"კალაძეს, სპალეტისა და მირანჩუკს ვესაუბრე, მათ მითხრეს..." - კვარაცხელია სასურველ ნომერსა და "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზებზე

AutoSharing Option
ნობელ არუსტამიანის Youtube-არხთან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

მან ასევე თქვა, თუ რა საუბარი ჰქონდა ლუჩანო სპალეტისთან, კალაძესთან და მირანჩუკთან:

"სპალეტის ვესაუბრე. მან მითხრა, რომ ჩემთან მუშაობა უნდოდა. დისკუსიის შემდეგ მეც იგივე სურვილი გამიჩნდა და "ნაპოლიში" გადასვლა გადავწყვიტე.

მან ამიხსნა, თუ რა ხდება სერია A-ში, როგორ ფეხბურთს თამაშობენ და ასევე მითხრა, რომ მსგავსი ნახტომისთვის მზად ვიყავი!

რა ნომერს ავიღებ? - არ ვიცი, 77-ე ნომერს ავიღებ თუ მე-18-ს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიცი, რომ მე-10 ნომერს არ უნდა შეეხო,
რადგან ის მხოლოდ მარადონას ეკუთვნის.

ვისთან ერთად მინდა "ნაპოლიში" თამაში? - კულიბალისთან. ის შესანიშნავი ფეხბურთელია. კალაძეს და მირანჩუკს ველაპარაკე. მათ მითხრეს, რომ ძალიან ბევრი მეშრომა და წარმატებას აუცილებლად მივაღწევდი!",  - ამბობს კვარაცხელია.

altორი "დინამოს" მატჩი - ზეიმი ბათუმში, მასპინძელთა გამარჯვება და ხვიჩას ნეაპოლში გაცილება [VIDEO]

altვინ არის კვარაცხელიას შეყვარებული, მიჰყვება თუ არა ნეაპოლში და სად გაიცნო ის - ხვიჩა თავის შეყვარებულზე საუბრობს

altრამდენს მიიღებენ "დინამო" და "რუბინი" კვარაცხელიას ტრანსფერიდან - მამუკა ჯუღელი დეტალებზე

მკითხველის კომენტარები / 22 /
რაოოო ? კალაძეს და მირანჩუკს ველაპარაკეო ?? სად ხართ ნაცებო და "პაწრიოწებო" ??? ვერ ხედავთ ქოცს და რუს ფეხბურთელს ელაპარაკა ეს ერის მოღალატეეეეეე DDDD
zura222
30 ივნისი 2022 10:16
34
ჯიგარი ხარ! ამებას უფრო მეტი ტვინი აქვს ვიდრე ამ ნაცებს
zura222-s
30 ივნისი 2022 12:59
14
ეხლა როგორც წესი, "ურა პატრიოტები" (მაგათი ყალბი პატრიოტობა არ დაიშვას) მოგარტყამენ იარლიყს "აი შე რუსეთუმე, რეებს იძახი და ასეთეი" იმასაც ვერ მიხვდებიან, რომ სარკაზმით გაქვს დაწერილი.
zura222-s
30 ივნისი 2022 10:41
4
ყველა გამოხმაურება
სპორტულ საიტზე შემოვდივარ, რომ სპორტული ამბები და ასევე სპორტის მცოდნე ადამიანების კომენტარები ვიკითხო და მუდმივად ეს ნაცები ქოცები და ნიშნის მოგებით ლაპარაკი რა უბედურებაა :)))
ქოცებისთვის კუდის მოქიცინე ტელევიზიასაც ისევე მივეცი Unlike და დავბლოკე, როგორც ნაცების. სპორტული საიტები დავტოვე, იმიტომ რომ ეგ თემა მაინტერესებს. ისედაც ცოტა თავისუფალი დრო მაქვს, შემოვდივარ და აქაც ნაც-ქოცებს მიტრიალებენ.
რა ძალიან დაბლა ვართ ყველა სფეროში
Spain
30 ივნისი 2022 11:44
6
დაგვანებოს ამ "წარსულმა სექტანტმა ნაცებმმა" თავი და თავისით დალაგდება ყველაფერი!
Spainss
30 ივნისი 2022 12:14
16
თქვენც დაანებეთ თავი, ერთმანეთს თავი დაანებეთ და ხალხსაც დაანებეთ.
ქოცებსაც ისეთივე სექტანტები ჰყავთ. ქართველებს გვაქვს სექტანტობისკენ და ბელადომანიისკენ მიდრეკილება.
სპორტშიც ნუ გვიხტებიან ქოცები და ნაცები, მითუმეტეს რუსეთუმეები. შგვეშვით და ხვიჩას შეეშვან რაც მთავარია ბოღმა კომენტარებით.
Spain
30 ივნისი 2022 12:36
7
რა შუაში იყო აქ საერთოდ ან ნაციი ან ქოცი . კვარა მიდი შებერეე ჩემო ძმაოოო . გვიყვარხარ
ლშა
30 ივნისი 2022 14:41
0
უკეთესი იქნებოდა ხვიჩას ქართულად მიეცა ეგ ინტერვიუ და იმათ ეთარგმნათ. ქინქლაძემ ქართულად ისაუბრა და კარგი იქნებოდა ხვიჩასაც ქართულად ესაუბრა. არც იცის კარგად რუსული და თავის სათქმელს ქართულად უკეთ იტყოდა. თან ამ პერიოდში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად რუსებს კომფორტი შევუქმნათ და აქ თავის ენაზე ვესაუბროთ, თითქოს თავიანთ პროვინციაში ჩამოსულიყვნენ, სადაც არავის აქვს პროტესტი ოკუპაციაზე და რამდენიმე კილომეტრში რუსის ჯარის ყოფნაზე. კეთილი ინებონ და თარგმნონ, როცა ვარსკვლავთან მოდიან ინტერვიუზე. თუმცა რას ვიზამთ, მაგის გამო კრიტიკას არ ვაპირებ, ხვიჩას როგორც ვგულშემატკივრობ მაგის მტკიცებას აქ არ დავიწყებ.
ჩემს თავს დავაძალე და თავიდან ბოლომდე მოვუსმინე ინტერვიუს ოკუპანტის ენაზე, რაც არიყო ჩემთვის სასიამოვნო,თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ხვიჩა არის საოცარი ადამიანი. ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებსაც რომ უყვართ ისეთი. ყველაფერს ფარავს თავისი სიკარგით, გულწრფელობით და პროფესიონალიზმით.
განსაკუთრებულად მომეწონა მამამისის ინტერვიუ და დამოკიდებულება. ის რუსი ჟურნალისტი ჩააცივდა, ქართველები აგრესიულად გექცეოდნენო და მანქანაც დაგიმტვრიესო, უნდოდა რომ რაღაც ცუდი ეთქმევინებინა ქართველებზე მაგრამ არ მოისურვა მაგ თემაზე საუბარი. არც ხვიჩას დაიწყია წუწუნი ქართველები მაგინებდნენო. ყველაზე მეტად იმიტომ დავაფასე,რომ არცერთი მაგინებლისთვის არ გაუცია პასუხი და მათ არ აჰყვა. კარგადაც იცის რატომ იყო მიუღებლობა მისი რუსეთში ყოფნის გამო, და ეგ ჯანსაღი რეაქცია იყო, მანამ სანამ გინება-მუქარა-წყევლაზე გადავიდოდნენ ველურებივით.
ძალიან ცოტა იყო ჩემსავით ადეკვატურად მოაზროვნე გულშემატკივარი, ვისაც ძალიან უნდოდა მისი რუსეთიდან წამოსვლა და უამრავი არგუმენტი ჰქონდა ამისთვის, თუმცა არ ილანძღებოდა და აყალიბებდა ისე თავის აზრს,ელოდებოდა და დარწმუნებული იყო მის იქედან წამოსვლაში.
უკრაინის მოვლენებს რომ განიცდიდა და მისი იქ ყოფნა რომ აღარ შეიძლებოდა, მიხარია ეგ რომ აღნიშნა. დარწმუნებული ვიყავი, რომ მალევე წამოვიდოდა იქედან, მაგიტომაც იყო ბევრ მაგინებელ და ჰეითერს რომ მოვაკეტინე მაგრამ უმცირესობაში ვიყავი და ვერ მოვახერხე ბოლომდე იმ ნაგვის შეჩერება :)))
ხვიჩა ულევი წარმატებები!
იმედია ცოტა ხანში იტალიურად მისცემ ინტერვიუებს :)
Skeleton
30 ივნისი 2022 15:47
7
დისლაიქები ალბათ რუსეთის მიმხრეებისგან არის :)))
ერთსაც დავამატებ:
თქვენ ვერ მასწავლით გულშემატკივრობას, ვერც რუსების მაქებარი კომენტატებით გამიფუჭებთ ხვიჩას მიმართ შეხედულებას. მაინც არ ვიფიქრებ, რომ ხვიჩას გულშემატკივრები რუსეთუმეები არიან და პროდასავლური ხალხი ხვიჩას ლანძღავს. თავად ვარ ამის მაგალითი, როგორც ვგულშემატკივრობდი თავიდანვე.
გვაცადეთ ახლა ბოლომდე გულშემატკივრობა პროევროპულ ხალხს,ჩვენს ევროპაში წავიდა და თქვენს რუსეთში არ დარჩა.
რუსეთი ვისაც კარგი გგონიათ თქვენი შვილები გაუშვით ურალში ან ციმბირში განათლების მისაღებად ან კარიერის ასაწყობად.
პროდასავლურებს ჩვენს საყვარელ ევროპაში გვინდოდა ეს უდიდესი ნიჭით დაჯილდოვებული ბიჭი და აგვიხდა ეგ ამბავი.
ასე რომ სრული კონცენტრაცია ევროპაზე, იტალიაზე, ნაპოლიზე და შემდეგისთვის უფრო მაგარ კლუბზე.
Skeleton
30 ივნისი 2022 17:29
3
ისე პრო ქართველებს რო გვაცადოთ ცხოვრება ჩვენს ლამაზ საბლშობლოში და ტვინი არ გვიბურაღოთ რუსეთით და ევროპით არგინდათ???რა გახურეთ საქმე მე პრო ევროპელი ვარ ის პრო რუსი პროქართველობა ტეხავს???
მოსეხონელი
30 ივნისი 2022 22:04
3
ყველა გამოხმაურება
ნუ გადააქციეთ ეს საიტი პოლიტიკურ ბალაგანად. ლანძღვა-გინების მოსმენა და წაკითხვა რომ მინდოდეს "იმედსა" და "მთავარს" მაინც ვერ აჯობებთ და სპორტით დაკავდით უმჯობესია
საბა
30 ივნისი 2022 13:55
2
კვარა, მიდი ბიძი, კაი ბიჭი ხარ და კაი ოჯახში გაზრდილი და ჯუღელიც კაი ნასტავნიკობას გიწევს. იფრინე ჩვენო ბიჭო და გაგვახარე!!!
Ivan
01 ივლისი 2022 00:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული