ცნობილი ხდება, როდის ჩაირიცხება გიორგი ჩაკვეტაძე "სლოვანის" რიგებში

AutoSharing Option
voetbalkrant.com-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავაშია და დღეს სამედიცინო შემოწმების შემდეგ ის ოფიციალურად გახდება "სლოვანის" წევრი.

ჩაკვეტაძე გურამ კაშიასა და ჯაბა კანკავას შემდეგ გახდება მესამე ფეხბურთელი, რომელიც სლოვაკური გუნდის რიგებში ჩაირიცხება.

გიორგი ბრატისლაველთა რიგებში იჯარის წესით ითამაშებს. იმასაც შეგახსენებთ, რომ "სლოვანის" მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი ვლადიმირ ვაისია და ეს კლუბი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის "დინამოს" მეტოქეა.
მკითხველის კომენტარები / 20 /
ალბათ ერთერთ ყველაზე ხელსაყრელ სიტუაციაში ხვდება სადაც კი შეიძლება მოხვედრილიყო, ევროპული გუნდი (დიდი ვერაფერი, მაგრამ მაინც) კარგად ნაცნობი მწვრთნელი, რომელიც ხელს შეუწყობს და ორი პროფესიონალი ქართველი ფეხბურთელი, რომლებიც კარგის მეტს არაფერს ასწავლიან. მოკლე ჰა ბურთი და ჰა მოედანი, წარმატებები!
gionat
14:31 01-07-2022
2
ვაისი იცნობს, მის დროს ზენიტში იყო. ორი ქართველიც იქაა. აქაც თუ ვერ გაქაჩა, მაშინ ჩამოკიდოს ბუცები ლურსმანზე.
ამო
13:07 01-07-2022
1

სიახლეები პოპულარული