ხვიჩას ფანტასტიკური დრიბლინგი და გოლი "პერუჯასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიმაროში სამოყვარულო „ანანუიას“ განადგურების (10:0) შემდეგ, „ნაპოლიმ“ მეორე საკონტროლო მატჩში სერია B-ს „პერუჯას“ შეხვდა, ხვიჩა კვარაცხელია ისევ სასტარტოში იყო, დებიუტში თავის მიერვე წამოწყებული ლამაზი დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა (ვიქტორ ოსიმჰენთან კედელი გაითამაშა) და ტრიბუნებზე ტიფოზებმა ქართველის სახელის სკანდირება დაიწყეს.

მას ყურადღებით მეურვეობდნენ, მცველმა წააქცია და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. პაუზისას კვარას მწვრთნელი სპალეტი მითითებებს აძლევდა და კომენტატორმა ხუმრობით აღნიშნა, ალბათ, რუსულად უხსნის სათამაშო სიტუაციასო. შეგახსენებთ, ლუჩანო 5 წელი „ზენიტს“ ედგა სათავეში. მეორე გოლი 36-ე წუთზე ზამბო ანგისამ გაიტანა და პირველი ტაიმი
2:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ სპალეტიმ მთელი გუნდი შეცვალა, საბოლოოდ კი „ნაპოლიმ“ 4:1 გიმარჯვა.

კვარაცხელიამ პირველ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემდეგ სპარინგს ნეაპოლური გუნდი 27 ივლისს თურქულ „ადანა დემირსპორთან“ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
იტალიაში გაცილებით უფრო კარგად ითამაშებს ხვიჩა. რუსეთში მცველები უხეშად თამაშობენ, მოედნები არ ვარგა და თანაგუნდელების ცუდი გადაცემების მერე დრო ეკარგებოდა. აქ მიაქციეთ ყურადღება პასების ხარისხს: დროული, ზუსტი, ადვილად დასამუშავებელი.
ქ. გ.
18 ივლისი 2022 17:14
0
ლინკი ნაპოლის თამაშების ?
გუსანი
18 ივლისი 2022 16:54
0
ჭ კლასის გუნდებთან მართლა მაგარია კვარადონა, მერე თუ არ მიიღო სკამის ფორმა.
A BBA
18 ივლისი 2022 14:33
10
ყოჩაღ კვარა, მაგრამ ფანტასტიკური დრიბლინგი?!
ანდრი
18 ივლისი 2022 12:10
1
აი,ეს,0ხარტ
giopgi
18 ივლისი 2022 11:36
2
მიიღეთ ნაცებო? ბოღმისგან არ გასკდეთ))))
ლევი
18 ივლისი 2022 11:33
5
მოდით რა ნუ აბუქებთ, ეს გოლი მთლიანად იმ კაცმა შექმნა ვინც ბოლო პასით პერუჯას მთელი დაცვა მოჭრა და კვარა მეკარარეს შეატოვა, სად არის აქ დრიბლინგი, თანაც ფანტასტიკური. შესრულებით კი შეასრულა-ორი აზრი არ არის.
თომა
18 ივლისი 2022 10:12
25
ჯერ იყო კალა ეხლაა კვარააააა ... რა დავწერო .
dato
18 ივლისი 2022 09:46
1
ეს სპალეტია თუ გალეტი ხომ არ უბერავს, რა ჭირს კვარას მისი ასახსნელი? რა მითითეთები- ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელში თანამედროვე ფეხბურთის მეგა- ვასკვლავი.
კახი
18 ივლისი 2022 09:45
4
კვარა აუცილებლად დადგება დიდი, ძალიან დიდი ფებურთელი! არიან ადამიანები, როდესაც წარმატებას მიაღწევენ - განცხრომას ეძლევიან და ყველაფერს კარგავენ, ის ისეთი არაა, მისთვის წარმატება მეტი მოტივაციაა ახალი, უფრო დიდი წარმატებისთვის.
ლევანი
18 ივლისი 2022 08:54
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული