Geo Team: საბა კვირკველია კარიერას აზერბაიჯანში განაგრძობს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია კარიერას აზერბაიჯანულ "ნეფთჩიში" განაგრძობს.

ამავე წყაროს ცნობით, ჩვენებური, ბაქოურ კლუბთან ხელს 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს. Geo Team წერს, რომ არც თბილისისა და არც ბათუმის "დინამოს" საბა კვერკველიასთვის კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ. ქართული გუნდებიდან ინტერესი მხოლოდ ქუთაისის "ტორპედომ" გამოიჩინა.

კვირკველია ბოლოს ეროვნული ლიგის ბინადარ "გაგრაში" თამაშობდა, სადაც 12 შეხვედრა ჩაატარა.

რაც შეეხება "ნეფთჩის", კლუბმა გასულ წელს აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს, სადაც მათი მეტოქე კვიპროსული "არისი" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
ნეფთჩიში გადავიდა სრულიად უფასოდ და ჩვენი დინამოები დუმანნ ... ვერაფერი გავიგე ვერც ბათუმის და ვერდ თბილისის დინანოსი ... ბათუმის დინამო არ წუწუნებს ხოლმე მაგრამ აი თბილისის დინამო რომ დაიწყებს წკმუტუნს და ლეგიონერების დაბალ დონეზე საუბარს ყოველთვის აი ეს ფაქტი უნდა ავაფაროთ ყველამ სახეზე
bejo
17:59 03-07-2022
1
ევროთასებზე წარმატებით გამოსვლის პრეტენზია რო გაქვს და დაცვის ცენტრი გყავს ნული, სუსტი საქართველოს ჩემოიონატის უსუსტესი გუნდები რო ადვილად გიტანენ გოლებს საბას დონის მცველი როგორ უნდა გაუშვა ხელიდან ბათუმის დინამო? იყავით აზაცკი კობახიძის იმედზე.
3

სიახლეები პოპულარული