ვიცი, რას მოითხოვს ვაისი - ჩაკვეტაძე წარადგინეს

AutoSharing Option
გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის "სლოვანში" წარადგინეს. თავდაპირველად, კლუბის მიერ გავრცელებულ ფოტოში მარტივად იკითხებოდა, რომ მასზე ქართველი ნახევარმცველი იყო გამოსახული. ისიც გავიგეთ, რომ "ჩაკვე" 70-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, ამის შემდეგ კი გიორგის კომენტარიც გავრცელდა:

Sportall.Ge

"სლოვანზე" კაშიასა და კანკავასგან მშვენიერი ინფორმაცია მქონდა. მათ  საქართველოს ნაკრებიდან ვიცნობ. ისინი შესანიშნავი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე მოუთმენლად ველი არა მხოლოდ მათ, არამედ ჩემს ყველა ახალ თანაგუნდელს. ასევე ვიცნობ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს, რომლის დროსაც ეროვნულ ნაკრებში დავიწყე თამაში. მე ვიცი, რას მოითხოვს ის ფეხბურთელებისგან და როგორ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას.
სლოვანში მოვდივარ იმიტომ, რომ დავეხმარო გუნდს, მიაღწიოს წარმატებას სლოვაკეთის ჩემპიონატსა და ევროტურნირებზე. თავს ყველაზე კარგად შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ვგრძნობ, ე.წ. ათიანზე, მაგრამ მარცხნიდან თამაშიც შემიძლია. ამ სტადიონზე პირველად გამოვალ. მოუთმენლად ველი  "სლოვანში" თამაშს."

Sportall.Ge

"გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ წარმატებისთვის. ჩვენ შევიძინეთ შემტევი ფეხბურთელი, რომელიც თავისი კლასით აშკარად დაგვეხმარება. გვიხარია, რომ "გენტთან" საერთო ენის გამონახვა მოვახერხეთ და გიორგი ჩაკვეტაძე ერთწლიანი იჯარით დავიმატეთ. გიორგი საქართველოს ნაკრებში მწვრთნელ ვაისის ხელმძღვანელობით თამაშობდა, რომელიც კარგად იცნობს და იცის, რას უნდა ელოდო მისგან. მჯერა, რომ ამის წყალობით, გიორგი სწრაფად მოერგება გუნდს" -  განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკ-უმცროსმა.

შეგახსენებთ, რომ 6 და 13 ივლისს ბრატისლაველები ბათუმის დინამოს" ჩემპიონთა ლიგის 1-ელ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდებიან.

altვის უნდა უფრთხოდეს კაშია ყველაზე მეტად? - ბათუმის "დინამოსი" გვეიმედება...

მკითხველის კომენტარები / 22 /
ღᲛერთო დაუბრუნე ჩაკვეტაძე ქართულ ფეხბურთს!
Ზივზივაძის ფანი
05 ივლისი 2022 18:27
0
ეს ის შემთხვევაა, როდესაც არ მინდა წარმატებები ვუსურვო! გაუმარჯოს ქართულ კლუბებს და ბათუმის დინამოს!
ლადო
05 ივლისი 2022 11:39
4
ძალიან გამიხარდა ჩაკვეს ამბავი... პირველი ის რომ ვაისმა იცის მისი შესაძლებლობები და დარწმუნებული ვარ რომ შანსს აუცილებლად მისცემს და თან არა ერთს...
ყველაზე მეტად კი ის მახარებს რომ ისეთ ფეხბურთელებთან მოუწევს ვარჯიშები რომლებიც მოდუნების საშვალებას არ მისცემენ (კანკავა, კაშია) და თან ორივე გამოირჩევიან თავიანთი შრომისმოყვარეობით და პროფესიონალიზმით საქმის მიმართ...
წარმატებები ბიჭებო... (მაინცდამაინც ბათუმთან არგინდათ რა)
ზიკო
05 ივლისი 2022 10:54
1
Oliver kahn


Cafu Franz Bekenbauer Paulo Maldini Roberto Carlos



Andreas Iniesta Zinedin Zidane


Leo Messi Diego Maradona Ronaldinho


Ronaldo Luís Nazário de Lima
msoflio nakrebi
04 ივლისი 2022 23:08
3
პელე?
გრიშა
05 ივლისი 2022 08:48
0
ამდენი უიღბლობის შემდეგ გიოს გაუმართლა. იმიტომ რომ ისეთი დონის(საშუალო) გუნდში და რაც მთავარია ისეთი მწვრთნელის ხელშია რომ ეს მისთვის საუკეთესო ვარიანტია რათა გადალახოს ყველანაირი ბარიერები რაც ამ ხნის განმავლობაში დაუგროვდა. მოკლედ ეს მისთვის საუკეთესო და ამავე დროს ბოლო შანსია რომ დაუბრუნდეს დიდ ფეხბურთს. წარმატებები გიოს და ეხლა დანარჩენი მისი გასაკეთებელია.
მათე
04 ივლისი 2022 22:49
0
ისეთი შთაბეჭდილება მაქ ორი ქართული გუნდი ხვდება ერთმანეთს
ზურაბა
04 ივლისი 2022 22:33
1
აუ ვაისი ყოფილა ჯიგარზე უჯიგრესი კაცი, საქართველოს მოქალაქეობა ეკუთვნის, რათ უნდა მარა მაინც, არ მახსოვს ვინმე უცხოელს ასეთი რამე ენას ქართველი ფეცმხბურთელებისთვის, დაჟე მაკედონიასთან ვპატიობ, ისე ჯიგრულად იქცევა
ჯიგარი კაცი
04 ივლისი 2022 22:32
2
უბრალოდ ზედმეტად ჯიგარი ადამიანია ვაისი. შეცვლების გაკეთებაც კი ეუხერხულებოდა ხოლმე.
ნამდვილად ასეა
05 ივლისი 2022 03:15
1
Carmatebebi gio ratkmaunda mageam ara batumtan evropaligaze moxvedras gisurvebt
Iberia
04 ივლისი 2022 20:02
0
ნაკრების ჩავარნილი თამაშების მერე პირველი იყო ერთა ლიგაზე ვინც იმედი გააჩინა! დღეს როგორც კვარაცხელიას ვუყურებთ ისე ვუყურებდით! რომ არა ის ტრამვები დღეს სლოვანზე უკეთეს კლუბში იქნებოდა! იმედია აღიდგენს ფორმას. წარმატებები!!!!
ნკ
04 ივლისი 2022 19:30
0
წარმატებები გიორგის აქ უკვე ასპროცენტიან ძველ გიორგის ვიხილავთ რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? ისრომ მწვთნელი ჩვენიანია გვერდით ეყოლება ორი შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანი ჯაბას და კაშოს სახით რომლებიც შეეცდებიან მეტად დატვირთონ გადაცემებით მენდეთ ასეთ რამ ფეხბურთში მოსულა. გაიხსენეთ ჰამბურგში გიოზე გასაკეთებელ გადაცემას როდრსაც გიო ხელსაყრელ პოზიციაზე იმყოფებოდა საპირისპირო მიმართულებით აკეთებდენ.დანარჩენი უკვე მასზეა დამოკიდებული და ცოტა იღბალზე.
გიორგი
04 ივლისი 2022 19:20
0
ახლაც თუ ვერ გააკეთა ვერაფერი, გამოვა, რომ საქართველომ და მსოფლიომ დაკარგა უდიდესი ტალანტი, თუმცა არა მგონია ვერ შეძლოს, ჩვენ წარმატება ვუსურვოთ, მეტი რა დაგვრჩენია.
100%
04 ივლისი 2022 21:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული