დიდი თავგადასავალი იწყება - კვარაცხელია იტალიაში გაემგზავრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში გაემგზავრა, სადაც ის "ნაპოლიში" გააგრძელებს კარიერას.

Tuttonapoli იტყობინება, რომ ხვიჩა თბილისიდან ახლახან გაემგზავრა და რამდენიმე საათში ნეაპოლში იქნება.

"დიდი ემოციებით მივდივარ. რა თქმა უნდა, სასიხარულოა ასეთ გუნდში გადასვლა. ვიცი, რომ ძალიან მელოდებიან. მინდა დავამტკიცო, რაც შემიძლია. კალაძემ მითხრა, რომ კარგი ჩემპიონატია და მელიან", - თქვა კვარაცხელიამ გამგზავრებისას.

Facebok-ში გვერდი Matchday ვიდეოს ავრცელებს.

მკითხველის კომენტარები / 32 /
წარმატებას გისურვებ მთელი გულით, რაც ყველაზე ძალიან მახარებს ახალგაზრდა ქართველი ბიჭის ნიჭი პროფესიონალიზმით გაჟღენთილი რომელიც უდიდეს წარმატებას მოუტანს როგორც მას ისე ჩვენს ქვეყანას, ბევრის გზამკვლევიც იქნება ხვიჩას წარმატება.
0
მგონია რომ პირველივე დღიდან გაუმართლებს და არაფერიც არ გაუჭირდება. ასე იყო შევჩენკო, როდესაც მისი დებიუტი შედგა შედგა პარმასთან. წარმატებები ხვიჩას!
დავით 67
12:59 06-07-2022
0

სიახლეები პოპულარული