- ხვიჩა, მოგყვება შენი შეყვარებული იტალიაში?
- ის სწავლობს და სამწუხაროდ, ვერ მოახერხებს...
- გვითხარი, როგორ გაიცანი ის?
- ჩემი მეგობრის მხრიდან გავიცანი და უკვე 1 წელია ვიცნობ. უკვე დიდი ხანია, რაც ერთად ვართ.
- რამდენად ხშირად სწერთ ერთმანეთს და კონტაქტობთ? თქვენ ფეხბურთელი ხართ და ხშირად სხვადასხვა ადგილას გიწევთ ყოფნა...
- ფეხბურთელის მეუღლეებმა ან მომავალმა ცოლებმა კარგად იციან, რომ ფეხბურთელის ცოლობა არ არის ადვილი, იმიტომ, რომ მათ ყოველდღიურად არ შეუძლიათ
- მატჩის წინ შეუძლია whatsapp-ში მოგწეროს?
- რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებთან და საცოლესთან საუბარი შემიძლია, მაგრამ დიდხანს არა.
- გააცანი უკვე მშობლებს?
- კი, გავაცანი.
- ხელი უკვე სთხოვე?
- ხელი არ მითხოვია, მაგრამ დიდი ხანია უკვე ურთიერთობა მაქვს და კარგად ვიცნობ.
- გინდა შენთან ერთად იყოს იტალიაში თუ გირჩევნია შორიდან გქონდეს ურთიერთობა?
- ერთმანეთისგან მოშორებით ვიქნებით. მან კარგად იცის, რომ მე მაქვს ჩემი საქმე და ამიტომ ვერ ვიქნებით ამ ეტაპზე ერთად.
- რა ჰქვია შენს შეყვარებულს?
- ნიცა.
- ძალიან ლამაზი სახელია...
- ნამდვილად.
- მუშაობს თუ სწავლობს შენი შეყვარებული?
- სწავლობს სამედიცინოზე... თითქმის სულ ლექციები აქვს, თავისუფალი დრო ძალიან ცოტა აქვს.
- ძალიან ემოციურად გგულშემატკივრობს?
- ძალიან ემოციურია და გოლს რომ გავიტან, შესაძლოა, იტიროს კიდეც.
"რუსეთში ვერ გავჩერდებოდი, ყაზანი უნდა დამეტოვებინა..." - კვარაცხელია რუსეთიდან წამოსვლაზე საუბრობს