"თავ-ყბას წაიმტვრევთ, დაანებეთ ამ ბიჭებს თავი..." - დიმა ობოლაძემ ხვიჩას თანადგომა გამოუცხადა

AutoSharing Option
ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "ჩვენ ოჯახის" პირდაპირ პირდაპირ ცნობილი ტელეწამყვანი და სპორტული კომენტატორი, დიმა ობოლაძე ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ატეხილ ამბავს გამოეხმაურა:

"ქართველი სპორტსმენი წარმატებას რომ აღწევს, იქ ტალახაძე იყო ახლა ეს, გიენები რომ გამოხტებიან... ერთი რაღაც მინდა მოკლედ გითხრათ, სახელებს არ დავასახელებ, მითუმეტეს რამდენიმე მათგანთან ნამუშევარი ვარ, ვინც გამოვარდა და ხვიჩა კვარაცხელიას ეცა, ეტაკა, თან ისე, რომ მოსმენილიც არ გაქვს შეოჯახაშენებულო. დამიჯერეთ, თავ-პირს წაიმტვრევთ ამ თემებზე საუბრით, დამიჯერეთ.

იტალიის ნაკრებზე გამოვარდნენ და დაჭერილია ის, რა დროს ესაა და რატომ გიხარიათ, ცოტას
ხო არ აპიპინებთ? მართლა სერიოზულად გეუბნებით, მეტ არაფერს ვიტყვი, არც სახელებს ვიტყვი და არც გვარებს, არ მაინტერესებს სხვა არაფერი, ქართველ სპორტსმენებს, რომლებსაც მილიონჯერ მეტი აქვთ გაკეთებული და კიდევ გააკეთებენ, თავი დაანებეთ, პირდაპირ გეუბნებით, წაიმტრევთ თავ-ყბას, იმიტომ რომ ეს თქვენთვის წამგებიანი თემაა. როდესაც რაღაცას დადებ და მერე წაშლი, იმის თავიც უნდა გქონდეს, რომ დატოვო და შენს პირველ ჩვენებას მიაწვე. მეტი არაფრის თქმა არ მინდა, ამათთვის პასუხის გაცემებით საზრდოობენ შემდეგ და მიდის ერთი ამბები.

ბიჭი გამოვიდა, თქვა წამოვედი რუსეთიდან საქართველოში, რაუნდა გაეკეთებინა, წამომხტარიყო და თქვენ რასაც იძახით ისინი ეძახა? თქვენზე ნაკლები პატრიოტი ნახეთ ეს ბიჭი თუ რა? ჩავიდა "ნაპოლიში", მარადონა იყო იმ გუნდში და "კვარადონას" ეძახიან, 2 გოლი გაიტანა, პასი მისცა, მხარი დაუჭირეთ თუ შეგიძლიათ, თუ არადა ჩუმად იყავით, ელემენტარული რაღაცაა, ამაზე ლაპარაკი არც ღირს, ბიჭი სულ იცინის, რაღაც სხვა სამყაროში მოხვდა, თქვენ საერთოდ რომ არ იცინით, დაჭიმული ზამბარებივით რომ დახტიხართ და დილიდან ვის რა ავნოთ იმაზე ფიქრობთ...

ვერ ვხვდები სპორტსმენებს ერჩიან, ტალახაძეს ერჩიან, საქართველოს ნაკრებს ერჩიან, თქვენს სურათს გულზე არასდროს არ დაიხატავს, კვარაცხელიას ერჩიან, დაანებეთ სპორტსმენებს თავი, ყველაფერს თავი დაანებეთ თქვენზე ჯანზე არიან და კურდღლებივით არ იმალებიან, წარმატებას რომ მიაღწევენ გამოვარდებიან და ბოდიალობენ რაღაცეებს, გაკვირვებული ვარ, წლები ვმუშაობდი ამ ხალხთან, მიხედეთ თქვენს სფეროებს და იქ იტრიალეთ თუ რამე გამოგივათ, შეეშვით ამათ" - განაცხადა დიმამ.

alt"ნაპოლიში" კი არა "რეალში" რომ ითამაშო მკიდია უკვე..." - სანაია ხვიჩაზე სტატუსს ავრცელებს

alt"ახლა კვარაცხელიასგან გამოძერწეთ მტერი! ისე ხომ გვაკლია..." - მერაბ მეტრეველი ხვიჩას მხარდაჭერას უცხადებს

alt"რახან მაინც და მაინც პუტინ ხ*ილო რომ არ თქვა და სლავა უკრაინე, უკვე ცუდი ბიჭია?..." - უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე კვარაცხელიას მხარდამჭერ სტატუსს აქვეყნებს

alt"მძიმე ამბავია და გაფრთხილებთ, ეს პოსტი არ მოგეწონებათ…" - გიგა მაქარაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატუსს ავრცელებს

მკითხველის კომენტარები / 31 /
გამოხტება ეხლა ყველა ვაზელინი საქმის გასარჩევად
fan1
17 ივლისი 2022 19:02
2
ეს და ოქიტაშვილი ძმები არიან?
ირაკლი პაპა
17 ივლისი 2022 13:45
4
ჯერ ერთი ვისგან იცავთ ხვიჩას ან რა შჭირს დასაცავი? ეს წარმატებულ სპორტსმენთან მიტმასნებას უფრო ჰგავს. მერე დაუშვათ იცავ, ძალადობისკენ მოწოდება და თავყბის დამტვრევა რა უბედურებაა? შე კაი კაცო, ეგეთი მამაცი და უსამართლობასთან მებრძოლი თუ ხარ, ერთი სიტყვა იმ კაცის დასაცავადაც გეთქვა, ვისთანაც წლებია მუშაობდი და მეგობრობდი, ეხლა კი ციხეშია იმის გამო, რომ ცოლი სამსახურის მანქანით სარგებლობდა და ეს იმ ქვეყანაში სადაც პრემიერი ცოლს ტყეს ჩუქნის.
irakli81
17 ივლისი 2022 11:02
12
ამას რომ მორალი და ღირსება არ აქვს ბევრჯერ დამტკიცდა.
ისე, რაც ელიზბარაშვილიმა ალალად აგინა იმის მერე სუუულ მეცოდება ეს უბედური, ეს გლახა ესა.
მდააა...
17 ივლისი 2022 17:19
1
ეგ კაცი, ნაცების დროს ნაცი იყო და ქოცების დროს ქოცია. კაი კამსამოლა გამოვიდოდა. დათუნაშვილზე რაო? ან ნაცების დროს ზვიადაური დაიცვა?
+100
17 ივლისი 2022 14:04
5
რამხელა ტექსტი დაუწერია ობოლაძეს, არადა მაქსიმუმ 5 წინადედებაში მაინც ჩატეულიყო.

სანაიამ რაც ისაუბრა -ყველაფერია 100%% ოღონდ სხვა ფორმით, არა იმ ფორმით რომ ადანაშაულებ, უფრო რჩევის კუთხით უნდა ეთქვა.
სარკე
17 ივლისი 2022 02:23
36
სირცხვილია რას გავარტ დავკარგეტ ყველაფრის აზრი რა სუასია კვარა ხალხო დედა არაგვყავს ვაი ტქვენს პატრონს
kaka
17 ივლისი 2022 01:22
1
რამ გაგაბოროტათ ასე ძაან თქვე ბნელებო. ბადრი შუბლაძე შვილისშვილის ტოლი ბიჭია და ასე როგორ საუბრობ შე არაკაცო მართლა. ონიანმა პირდაპირ ეთერში ჩამოგამხო ყველაფერი და მერე შერიგება გინდოდა. ფუ მეზიზღებით სუყველა ვინც ხვიჩას შეეხება.
გოგა
17 ივლისი 2022 01:13
5
აფსუს სტადიონი გაავსო კაცმა და მაინც რაებს წერთ რა უნდა ეთქვა მაინც ასეთი არ გრცხვენიათ!!??
ზ.გ.
16 ივლისი 2022 23:38
2
დიმა სახელს და გვარებს არ დავასახელებო რომ იძახი რატომ? გამოკვეთილია სამი არაადამიანი მაქარაშვილი შუბლაძე და სანაია ქვეყნის მტრები და ის ხალხი კიდევ ვინც ამათ აზრს იზიარებს. ქართველი ხალხის საყვარელ ადამიანებს ჩირქს აცხებენ გავიხსენოთ ტალახაძე. პატრიარქი და უამრავი ის ადამიანი რომლებიც ამათ ხუშტურზე არ დადიან. ყველაფერი ეს სიბინძურე მოდის ნაცსექტიდან გაიგეთ ხალხო. ამათვის მიუგებელია სიწმინდე. მხოლოდ და მხოლოდ გარყვნილება. და ყვლაფერზე წამსვლელები არიან. დიდება ხვიჩას. ტალახაძეს და იმ ადამიანებს ვინც საქართველოს სახელი მსოფლიოში გაიტანა/
imereli
16 ივლისი 2022 22:45
9
ნუ ბჟუტურობთ,ნუ,გინდა ის მაქარაშვილები იყოს,და გინდა შენისთანა ,,პატრიოტები,,...
მოკლედ- მტერს- მტერი უნდა დაარქვა და ძველ ქართულად- ,,მტერს მტრისას, მოყვარეს მოყვრისა,,- ცხოვრების წესით უნდა იცხოვრო,თორემ ქ ა რ თ უ ლ ი არაფერი დარჩება-გაქვს და-სახელმწიფოსაც დავკარგავთ,ისიც უნდა გესმოდეს ,,პატრიოტ,, - მტრის დაფასებიდან მონობამდე-ერთი ნაბიჯია,და მონობიდან- გადაგვარევამდე-ორი(!),რამდენჯერ იყავით ერთი ყმაწვილო- საოკუპაციო ზოლის გასწვრივ და იქ მცხოვრები ქართველების- მტერთან უღირსად ცხოვრებით გულისტკივილი გაზიარებულ- გათავისებული(?!).
რაც შეეხება ჩვენ ტალანტებს,მათ-მსოფლმხედველობას,რაც განათლება,ინტელექტის,აქედან გამოდინარე მენტალიტეტიდან ყალიბფება-ნებისემიერ შემთხვევაში- პატივი უნდა ვცეთ,ხელის გულზე უნდა ვატაროთ,ისინი ქართული გენის ნიჭიერებას,შესაძლებლობებს აცნობენ მთელ სამყაროს,რაც თითოეული ქართველის საამაყო არის- უნდა იყოს,ე.ი. ს ა ა მ ა ყ ო შვილები არიან
და მხოლოდ- დიდი პატივისცემა- მოკრძალებით!
ზოგადად- როცა ქართველობა დაიწყებს ცხოვრებას-,,ჯერ ერი და ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო და მერე ის,რასაც განგება მარგუნებს,, ეეე,მერე შევქნით წარმატებულ,მტკიცე და მყარ სახელმწიფოს და შეუქცევადი ემიგრაციის პროცესი კი არ გვექნება,ღირსეული ადამიანების, რომელსაც მტერიც და მეგობარიც-პატივისცემით და მოკრძალებით დაუწყებს ურთიერთობას...მტერ-ს ტერ-ბის მიტაცების სურვილი კი აღარ ექნება(!)
კახაბერი
16 ივლისი 2022 21:41
12
მაქარაშვილი
....
16 ივლისი 2022 20:59
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული