კვარაცხელიას უახლოესი გეგმები - გაცილება, სიმეონესთან დაპირისპირება და ბევრი საშინაო ქულის დაგეგმვა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე საუბარი ძალიან სასიამოვნოა და ქართველ გულშემატკივრებს ის არ მობეზრდებათ; ამავდროულად კი, სიფრთხილეც გვმართებს, რათა ჯერ კიდევ მაღალი დონის კარიერის სტარტზე მდგარი ხვიჩა ზედმეტად არ დავძაბოთ.

ხვიჩას გაცილება

როგორც ცნობილი გახდა, 29 ივნისს ბათუმის არენაზე შეკრებილი გულშემატკივარი (ამ დღეს მათ თბილისის "დინამო" სტუმრობთ) ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში გააცილებს.

უკვე ისიც ვიცით, რომ შეკრების დაწყებიდან მალევე, კვარაცხელიას "ნაპოლის" მაისურის მორგების საშუალება ამხანაგურ შეხვედრებში მიეცემა. ახლა მთავარია, ქართველი გარემარბი გუნდს სრულად შეეწყოს და ოფიციალური მატჩებისთვის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მასზე დაყრდნობა
თამამად გაბედოს.

სერია "ა"-ს სტარტი

იტალიის ჩემპიონატის კალენდარი გამოქვეყნდა და როგორც ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, ვადები ზუსტად ისე განისაზღვრა. 2022 წელს 13 აგვისტოდან 13 ნოემბრამდე ითამაშებენ, ამის შემდეგ კი კატარის მუნდიალის გამო შესვენება გამოცხადდება.

ხვიჩას ახალი კლუბი სერია "ა"-ს 14 აგვისტოს, "ვერონაში" სტუმრობით იწყებს. ხორვატი იგორ ტუდორის გუნდმა გასული სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა და როგორც საკუთარ მოედანზე, ასევე სტუმრად, დაახლოებით თანაბრად თამაშობს. მათმა ერთ-ერთმა ლიდერმა, დიეგო სიმეონეს ვაჟმა ჯოვანიმ, ახლახან დასრულებულ სეზონში 17 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი ჰქონდა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი იყო. მის ტრანსფერზე საუბრები მიდის, თუმცა ჯერჯერობით ვერონაში რჩება.

Sportall.Ge

"დიეგო მარადონას" არენაზე ნეპოლელები 21 აგვისტოს, ახლად აღზევებულ, სილვიო ბერლუსკონის "მონცას" დაუხვდებიან. ხვიჩას კლუბის მომავალი 2 საშინაო მეტოქე "ლეჩე" (31 აგვისტო) და "სპეცია" (11 სექტემბერი) არიან. ასე რომ, მათ ქულების დაგეგმვა თამამად შეუძლიათ. აი, სეზონის სტარტზე კი 3 რთული გასვლითი შეხვედრა ელით - "ფიორენტინა" (28 აგვისტო), "ლაციო" (4 სექტემბერი) და "მილანი" (18 სექტემბერი).

ესაა მატჩები, რომლებიც მორიგ სანაკრებო პაუზამდე ("ერთა ლიგის" დარჩენილი 2 ტური) გაიმართება. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც სპალეტის გუნდი იასპარეზებს, ამ დროს 2 ტური იქნება განვლილი.

"ნაპოლის" მიზნები

გასული სეზონი ნეაპოლელებს მართლაც მშვენიერი გამოუვიდათ და ისეთი გუნდები ჩამოიტოვეს, როგორებიც "იუვენტუსი", "ლაციო", "რომა", "ფიორენტინა" და "ატალანტა" არიან. აღსანიშნავია, რომ სპალეტის შეგირდებს სტუმრად უკეთესი შედეგი (43 ქულა) ჰქონდათ, ვიდრე შინ - (36). ამავდროულად, ნეაპოლელები იტალიის თასზეც ბრწყინვალედ გამოვიდნენ.

Sportall.Ge

გუნდის მთავარი პრობლემა მაინც ნაკლები კონკურენცია და შედარებით "მოკლე" სათადარიგოთა სკამი იყო, რაც ტრანსფერებით, მათ შორის, კვარაცხელიას, უნდა მოგვარდეს, თუმცა იტალიაში კონკურენცია წელს უფრო გაზრდილი უნდა იყოს. არც "იუვენტუსის" კრიზისი უნდა გაგრძელდეს დაუსრულებლად...

მართლაც მოუთმენლად ველით იტალიის ჩემპიონატის დაწყებას. ვიმედოვნებთ, რომ "ნაპოლის" მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების ხილვის საშუალება მთელ საქართველოს მარტივად მიეცემა.

altკვარაცხელია და "ნაპოლი" - როდის ველით ხვიჩას დებიუტს და რამდენ მატჩს გამართავს ის შემოდგომაზე?

alt"იტალიაში კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი ბევრი არაა" - მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჩაკვეტაძე რომ იყო ჰამბურგში ხომ უშვებდნენ მის თამაშებს, ნაპოლის თამაშებსაც გაუშვებენ უეჭველი.
Winter
22:08 27-06-2022
0
კარგი მოწოდებაა ჟურნალისტის მხრიდან რეპორტაჟებზე, მაგრამ მაგის იმედი როგორ უნდა გქონდეს კაცს.
ერთი მამარდას თასის ფინალი გვაყურებინეს და ეხლა ხვიჩაზე გადაგყვებიან. სერია ა-ს ცალკე გაუშვებენ და ნაპოლის თამაშებს კიდევ ცალკე დამატებით ფასად.
papa
20:50 27-06-2022
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული