საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში გაემგზავრა, სადაც ის "ნაპოლიში" გააგრძელებს კარიერას.
Tuttonapoli იტყობინება, რომ ხვიჩა თბილისიდან ახლახან გაემგზავრა და რამდენიმე საათში ნეაპოლში იქნება.
"დიდი ემოციებით მივდივარ. რა თქმა უნდა, სასიხარულოა ასეთ გუნდში გადასვლა. ვიცი, რომ ძალიან მელოდებიან. მინდა დავამტკიცო, რაც შემიძლია. კალაძემ მითხრა, რომ კარგი ჩემპიონატია და მელიან", - თქვა კვარაცხელიამ გამგზავრებისას.
Facebok-ში გვერდი Matchday ვიდეოს ავრცელებს.
არის ასრულდა ოცნება
დანარჩენი შენზეა კვარო
დაგელოცოს გზა და კვალი,
სადაც კი ბურთს გააგორებ,
ოქროდ გექცეს,ნატერფალი,
მუდამ გამარჯვება გდევდეს,
წინ გიძღოდეს,უფლის ძალი.
სიკეთით და ოსტატობით,
დაიპყარი ჩვენი გული,
ეცადე რომ არ მოგვაკლო,
გამარჯვების სიხარული.
წმინდა გიორგი გიძღოდეს,
მერე ჩვენი სიყვარული.
ლექსის ხარისხისა რა მოგახსენოთ,დიდი არაფერია,მაგრამ სურვილების გულწრფელობაში,ნაღდი ვარ და წყალი არ გაუვა.მგონია,რომ ბევრის სურვილიც, ზუსტად ასეთი იქნება.
ისე ერთი სთორი მაინც დაედო კვარას, ვნერვიულობთ ხალხი როგორ ჩავიდა :)
ხვიჩა, ვინც რას დაწერს (ზოგი ბოღმით, ზოგი სიყვარულით) იმას ძაანაც ნუ ჩაუღრმავდები, თორემ ცოტა დაიძაბები!
ისე ივარჯიშე როგორც მწვრთნელი მოგთხოვს, და შემდეგ შენ როგორც მიგაჩნია ისაც წაუმატე!
კი, კარგი ფეხბურთელი ხარ, მაგრამ იტალიაში დაინახავ, რომ ბევრი, ძალიან ბევრი ახალგაზრდა, მაგარი ფეხბურთელი თამაშობს მაქ!
ერთს გთხოვ, რომ არც ფეხბურთში და არც ფეხბურთის გარეთ (საურთიერთო წრეში) რომ იტყვიან "თავში არ აგივარდეს"!
მოზომილად იყავი!
მიიღე სიამოვნება, სიხარული ფეხბურთის თამაშით!