საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში გაემგზავრა, სადაც ის "ნაპოლიში" გააგრძელებს კარიერას.
Tuttonapoli იტყობინება, რომ ხვიჩა თბილისიდან ახლახან გაემგზავრა და რამდენიმე საათში ნეაპოლში იქნება.
"დიდი ემოციებით მივდივარ. რა თქმა უნდა, სასიხარულოა ასეთ გუნდში გადასვლა. ვიცი, რომ ძალიან მელოდებიან. მინდა დავამტკიცო, რაც შემიძლია. კალაძემ მითხრა, რომ კარგი ჩემპიონატია და მელიან", - თქვა კვარაცხელიამ გამგზავრებისას.
Facebok-ში გვერდი Matchday ვიდეოს ავრცელებს.
ახლა ყველაზე მეტად შენი მაგარი თამაში გაგვახარებს!
წარმატებები!