წიტაიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, მაგრამ არა კიევის "დინამოში"

AutoSharing Option
გუშინ football24 იტყობინებოდა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" შემადგენლობაში შვეიცარიულ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩში ადგილობრივ "ივერდონთან" თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. თუმცა, როგორც ირკვევა, ის მაინც სხვა გუნდში გადავა.

ეს გამოცემა ახლა ავრცელებს ინფორმაციას, რომ გიოს პოლონეთში დაბრუნება თითქმის გადაწყვეტილია, სადაც მას "ლეხის" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის საშუალება მიეცემა და შთამბეჭდავ ხელფასსაც მიიღებს, რაც ჩინებული პერსპექტივაა.

მოლაპარაკებები რამდენიმე დღე მიმდინარეობდა (ამას აგენტიც ადასტურებს) და ფეხბურთელის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით ადვილი არ იყო. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ წიტაიშვილი პოზნანურ კლუბში ერთწლიანი იჯარით
გადავა და სეზონურ გასამრჯელოდ დაახლოებით 350 ათას ევროს მიიღებს. გიორგის სამსახურით "ზაგლებიეც" იყო დაინტერესებული, მაგრამ მან არჩევანი "ლეხზე" გააკეთა.

პოზნანურმა კლუბმა უკვე დაიმატა "მეტალისტის" 30 წლის უკრაინელი მეკარე არტურ რუდკო და მალე ხელშეკრულებას გაუფორმებს "ბელენენსეშის" 22 წლის პორტუგალიელ შემტევ ნახევარმცველ აფონსო სოუზას.

"ლეხი", რომლის ღირსებასაც "ჯვაროსნების" ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი იცავს, 5 ივლისს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ყარაბაღს" უმასპინძლებს - საპასუხო შეხვედრა 12 ივლისს ბაქოში გაიმართება.

წიტაიშვილს "დინამოსთან" ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გასული სეზონის მეორე ნახევარში კი კრაკოვის "ვისლაში" თამაშობდა.

Sportarena-ს ცნობით, თავად გიოს პოლონეთში დაბრუნება სურს, გადაწყვეტილების მიღება თვითონ შეუძლია, რადგან უეფამ უკრაინული კლუბების ფეხბურთელებს კონტრაქტების ერთი წლით შეჩერების უფლება მისცა.

პოლონელი ჟურნალისტი ტომაშ ვლოდარჩუკი ირწმუნება, რომ ტრანსფერს უკვე არაფერი არ შეუშლის ხელს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
სწორი გადაწყვეტილებაა, თან პოლონეთის ჩემპიონატი კარგი ჩემპიონატია და კარგი დონეა და კარგი ტრამპლინი იქნება! წარნატებები!!
ირაკლი
18:53 29-06-2022
0
მიდი გიო ექსტრაკლასიდან ბუნდესლიგამდე
რაბუ
14:16 29-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული