ვინ არის კვარაცხელიას შეყვარებული, მიჰყვება თუ არა ნეაპოლში და სად გაიცნო ის - ხვიჩა თავის შეყვარებულზე საუბრობს

AutoSharing Option
ნობელ არუსტამიანის Youtube-არხთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი შეყვარებულის შესახებ ისაუბრა:

- ხვიჩა, მოგყვება შენი შეყვარებული იტალიაში?
- ის სწავლობს და სამწუხაროდ, ვერ მოახერხებს...

- გვითხარი, როგორ გაიცანი ის?
- ჩემი მეგობრის მხრიდან გავიცანი და უკვე 1 წელია ვიცნობ. უკვე დიდი ხანია, რაც ერთად ვართ.

- რამდენად ხშირად სწერთ ერთმანეთს და კონტაქტობთ? თქვენ ფეხბურთელი ხართ და ხშირად სხვადასხვა ადგილას გიწევთ ყოფნა...
- ფეხბურთელის მეუღლეებმა ან მომავალმა ცოლებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთელის ცოლობა არ არის ადვილი, იმიტომ, რომ მათ ყოველდღიურად არ შეუძლიათ
დაურეკონ ან მისწერონ თავიანთ საყვარელ ადამიანებს, რადგან მათ აქვთ ვარჯიშები და თამაშები. ჩემმა შეყვარებულმა ეს კარგად იცის და ყველაფერი გააზრებული აქვს.

- მატჩის წინ შეუძლია whatsapp-ში მოგწეროს?
- რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებთან და საცოლესთან საუბარი შემიძლია, მაგრამ დიდხანს არა.

- გააცანი უკვე მშობლებს?
- კი, გავაცანი.

- ხელი უკვე სთხოვე?
- ხელი არ მითხოვია, მაგრამ დიდი ხანია უკვე ურთიერთობა მაქვს და კარგად ვიცნობ.

- გინდა შენთან ერთად იყოს იტალიაში თუ გირჩევნია შორიდან გქონდეს ურთიერთობა?
- ერთმანეთისგან მოშორებით ვიქნებით. მან კარგად იცის, რომ მე მაქვს ჩემი საქმე და ამიტომ ვერ ვიქნებით ამ ეტაპზე ერთად.

- რა ჰქვია შენს შეყვარებულს?
- ნიცა.

- ძალიან ლამაზი სახელია...
- ნამდვილად.

- მუშაობს თუ სწავლობს შენი შეყვარებული?
- სწავლობს სამედიცინოზე... თითქმის სულ ლექციები აქვს, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა აქვს.

- ძალიან ემოციურად გგულშემატკივრობს?
- ძალიან ემოციურია და გოლს რომ გავიტან, შესაძლოა, იტიროს კიდეც.

alt"რუსეთში ვერ გავჩერდებოდი, ყაზანი უნდა დამეტოვებინა..." - კვარაცხელია რუსეთიდან წამოსვლაზე საუბრობს

მკითხველის კომენტარები / 37 /
კაი ნუ გაანადგურეთ ეს გოგოები , ნახევარი ეგენი არიან ფანობა:)))
ძია
17:13 30-06-2022
3
მეც ასეთი აზრი გამიჩნდა,ნობელ არუსტამიანს რომ არ ჩააბაროს ანგარიში ეს ჩვენი "ჭურნალისტები" რა ჩემ ბიძინას აკეთებენ!!!
გილერმო ამორი
16:34 30-06-2022
15

სიახლეები პოპულარული