კვარაცხელიას სერია A-ში ახალი წესი დახვდება - კალჩოში მნიშვნელოვანი ცვლილება დამტკიცდა

AutoSharing Option
Football Italia იუწყება, რომ გუშინ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სერია A-ში ახალი წესი დაამტკიცა.

ამ წესის მიხედვით, თუ პირველი ორი გუნდი თანაბარ ქულებს დააგროვებს, ისინი ე.წ. ოქროს მატჩს, 90 წუთს დამატებითი დროის გარეშე ითამაშებენ და ჩემპიონის ვინაობას ისე გაარკვევენ. თუ შეხვედრა ფრედ დასრულდება, პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეეხება და სხვა შემთხვევაში, თუ გუნდები ერთნაირ ქულებს დააგროვებენ, უკეთესის ვინაობას ურთიერთშეხვედრები გაარკვევს.

მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელია იასპარეზებს და მას კალჩოში მნიშვნელოვანი ცვლილებაც დახვდება.


მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ ფინალი იქნება კვარა VS იუვენტუსი დაამშვენებდა
ლაშა
11:18 30-06-2022
0
პირველი სამი გუნდი თუ დააგროვებს თანაბარ ქულებს, მაშინ რა ხდება?
ავტორს?
20:58 29-06-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული