"77
თაობის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი ეს ესაა ცხოვრების მთავარ გამოწვევას შეეჭიდა და იქაა სადაც უნდა იყოს. ფეხბურთში არაფრის წინასწარმეტყველება არ მოსულა, მარა საღი აზრის დონეზე, დიდი შანსია, რომ უახლოესი ათი წელი მის ნიჭზე და მონდომებაზე აეწყოს ნაკრების შეტევა.
თუ ნაციონალური ფეხბურთი გიყვარს შეუძლებელია მას პატივი არ სცე და მის განვითარებას არ დააკვირდე. ერთი “პრობლემაა”პოლიტიკაზე საჯარო საუბარი არ უნდა.
ან როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში საჯაროდ პოლიტიკაზე ილაპარაკოს ადამიანმა,
რამე მართლა რომ თქვას ან ქოცად გამოაცხადებენ ან ნაცად. რად უნდა ეს? ზოგადად, რატომ ექცევიან უპატივცემლოდ? თავის გუნდს და იქ დარჩენილ მეგობრებს საჯარო სკანდალებით რო არ დაემშვიდობა და მათზე უარი რო არ თქვა?
ეს რატომ უნდა გაეკეთებინა? ახლა მისი თვალით შეხედეთ აქაურობას, როცა შანსი მიეცა ჩამოვიდა და ამ ქვეყანაში რამდენი ხანიც შეეძლო ითამაშა, მერე სწორ ადგილას წავიდა და იქ თამაშობს სადაც მარადონას უთამაშია, როგორც იქნა დიდი ფეხბურთის შანსი მიეცა და უნდა დაამტკიცოს, რომ საკუთარ პოზიციაზე ინსინიეს შეცვლაც კი შეუძლია.
იცით ვინ არის ინსინიე? შესაძლოა თაობის ყველაზე ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელიც კი. სამშობლოში კი ამ დროს კონცერტებს უწყობენ.
დეპოლარიზაციის და ევროინტეგრაციის იმედი გვაქვს 6 თვეში, როცა იმაზეც კი არ შევთანხმებულვართ, რომ უფროსები იმას მაინც არ უნდა აგინებდნენ ვისაც ბავშვები ბაძავენ.", - წერს ხვიჩია.