ხვიჩას ფანტასტიკური დრიბლინგი და გოლი "პერუჯასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიმაროში სამოყვარულო „ანანუიას“ განადგურების (10:0) შემდეგ, „ნაპოლიმ“ მეორე საკონტროლო მატჩში სერია B-ს „პერუჯას“ შეხვდა, ხვიჩა კვარაცხელია ისევ სასტარტოში იყო, დებიუტში თავის მიერვე წამოწყებული ლამაზი დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა (ვიქტორ ოსიმჰენთან კედელი გაითამაშა) და ტრიბუნებზე ტიფოზებმა ქართველის სახელის სკანდირება დაიწყეს.

მას ყურადღებით მეურვეობდნენ, მცველმა წააქცია და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. პაუზისას კვარას მწვრთნელი სპალეტი მითითებებს აძლევდა და კომენტატორმა ხუმრობით აღნიშნა, ალბათ, რუსულად უხსნის სათამაშო სიტუაციასო. შეგახსენებთ, ლუჩანო 5 წელი „ზენიტს“ ედგა სათავეში. მეორე გოლი 36-ე წუთზე ზამბო ანგისამ გაიტანა და პირველი ტაიმი
2:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ სპალეტიმ მთელი გუნდი შეცვალა, საბოლოოდ კი „ნაპოლიმ“ 4:1 გიმარჯვა.

კვარაცხელიამ პირველ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემდეგ სპარინგს ნეაპოლური გუნდი 27 ივლისს თურქულ „ადანა დემირსპორთან“ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
გენაცვალე კვარა! ოქროს ბიჭი ხარ! საუკეთესო იქნები!
დათო
18 ივლისი 2022 08:50
0
shen genacvalos mtelma sakartvelom. chveni varskvlavi.carmatebebi .gvaxare da gbaxare
კუ კობსონი
18 ივლისი 2022 00:51
0
ეს კაცი საბოლოოდ გაფრინდება.......... თან მაგრად,,,,,,
სტალინი
18 ივლისი 2022 00:05
0
გენაცვალეეეე!!!!!!!!
ILIA
17 ივლისი 2022 23:37
0
მიდი, იფრინე!!!
შემოგევლე, ხვიჩა!!!
გაახარე მთელი საქართველო, საფეხბურთო სამყარო!!!
ადიდე ქართული გენი!!!
ბესო შიოშვილი
17 ივლისი 2022 23:11
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული