ამ წესის მიხედვით, თუ პირველი ორი გუნდი თანაბარ ქულებს დააგროვებს, ისინი ე.წ. ოქროს მატჩს, 90 წუთს დამატებითი დროის გარეშე ითამაშებენ და ჩემპიონის ვინაობას ისე გაარკვევენ. თუ შეხვედრა ფრედ დასრულდება, პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნება.
აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეეხება და სხვა შემთხვევაში, თუ გუნდები ერთნაირ ქულებს დააგროვებენ, უკეთესის ვინაობას ურთიერთშეხვედრები გაარკვევს.
მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელია იასპარეზებს და მას კალჩოში მნიშვნელოვანი ცვლილებაც დახვდება.