კვარაცხელიას სერია A-ში ახალი წესი დახვდება - კალჩოში მნიშვნელოვანი ცვლილება დამტკიცდა

AutoSharing Option
Football Italia იუწყება, რომ გუშინ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ სერია A-ში ახალი წესი დაამტკიცა.

ამ წესის მიხედვით, თუ პირველი ორი გუნდი თანაბარ ქულებს დააგროვებს, ისინი ე.წ. ოქროს მატჩს, 90 წუთს დამატებითი დროის გარეშე ითამაშებენ და ჩემპიონის ვინაობას ისე გაარკვევენ. თუ შეხვედრა ფრედ დასრულდება, პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ჩემპიონობისთვის ბრძოლას შეეხება და სხვა შემთხვევაში, თუ გუნდები ერთნაირ ქულებს დააგროვებენ, უკეთესის ვინაობას ურთიერთშეხვედრები გაარკვევს.

მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელია იასპარეზებს და მას კალჩოში მნიშვნელოვანი ცვლილებაც დახვდება.


მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ ფინალი იქნება კვარა VS იუვენტუსი დაამშვენებდა
ლაშა
30 ივნისი 2022 11:18
0
პირველი სამი გუნდი თუ დააგროვებს თანაბარ ქულებს, მაშინ რა ხდება?
ავტორს?
29 ივნისი 2022 20:58
0
ჩამჭრელ კითხვებს არ ვართ
გიორგი
29 ივნისი 2022 23:40
0
კარგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს წესი ნაპოლის არაფრად სჭირდემა, მათ ისეთი ტალანთი ჩაიგდეს ხელში კვარას სახით, ისედაც დიდი უპირატესობით მოიგებენ იტალიის ჩემპიონატს,ისე როგორც ჩ/ლიგის ფინალში გავა.
დრაივა
29 ივნისი 2022 14:27
5
აი, ძააან მაგარი ცვლილებაააა.
alexandre
29 ივნისი 2022 13:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული