კვარაცხელიას უახლოესი გეგმები - გაცილება, სიმეონესთან დაპირისპირება და ბევრი საშინაო ქულის დაგეგმვა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე საუბარი ძალიან სასიამოვნოა და ქართველ გულშემატკივრებს ის არ მობეზრდებათ; ამავდროულად კი, სიფრთხილეც გვმართებს, რათა ჯერ კიდევ მაღალი დონის კარიერის სტარტზე მდგარი ხვიჩა ზედმეტად არ დავძაბოთ.

ხვიჩას გაცილება

როგორც ცნობილი გახდა, 29 ივნისს ბათუმის არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი (ამ დღეს მათ თბილისის "დინამო" სტუმრობთ) ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში გააცილებს.

უკვე ისიც ვიცით, რომ შეკრების დაწყებიდან მალევე, კვარაცხელიას "ნაპოლის" მაისურის მორგების საშუალება ამხანაგურ შეხვედრებში მიეცემა. ახლა მთავარია, ქართველი გარემარბი გუნდს სრულად შეეწყოს და ოფიციალური მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მასზე დაყრდნობა
თამამად გაბედოს.

სერია "ა"-ს სტარტი

იტალიის ჩემპიონატის კალენდარი გამოქვეყნდა და როგორც ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, ვადები ზუსტად ისე განისაზღვრა. 2022 წელს 13 აგვისტოდან 13 ნოემბრამდე ითამაშებენ, ამის შემდეგ კი კატარის მუნდიალის გამო შესვენება გამოცხადდება.

ხვიჩას ახალი კლუბი სერია "ა"-ს 14 აგვისტოს, "ვერონაში" სტუმრობით იწყებს. ხორვატი იგორ ტუდორის გუნდმა გასული სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა და როგორც საკუთარ მოედანზე, ასევე სტუმრად, დაახლოებით თანაბრად თამაშობს. მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, დიეგო სიმეონეს ვაჟმა ჯოვანიმ, ახლახან დასრულებულ სეზონში 17 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი ჰქონდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო. მის ტრანსფერზე საუბრები მიდის, თუმცა ჯერჯერობით ვერონაში რჩება.

Sportall.Ge

"დიეგო მარადონას" არენაზე ნეპოლელები 21 აგვისტოს, ახლად აღზევებულ, სილვიო ბერლუსკონის "მონცას" დაუხვდებიან. ხვიჩას კლუბის მომავალი 2 საშინაო მეტოქე "ლეჩე" (31 აგვისტო) და "სპეცია" (11 სექტემბერი) არიან. ასე რომ, მათ ქულების დაგეგმვა თამამად შეუძლიათ. აი, სეზონის სტარტზე კი 3 რთული გასვლითი შეხვედრა ელით - "ფიორენტინა" (28 აგვისტო), "ლაციო" (4 სექტემბერი) და "მილანი" (18 სექტემბერი).

ესაა მატჩები, რომლებიც მორიგ სანაკრებო პაუზამდე ("ერთა ლიგის" დარჩენილი 2 ტური) გაიმართება. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც სპალეტის გუნდი იასპარეზებს, ამ დროს 2 ტური იქნება განვლილი.

"ნაპოლის" მიზნები

გასული სეზონი ნეაპოლელებს მართლაც მშვენიერი გამოუვიდათ და ისეთი გუნდები ჩამოიტოვეს, როგორებიც "იუვენტუსი", "ლაციო", "რომა", "ფიორენტინა" და "ატალანტა" არიან. აღსანიშნავია, რომ სპალეტის შეგირდებს სტუმრად უკეთესი შედეგი (43 ქულა) ჰქონდათ, ვიდრე შინ - (36). ამავდროულად, ნეაპოლელები იტალიის თასზეც ბრწყინვალედ გამოვიდნენ.

Sportall.Ge

გუნდის მთავარი პრობლემა მაინც ნაკლები კონკურენცია და შედარებით "მოკლე" სათადარიგოთა სკამი იყო, რაც ტრანსფერებით, მათ შორის, კვარაცხელიას, უნდა მოგვარდეს, თუმცა იტალიაში კონკურენცია წელს უფრო გაზრდილი უნდა იყოს. არც "იუვენტუსის" კრიზისი უნდა გაგრძელდეს დაუსრულებლად...

მართლაც მოუთმენლად ველით იტალიის ჩემპიონატის დაწყებას. ვიმედოვნებთ, რომ "ნაპოლის" მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვის საშუალება მთელ საქართველოს მარტივად მიეცემა.

altკვარაცხელია და "ნაპოლი" - როდის ველით ხვიჩას დებიუტს და რამდენ მატჩს გამართავს ის შემოდგომაზე?

alt"იტალიაში კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი ბევრი არაა" - მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩაკვეტაძე რომ იყო ჰამბურგში ხომ უშვებდნენ მის თამაშებს, ნაპოლის თამაშებსაც გაუშვებენ უეჭველი.
Winter
27 ივნისი 2022 22:08
0
კარგი მოწოდებაა ჟურნალისტის მხრიდან რეპორტაჟებზე, მაგრამ მაგის იმედი როგორ უნდა გქონდეს კაცს.
ერთი მამარდას თასის ფინალი გვაყურებინეს და ეხლა ხვიჩაზე გადაგყვებიან. სერია ა-ს ცალკე გაუშვებენ და ნაპოლის თამაშებს კიდევ ცალკე დამატებით ფასად.
papa
27 ივნისი 2022 20:50
2
მართალია ეს კაცი დააფუძნოს და ბოღმაში ჩაიხჩონ ,იზამს კიდევაც კარგო ხალხო აბა რა.გენაცვალე ხვიჩა ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს
აკაკი
27 ივნისი 2022 19:58
0
როგორ მინდა ამ ბიჭმა ისეთ წარმატებას მიაღწიოს, რომ დაადუმოს რუსი, ქართველი და სხვა ვითომ კეთილგანწყობილი ჰეითერები.
ფარისევლურად გულშემატკივრობას ჯობია, უბრალოდ თქვა, რომ არ მოგწონს ფესბურთელი და არ გინდა მისი წარმატება. მეც მყავს ეგეთი ფეხბურთელები, რომლებიც არ მიყვარდა თავიდანვე, მაგლითად ლუის სუარესი, თავისი ქცევის და პიროვნების გამო იმდენად არმიყვარს, რომ არც მაინტერესებს რამდენ გოლს გაიტანს და სრულ იგნორირებას ვუკეთებდი აქამდე, მიმაჩნდა, რომ ყველა გუნდს არცხვენდა სადაც იყო, თავისი რასისტული და აფერისტული გამოხტომებით.
ყველას გვაქვს უფლება რომელიმე ფეხბურთელი არ გვიყვარდეს, ამას ვერავინ აგვიკრძალავს.
უბრალოდ თქვი თქვიდანვე ეგ, რა საჭიროა ვითომ მისთვის კარგი რომ გინდა და იმიტომ ლანძღავ? შექებამ არ აწყინოსო და რაღაც ისეთ უაზრო არგუმენტებს წერდნენ.
ან ქვეყანაში ძლივს ვიღაც გვეღირსა, ვინც ევროპული დონის ფეხბურთს თამაშობს და იმას როგორ აჰეითებს ზოგი..
პირიქით მხარი არ უნდა დაუჭირო?
Skeleton
27 ივნისი 2022 16:40
2
მიხარია ძაან ადეკვატური კომენტარები
A
27 ივნისი 2022 18:17
3
რეპორტაჟების ტყუილი იმედი გაქვთ ე.წ. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" კაპიკს არ დახარჯავს სერია ა ს რეპორტაჟების ყიდვაზე @ სილქ ტვ-ს კი ნახევარზე მეტი საქართველო ვერ უყურებს @ ასე რომ მოგვიწევს ისევ რუსულ მატჩ ტვ ზე ყურება ან სხვა უცხო საიტებზე კომპიუტერში @
zura222
27 ივნისი 2022 13:56
8
რომ იტყვიან სულ შეკრული ველი ხვიჩას გამოჩენას იტალიაში. დარწმუნებული ვარ თავის კვალს დატოვებს ევროპაში და არა მარტო იტალიაში. ეს გააკეთეს შოთიმ და ქინქიმ, ამას უფრო ეფექტურად გრძელვადიანად გააკეთებს ხვიჩა, რადგან ხვიჩა იტალიიდან იწყებს ევროპულ კარიერას და თან უკეთეს გუნდში, რომელიც ლიგაზე იქნება წარდგენილი. გუდაწყვეტილი ვიყავი და ახლაც ვარ, მაკედონასთან რომ ვერ ითამაშა ფინალი, მაგრამ ვიცოდი უფრო დიდი შანსი მიეცემოდა და აუცილებლად გამოიყენებდა. ყველაფერი კარგად იქნება, წარმატება ხვიჩას!
G.LA
27 ივნისი 2022 12:14
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული