პაპუნა ბერუაშვილის პირველი კომენტარი "სპორტინგში" გადასვლის შემდეგ

AutoSharing Option
18 წლის ქართველმა მეკარე პაპუნა ბერუაშვილმა ლისაბონის "სპორტინგში" გადასვლის შემდეგ კლუბის საიტთან პირველი და მოკლე კომენტარი გააკეთა.

"თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ, რადგან პორტუგალიის ერთ-ერთ უდიდეს გუნდთან გავაფორმე კონტრაქტი.

ჩემი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტ შეხვედრაში ვიასპარეზო, კიდევ უფრო დავხვეწო და გავაუმჯობესო ჩემი თამაში.

"სპორტინგის" ისტორია ძალიან კარგად ვიცი... ამ კლუბის მუზეუმს უკვე ვესტუმრე და ბევრი რამ ვისწავლე", - აღნიშნავს ბერუაშვილი.

აქვე გეტყვით, რომ 18 წლის კარის დარაჯი ლისაბონურ გუნდში 1-წლიანი იჯარით გადავიდა, თუმცა "სპორტინგს" მისი გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო კაცო მაგარი ბიჭი ხარ წარმატებას გისურვებ უფალმა დალოცოს და გააძლიეროს
აკაკი
00:35 11-07-2022
0
ბეგიაშვილი რა სუბიექტური ხარ ყოველთვის?!! სტატიას წერ და საიდან გადავიდა ეს ბავშვი იჯარით იმ გუნდს არ ახსენებ. სირცხვილია ასეთი დამოკიდებულება, დინამოს შენნაირი ჟურნალისტებისგან ქება არასდროს ჭირდება მაგრამ მაინც შენს ნამუსზე იყოს
დინამოს გულშემატკივარი
13:31 11-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული