ლაშა დვალი უკლუბოდ დარჩა - ქართველი მცველი "ფერენცვაროშის" ფეხბურთელი აღარაა

AutoSharing Option
"ფერენცვაროშის" პრეზიდენტმა გაბორ კუბატოვმა განაცხადა, რომ გუნდი ქართველმა ლეგიონერმა ლაშა დვალმა დატოვა.

მან 27 წლის მცველი კარგ ადამიანად და ფეხბურთელად დაახასიათა. უნგრულ გუნდში სტანისლავ ჩერჩესოვის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ლაშას სათამაშო დრო თითქმის აღარ ეძლეოდა და მან გასულ სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა.

დვალი "ფერენცვაროშის" ფორმას 2019 წლიდან ირგებდა. ის უნგრული კლუბის რიგებში პოლონური "პოგონიდან" გადაბარგდა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
დინამო ბათუმს დაცვაში გაძლიერება ნამდვილად ესაჭიროება..
კვირკველიას და დვალს თუ შევადარებ დვალს ავირჩევდი ის ახალგაზდაა და არც გამოცდილება აკლია.. ფერენცვაროში,უპეშტს, ჰათაიასპორს არამგონია დინამო ბათუმი რამით ჩამორჩებოდეს!!
შავი კაცი
13:53 02-07-2022
0
ერთი ხოჭოლავა ერთვება კუთხურების დროს ცოტა ასე თუ ისე ნორმალურად და ისიც ფიზიკური მონაცემების ხარჯზე თორემ რომელი ჩვენი ცენტრალურებიდან გინახავთ კარში დაერტყას ან შეტევაში ჩართულუყოს როცა უდიდესი ტრადიციები გვქონდა ხურცილავა ჩივაძე თუნდაც ჭედია და ცხადაძე ასათიანი ხომ დაკარგული ბრილიანტია ესენი მხოლოდ დაცვა და ისეთი ნელია კაპიტანი ან ეს დვალი ხოჭოლავა და კვირკველია მეტნაკლებად "ზამენის" ფეხბურთელია კაპიტანი სამწუხაროდ ტოპ ნაკრებებთან უშანსოთაა და ხიზანიშვილო ან ვინმემ იფიქრეთ იმუშავეთ ეძიეთ.P.S ბათუმის დინამო რას გაყუჩულა კობახიძეთი უნდა სლოვენის გავლა არაფერი პირადული მაგრამ ასეთი ⁶სუსტი მცველი ჩემპიონ ⁷არ მინახავს
კახა
22:35 01-07-2022
2

სიახლეები პოპულარული