ხანდახან კი უბრალოდ გულწრფელად ხმაურს ტეხენ. თუმცა, საერთო ნაკადის ცნობიერებაში ყველა ეს ციტატები იმდენად დამაჯერებლად ერთიანდება, რომ ნეაპოლი უკვე დუღს: "ჩვენთან ნამდვილი ფენომენი მოდის !"

და ვინაიდან ფენომენია, კვარაცხელიას ჟღერადი მეტსახელი უნდა ჰქონდეს. იმის გათვალისწინებით, რომ იტალიელთათვის მისი გვარის წარმოთქმა პრაქტიკულად შეუძლებელია, ნეაპოლური ცხოვრების წესის მიხედვით, უკვე შეარქვეს ზიზი. დაე ამ თიკუნმა ხვიჩას აპენინებზე წარმატება მოუტანოს.

"ნაპოლის" მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ზიზის ივლისის პირველ დეკადაში ელის, მაშინვე გაიმართება ახალწვეულის ოფიციალური წარდგენა. ნეაპოლელებმა პროგნიოზირებადად უარი უთხრეს "დინამოს" თხოვნაზე დაეტოვებინათ კვარაცხელია მათთან 6 ივლისამდე, როდესაც ბრატისლავაში ადგილობრივ "სლოვანთან" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩს ჩაატარებენ (სხვათა შორის, ამ წყვილში საუკეთესო შემდეგ სტანისლავ ჩერჩესოვის "ფერენცვაროშსა" და ყაზახეთის "ტობოლს" შორის გამარჯვებულს ეთამაშება). სპალეტი და მისი გუნდი შეკრებას 9 ივლისს ტრენტინო-ალტო-ადიჯეში, დიმაროში დაიწყებენ, ხოლო 14-ში გაიმართება სწორედ ის შეხვედრა, რომლის მიხედვით დაანონსებულია იტალიურ ფეხბურთში ზიზის კაშკაშა კარიერის დასაწყისი".

altკვარაცხელიას ეროვნული ლიგის მეორე წრის საუკეთესოობას იტალიური გამოცემები გამოეხმაურნენ

altცნობილი ხდება, ვის წინააღმდეგ ჩაატარებს კვარაცხელია სადებიუტო შეხვედრას "ნაპოლიში"

alt"ხვიჩასთან მოკლე საუბარი მქონდა... აი, ამიტომ წაიყვანეს ის "ნაპოლიში" - სიომინი კვარაცხელიას ტრანსფერზე საუბრობს

alt"ხვიჩა სკამის ფორმას მიიღებს, ნაკრები ვერაფერს მიაღწევს" - არის ასეთი "კადრები", უკადრებელის მკადრები

მკითხველის კომენტარები / 56 /
მუდამ ვცდილობდი,მეყურებინა რუბინისათვის,როცა ხვიჩა თამაშობდა.მერე თამაშის შემდეგ,ტელევიზიაში თამაშის განხილვებიც იყო ხოლმე და თითქმის ყოველთვის ხვიჩას დადებით კონტექსტში მოიხსენიებდნენ.წავიდა რუსეთიდან და ზოგიერთი გამწარდა,ამის გამო.მერე რა?ძაღლი ყეფს,ქარავანი მიდის.არც საქართველოდან დააკლეს ყეფა და ტალახი,მაგრამ ქარავანი ყურსაც არ აპარტყუნებს და თავისი გზით მიდის.ნუ ნერვიულობთ,მეგობრებო!თუ მტერი გაავებულია,ესე იგი ყველაფერი სწორი გზით მიდის.
სოსო
26 ივნისი 2022 22:07
0
როგორ მიყვარს და როგორ მთელი გულით ვგულშემატკივრობ, ელემენტარულად ნეგატიურ კომენტარს ვერ ვიტან მასზე და ვცდილობ პასუხი გავცე, უბრალოდ რატომ, რატომ იმსახურებს ვინმესგან ნეგატიურ რეაქციას არმესმის, გინდ ქართველისგან და მითუმეტეს რუსისგან. რაც მე მის გამო საკუთარ თანამოაზრეებს ვეჩხუბე და ვეკამათე, ახლა კი ხვდებიან, რომ მართალი ვიყავი და ძალიან ბევრი ნანობს კიდეც იმ კომენტარებს...
უბრალოდ ვთხოვდი მოეთმინათ წამოსვლამდე და არ ელანძღათ, არ მიენიჭებინათ რუსებისთვის ეგ სიამოვნება.
თავად არანორმალურად მინდოდა ყველანაირი კავშირი გაეწყვიტა რუსეთთან, ხელს მიშლიდა ბოლომდე გულშემატკივრობაში, ოკუპანტ ქვეყანაში მისი ყოფნა.
მაგრამ იმდენად კარგია და იმდენი გააკეთა საქართველოსთვის უკვე, ასეთ პატარა ასაკში, სულ მცირე უმადურობა იქნებოდა ცოტა ხნით დაგვიანების გამო საგინებლად მივდგომოდით.
იდეოლოგიურად რომელ მხარესაც არ უნდა იდგე, ამის დანახვას და დაფასებას სულ მცირე შეგნება ჭირდება.
მიხარია, რომ იმ ხეპრეებს პასუხი გაეცათ, ასევე მიხარია, რომ იმ ბოროტების ქვეყანას მოშორდა და აწი ყველაფერი მასზე იქნება დამოკიდებული. გულშემატკივარს მხოლოდ ერთი რაღაც ევალება , მხარი დავუჭიროთ და გავამხნევოთ.
ჰეითერებს აქ ნორმალური გულშემატკივრები მივხედავთ :))
რუსების დასაყვედრებელი მაინც რა გვაქვს, მადლობლები იქეთ უნდა იყვნენ, საერთოდ რომ იყო მაგათ ჩემოიონატში ასეთი მოვლენა!
Sommer
26 ივნისი 2022 20:49
1
და რა საჭიროა ამ სტატიების თარგმნა და ვიღაც რუსი ექსპერტის აზრის გაზიარება, ასე სხვა სტატიაც წავიკითხე სადაც ჟურნალისტები მისულები იქვნენ რუბინის ბაზაზე და გამოგვეგება კვარაო, კი ვიფიქრე რა კვარა გამოეგებათ, რა უნდა მანდ კვარასთქო და თურმე სლუცკის ყოლია ძაღლი და ხვიჩას საპატივსაცემოდ დაურქვევია კვარა. სლუცკის მაგრად უყვარდა კვარა და მაგრად ევასებოდა და მისი იქიდან წამოსვლის ამბავში მგონია რომ მისი წილი აგური ექნება დადებული. ხო ნუ ეგენი მთელი 2 წელი იმას ამტკიცებდნენ შემოთავაზება არ ყოფილაო და როგორც ახლა გაირკვა შემოთავაზებაც იყო და არ უშვებდნენ, თავად დირექტორმა თქვა არ ვფიქრობ არასწორად მოვიქეცით კვარა რომ არ გავუშვითო. მეტი ფული უნდოდათ რომ გაეკეთებინათ.
dato
26 ივნისი 2022 20:11
2
ნერვებს ნუ იშლით ამათ პრორუსულ კომენტარებზე. ისინი ამაში ხელფასს იღებენ.
კახა
26 ივნისი 2022 19:04
5
შენ რამდენს გაძლევენ ნაცსექტანტები?
კახასს
27 ივნისი 2022 10:46
5
როდის აქეთ გახდნენ კუდინოვები რუსები? და კიდევ, საიდან მოიტანეთ რომ ეს ვიღაც გეორგიი კუდინოვი არის ჯურნალისტი? სპორტ-ექსპრესში მოიხსენიება როგორც მოწვეული ავტორი. ეს მისი ერთადერთი სტატიაა. სადმე შეგხვედრიათ მისი სტატიები?
muro
26 ივნისი 2022 18:07
2
გიორგი ჩაკვეტაძეც რუსეთმა გააფუჭა? სათადარიგო სკამზე ჯდომით წაახდინეს გიო, ისე, რომ არც ევროპაა ნამეტნავი ფრთიანი ანგელოზი.
ასეა.
26 ივნისი 2022 17:05
16
გაფუჭებული ის არის ვინც მსგავს კომენტარებს წერს როგორსაც შენ ასეა ეს ..
გიო
27 ივნისი 2022 16:45
1
ჯანო?
მალაქია
27 ივნისი 2022 13:16
1
ყველა გამოხმაურება
Da sąd aris aq bogma da boroti shuri
Zel
26 ივნისი 2022 16:59
5
რა ზიზი, კვარას დაუძახებენ, არამგონი არსებობდეს ერი რომელსაც კვარა-ს თქმა გაუჭირდება, ასე რომ ველოსიპედის გამოგონება საჭირო არაა
***
26 ივნისი 2022 15:28
0
ვეთანხმები "დევნილი"ს კომენტარს 100% ით. რა გვაქვს რუსებისთვის სამადლობელი ხალხო?
რუსეთმა უდიდესი ნაბიჯი გადაგვადგნევინა უკან, რუსეთი რომ არა ევროპაში ვიქნებოდით და ევროპული გუნდებისთვის ასე უცხო არ იქნებოდნენ ჩვენი ფეხბურთელები. დასავლური კულტურაც და სპორტიც რუსეთის გავლით რატომ უნდა შემოსულიყო ჩვენთან, ან ჩვენ რუსეთის გავლით რატომ უნდა გავდიოდეთ დასავლეთში, როცა თავად ვართ დასავლური კულტურის ნაწილი და ბერძნული მითოლოგია კოლხეთის და აქური ამბების გარეშე უბრალოდ არარსებობს. ჩვენი ფესვები დაგვავიწყა რუსეთმა და ტვინს ჩაგვიბეჭდა, რომ ჩვენ ვართ ველური, გაბურძგნული, მოძალადე კავკასელები, რომლებშიც კულტურა რუსებმა შემოიტანეს, წერა-კითხვა გვასწავლეს და ადამიანებად გვაქციეს.(წაიკითხეთ "მგზავრის წერილები")
სად იყო რუსეთი, ჩვენ რომ დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვიყავით? ყველაზე მეტად მეზიზღება ურაპატიორიზმი, მაგრამ რასაც ვსაუბრობ მხოლოდ ფაქტებით არის და არა ინფანტილური სადღეგრძელოებით.
ვერ იტანს რუსეთი, როცა მის გარეშე აღწევს წარმატებას ქართველი. ხვიჩა თუ გახდა მსოფლიო დონის ფეხბურთელი, დაყვედრებები მაშინ ნახეთ, რუსეთი რომ არა ვერაფერს მიაღწევდაო ასე დაგვიწერენ,
ისედაც ეგრე ფიქრობენ და ნუ უწყობთ ამაში ხელს!
ჩვენ რომ უკან დახეული ვართ ყველა სფეროში, უდიდესი წვლილი მიუძღვის ამაში რუსებს. ჩვენი სახელოვანი საბჭოთა დროინდელი ფეხბურთელები, ვინ იცოდა მსოფლიოში რომ ქართველები იყვნენ? საკუთარი ქვეყნის სახელით ვერაფერი გაგვქონდა და ჩვენს ნიჭიერ ხელოვანებს თუ სპორტსმენებდ რუსებად თვლიდნენ, ამაზე მეტი ტრაგედია რაღა უნდა იყოს!!
ამიტომაც ვერ მოვიკიდეთ ფეხი ამდენი ხანი დასავლურ სფეროში და კიდევ არსებობს ხალხი, ვინც რაღაც გამოგონილი შიშების გამო ისევ უკან, რუსეთისკენ მიგვათრევს!!


Skeleton
26 ივნისი 2022 14:27
11
ალტ ინფოს ნარატივზე რა კომენტარი გავაკეთო აბა?
თქვენ გადაუხადეთ მადლობა რუსეთს და მე (ჩვენ) ნუ გამრევთ ამ საქმეში. მე დამოუკიდებელ საქართველოში დავიბადე თუმცა ისტორია ძალიან კარგად ვიცი.
რომ არ შემოსულიყო "სიკვდილი ცელით" 1921 ში, გაცილებით მეტს მიაღწევდა ეს ქვეყანა.
თან დაგიპყრეს და თან დაგაჯერეს თავიანთ უძლეველიბაში, ზუსტად ასე ხდება ანექსია არამარტო ტერიტორიის არამედ გონების.
რა რუსეთი რომ არ ყოფილიყო გავქრებოდით? პირდაპირ კრემლის პროპაგანდას მივრცელებთ ჩემი კომენტარის ქვეშ?
რას გვანან ქართველები ჩვენს გარეშეო ეგრე რომ იძახდნენ?
კარგით რა!
ზუსტად ეგაა რაც რუსეთს უნდა, დაარწმუნოს თავიანთი ქვედევრდომები, რომ მის გარეშე დავიკარგებოდით...


Skeleton
26 ივნისი 2022 18:51
2
დიდი თურქობის დროსაც ღრუსებმა გადაარჩინეს ქართველი ერი გაქრობას?! თუ მეცამეტედან მეთვრამეტე საუკუნემდე ღრუსები გვიცავდნენ, ვანია?! გეორგევსკის ტრაქტარტატის დარღვევა (ომში რამდენჯერმე მიტოვებულ ერეკლე მეორეზე არაფერს ვამბობ, მიზეზი ისედაც ნათელია), ქართული სახელმწიფოებრივობის გაუქმება, ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი ძარცვა (ნიკოლოზ დურნოვო - ,,ქართული ეკლესიის ბედი''), მოსახლეობის ძარცვა, შეურაცხყოფა და მათზე ძალადობა. როგორი ,,დიდსულოვანი'' საქციელია, არა?! როდის უნდა მოშორდეთ თქვენნაირები? მართლა სამარცხვინოა.
რატი
26 ივნისი 2022 18:29
1
ყველა გამოხმაურება
როგორც ოთარ მამასახლისმა შეარქვა კვარადონა მშვენიერი მეტსახელია და ნეაპოლელებისთვისაც გამარტივდება კვარადონა კვარადონა კვარადონა
ემიგრანტი
26 ივნისი 2022 12:25
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული