football24: ფეთქებადმა წიტაიშვილმა სასიამოვნოდ გაგვაოცა - მისი დრო დადგა?

AutoSharing Option
კიევის „დინამო“ შვეიცარიაში შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩში რანგით მეორე დივიზიონის „ივერდონს“ დაუზავდა (1:1). „დინამოს“ მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ უკრაინის ნაკრების ფეხბურთელები დაასვენა და თავის გამოჩენის საშუალება ახალგაზრდებს მისცა. გიორგი წიტაიშვილმა შესვენებამდე ითამაშა და football24-ის მტკიცებით, ყველა სასიამოვნოდ გააკვირვა.

გამოცემა იტყობინება, რომ გიო ძალიან აქტიური იყო, მარჯვენა ფლანგზე ფეთქებად რეიდებს ახორციელებდა, თანაგუნდელებს კარგ პასებს უკეთებდა და თავადაც შეეძლო გატანა, მაგრამ მომენტი ვერ გამოიყენა:

„ქართველი უფრო გუნდურ მოთამაშედ გამოიყურებოდა. რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა. ადრე თამაშს უფრო თავის თავზე იღებდა, ვიდრე პარტნიორებს ეძებდა, მაგრამ
„ჩერნომორეცში“ გრიგორჩუკთან და ნაკრებში სანიოლთან თანამშრომლობამ, პოლონეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელის ხელმძღვანელობით „ვისლაში“ მიღებულმა საკმაოდ წარმატებულმა გამოცდილებამ - ყველაფერ ამან დისციპლინა შემატა და სათამაშო დიაპაზონიც გაუფართოვა. ადრე პრობლემა მოთხოვნათა უგულებელყოფა იყო. „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდსა და პეტრაკოვის ახალგაზრდულ ნაკრებში გიოს ამოცანა შექმნა და ყველაფრის თავად გადაწყვეტა იყო. ახლა გოლების წინაპირობა უნდა შექმნას და ზედმეტი ეგოიზმი აღკვეთოს. ლუჩესკუ ამბობდა, რომ ციგანკოვის გაყიდვაა საჭირო, ვინაიდან არის კიდევ წიტაიშვილი. მართალია, ეს 2 წლის წინ იყო, თუმცა, ვინ იცის, ეგებ დრო მოვიდა?“

29 ივნისს "დინამო" "ლოზანას" შეხვდება, 2 ივლისს - "სიონს", 12 ივლისს - "ლიონს", ხოლო 20 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში პოლონეთის ქალაქ ლოძში "ფენერბახჩეს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
უფრო მაღალ დონეს იმსახურებს გიო.
ბუნდეს ლიგა...
ჯგირობუა მარგალეფიშჲ
28 ივნისი 2022 18:50
0
Mikvars jilkiani fexburtelebi nakrebshi aucilebelia witaishvilis Nairebi,tan ramdenime poziciaze gamocades da kvelgan kargad tamashobs Niwieria dzalian.warmatebebi gios da saqartvelos nakrebss!!!!!
Givi
28 ივნისი 2022 12:30
0
წიტაიშვილი კიევის დინამოზე კარგ გუნდს იმსახურებს. სიამოვნებით ვნახავდი ბუნდესლიგაში. ლაიფციგი ,გლადბახი, ლევერკუზენი, ვოლფსბურგი.
რაბუ
28 ივნისი 2022 11:44
0
100 პროცენტით გეთანხმები, ძალიან მომწონს წიტაიშვილი ვთვლი, რომ ნაკრებში ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იქნება, კარგი ინებოდა ბუნდელსიგა (თან დარმწუმებული ვარ შეუძლია), ან თუნდა ჰოლანდიის ჩმპიონატის ზედა ეშელონის გუნდი რომელიმე.
gionat
28 ივნისი 2022 13:03
0
იცის სანიოლმა, როგორ უნდა გამოძერწოს კარგი მასალიდან, ესა თუ ის ფიგურა!!!
₾ადო
28 ივნისი 2022 10:04
0
შენდალოცვილო შვეიცარიის მეორე დივიზიონის გუნდის წინაამღდეგ ნაძვენები თამაშით გაოცდი? როდესაც ერთა ლიგაზე მნიშვნელოვან თამაშებში ბევრათ ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილში ერთერთი საუკეთესო იყო თუარა მთლათ საუკეთესო.
გიორგი
28 ივნისი 2022 09:30
2
ვინც იყო საქართველოს მწვრთნელად მათი მოღვაწეობის დროს ესა თუ ის ფეხბურთელი აღმოუჩენიათ,რომლებიც ნათელი წერტილი იყო ნაკრებში..
სანიოლს 2 პლიოსი აქვს პირველი ის რომ გუნდურობის ფორმულა მიაგნო და მეორე წიტაიშვილი რომელიც მის დროს ეხება და მჯერა ეს ვაჟკაცი და საქებარი ბიჭი იმედებს გაგვიმართლებს!! გიო ყოველთვის გვჯეროდა შენი პატრიოტიზმის და კოლექტიურობის არ გაჩერდე შენ მეტი შეგიძლია წინ კიდევ მეტი გამარჯვება და ხალხის სიყვარული გელის!!
შავი კაცი
28 ივნისი 2022 01:35
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული