"კიბერშეტევა" - უპრეცედენტო აქტიურობა "ნაპოლის" სოციალურ ქსელებში - კიდევ ერთხელ ვულოცავთ ხვიჩას!

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლის" მიერ სოციალური ქსელების მეშვეობით ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის დადასტურებას ქართველი გულშემატკივრების უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა. გამოქვეყნებულ პოსტს ერთ საათში "ინსტაგრამზე" დაახლოებით 37 ათასი "მოწონება" ჰქონდა, "ფეისბუქგვერდზე" ეს რიცხვი 15 ათასი იყო. პოსტს უამრავი კომენტარიც ახლავს, რომელთა დიდი ნაწილი "კვარას" თანამემამულეა.

ქართველი იუმორისტი გოჩა თანდარაშვილი "ფეისბუქგვერდზე" წერს:

"ნაპოლის სოცმედიის მენეჯერმა გუშინ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ წიხლით შეეძლო უფროსის კარის შეღება და ხელფასის მომატების მოთხოვნა."

"კიბერშეტევა" - ხუმრობს ზემოხსენებული პოსტის კომენტარებში ერთ-ერთი გულშემატკივარი.

Sportall.ge კიდევ ერთხელ ულოცავს ხვიჩას და მისი დიდი
წარმატების მოლოდინშია!

altოფიციალურად: ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" ფეხბურთელია

მკითხველის კომენტარები / 6 /
რუსებმა ხვიჩა "პიონერის" ფორმაში გამოაწყვეს (ვითომ საახალწლო რგოლში) და რუსეთში დალპობას უპირებდნენ. რუბინ მოიკაზე მანქანებს არეცხინებდნენ და დღემდე ეგრე უნდა უნდოდათ რომ ყოფილიყო ყველაფერი. ამ ყველაფრის გადავიწყება და შერჩენა არ შეიძლება სასტიკად უნდა გაუყარო და მწარედ მოთხოვო პასუხი
თითოეულ ეგეთ რუსულ წამპლობებზე ყველა დირკიდან უნდა გამოაღებინო ყველაფერი.
Sastik.
05:13 02-07-2022
6
გეთანხმებით რომ ყველაფერში ზედმეტობა ვიცით ქართველებმა მაგრამ ამ შემთხვევაში პირიქით კარგია გავიხაროთ დავალაიქოთ გავაზიაროთ და გავაგონოთ ყველას, რომ ესეთი ბიჭი ჩავაბარეთ. ნეაპოლში თუ ნახეს რო სულს და გულს დებ და კარგადაც თამაშობ ისე შეგიყვარებენ როგორც ოჯახის წევრს ამიტომ გრანდე ხვიჩა!!
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული