"თავ-ყბას წაიმტვრევთ, დაანებეთ ამ ბიჭებს თავი..." - დიმა ობოლაძემ ხვიჩას თანადგომა გამოუცხადა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "ჩვენ ოჯახის" პირდაპირ პირდაპირ ცნობილი ტელეწამყვანი და სპორტული კომენტატორი, დიმა ობოლაძე ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ატეხილ ამბავს გამოეხმაურა:

"ქართველი სპორტსმენი წარმატებას რომ აღწევს, იქ ტალახაძე იყო ახლა ეს, გიენები რომ გამოხტებიან... ერთი რაღაც მინდა მოკლედ გითხრათ, სახელებს არ დავასახელებ, მითუმეტეს რამდენიმე მათგანთან ნამუშევარი ვარ, ვინც გამოვარდა და ხვიჩა კვარაცხელიას ეცა, ეტაკა, თან ისე, რომ მოსმენილიც არ გაქვს შეოჯახაშენებულო. დამიჯერეთ, თავ-პირს წაიმტვრევთ ამ თემებზე საუბრით, დამიჯერეთ.

იტალიის ნაკრებზე გამოვარდნენ და დაჭერილია ის, რა დროს ესაა და რატომ გიხარიათ, ცოტას
ხო არ აპიპინებთ? მართლა სერიოზულად გეუბნებით, მეტ არაფერს ვიტყვი, არც სახელებს ვიტყვი და არც გვარებს, არ მაინტერესებს სხვა არაფერი, ქართველ სპორტსმენებს, რომლებსაც მილიონჯერ მეტი აქვთ გაკეთებული და კიდევ გააკეთებენ, თავი დაანებეთ, პირდაპირ გეუბნებით, წაიმტრევთ თავ-ყბას, იმიტომ რომ ეს თქვენთვის წამგებიანი თემაა. როდესაც რაღაცას დადებ და მერე წაშლი, იმის თავიც უნდა გქონდეს, რომ დატოვო და შენს პირველ ჩვენებას მიაწვე. მეტი არაფრის თქმა არ მინდა, ამათთვის პასუხის გაცემებით საზრდოობენ შემდეგ და მიდის ერთი ამბები.

ბიჭი გამოვიდა, თქვა წამოვედი რუსეთიდან საქართველოში, რაუნდა გაეკეთებინა, წამომხტარიყო და თქვენ რასაც იძახით ისინი ეძახა? თქვენზე ნაკლები პატრიოტი ნახეთ ეს ბიჭი თუ რა? ჩავიდა "ნაპოლიში", მარადონა იყო იმ გუნდში და "კვარადონას" ეძახიან, 2 გოლი გაიტანა, პასი მისცა, მხარი დაუჭირეთ თუ შეგიძლიათ, თუ არადა ჩუმად იყავით, ელემენტარული რაღაცაა, ამაზე ლაპარაკი არც ღირს, ბიჭი სულ იცინის, რაღაც სხვა სამყაროში მოხვდა, თქვენ საერთოდ რომ არ იცინით, დაჭიმული ზამბარებივით რომ დახტიხართ და დილიდან ვის რა ავნოთ იმაზე ფიქრობთ...

ვერ ვხვდები სპორტსმენებს ერჩიან, ტალახაძეს ერჩიან, საქართველოს ნაკრებს ერჩიან, თქვენს სურათს გულზე არასდროს არ დაიხატავს, კვარაცხელიას ერჩიან, დაანებეთ სპორტსმენებს თავი, ყველაფერს თავი დაანებეთ თქვენზე ჯანზე არიან და კურდღლებივით არ იმალებიან, წარმატებას რომ მიაღწევენ გამოვარდებიან და ბოდიალობენ რაღაცეებს, გაკვირვებული ვარ, წლები ვმუშაობდი ამ ხალხთან, მიხედეთ თქვენს სფეროებს და იქ იტრიალეთ თუ რამე გამოგივათ, შეეშვით ამათ" - განაცხადა დიმამ.

alt"ნაპოლიში" კი არა "რეალში" რომ ითამაშო მკიდია უკვე..." - სანაია ხვიჩაზე სტატუსს ავრცელებს

alt"ახლა კვარაცხელიასგან გამოძერწეთ მტერი! ისე ხომ გვაკლია..." - მერაბ მეტრეველი ხვიჩას მხარდაჭერას უცხადებს

alt"რახან მაინც და მაინც პუტინ ხ*ილო რომ არ თქვა და სლავა უკრაინე, უკვე ცუდი ბიჭია?..." - უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე კვარაცხელიას მხარდამჭერ სტატუსს აქვეყნებს

alt"მძიმე ამბავია და გაფრთხილებთ, ეს პოსტი არ მოგეწონებათ…" - გიგა მაქარაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატუსს ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 31 /
გენაცვალე დიმა ჯიგარშიი აბაა რააა..შენ უნდა დაიცვა სპორტსმენების სახე ქართველი ქომაგობის სახელით.. ძალიან გთხოვთ კომენტატორებს სპორტულ ჟურნალისტებს და ცნობილ პიროვნებებს ვისაც გეთქმით პირი მოაკეტიეთ ამ ავის მომტან პოლიტ ჟურნალისტებს ნუ ერევიან სპორტში და ნუ აბულინგებენ ჩვენს სპორცმენებს!!!
მადლობა დიმა მჯერა თუ საჭირო გახდა ღიათაც დაუპირისპირდები მაგ პიროვნებებს და კი მოიტეხავენ კიდევაც კისერს!!
შავი კაცი
16 ივლისი 2022 13:07
7
შემთხვევით დისლაიქი. ხვიჩა აბა შენ იცი! წარმატებები!
უფ
16 ივლისი 2022 22:11
1
რა გააკეთა ან სანაიამ ან მაქარაშვილმა ამდენი წლის მანძილზე - ღვარძლი, სიბოროტე, ცინიზმი და უშედეგო ბაქიბუქი, არ დატოვეს არაფერი ღირებული, წმინდა, რასაც არ მოსცხეს ჩირქი.
რა გააკეთა 21 წლის! კვარაცხელიამ? ყველა სტადიონი აავსო გულშემატკივრით საქართველოს ჩემპიონატში! და ჩვენ ყველა ვინც დავესწარით მის თამაშებს, ვიყავით ბედნიერები თუნდაც ის 90 წუთი!(სხვა მის მიღწევებზე არაფერს დავწერ, მგონი ეს ისედაც ამბობს ყველაფერს)
დავით
16 ივლისი 2022 13:27
4
მიხარია ამ პატარა ბიჭის წარმატება. უფალმა სულ გამარჯვება და წინსვლა მისცეს. საქართველოს ეამაყებოდე ხვიჩა მუდამ. არ უსმინო ბოღმის ბუკეტებს . შენ შენი საქმე აკეთე შვილო. არაკაცებს და შურიანებს რა გამოლევს ამ ქვეყანაზე? მარქარიანები და სანაიები კი ყველას ჰკიდია და არავის აინტერესებს მათი ბოდვები. მთავარია გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და არა ქუჩაში წანწალით ვანგრიოთ ის. შენ ხარ საქართველოს შვილი და საქართველოც შევიყვარებს მაგრად იცოდე ხვიჩა. წარმატებები და წარმატებები პატარა, დიდო ბიჭო. მიყვარხარ , იხარე და იდღეგრძელე.
კვარას
16 ივლისი 2022 13:06
1
ხვიჩას და ტალახაძეს რო კაცი გალანძღავს, ეგ კაცი აი ყველაფერს იკადრებს.
ქართველი
16 ივლისი 2022 13:00
2
დაგეთანხმებოდი, იგივე შემართებით, დათუნაშვილი რომ დაგეცვა. გეგეშიძეს ვერ შებედეთ გინება და ბადრი შუბლაძე დაბალი ღობეა, ხო?!
1234
17 ივლისი 2022 10:28
1
ხვიჩაზე და ტალახაძეზე რომ კაცი ცუდს იტყვის, ის კაცი უკვე აღარ არის, ის ჩმორია და ნაგავია.
ასეა ეს საქმე
16 ივლისი 2022 17:39
2
ჯიგარი ხარ დიმა
გულშემატკივარი
16 ივლისი 2022 12:58
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული