ხვიჩას ფანტასტიკური დრიბლინგი და გოლი "პერუჯასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიმაროში სამოყვარულო „ანანუიას“ განადგურების (10:0) შემდეგ, „ნაპოლიმ“ მეორე საკონტროლო მატჩში სერია B-ს „პერუჯას“ შეხვდა, ხვიჩა კვარაცხელია ისევ სასტარტოში იყო, დებიუტში თავის მიერვე წამოწყებული ლამაზი დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა (ვიქტორ ოსიმჰენთან კედელი გაითამაშა) და ტრიბუნებზე ტიფოზებმა ქართველის სახელის სკანდირება დაიწყეს.

მას ყურადღებით მეურვეობდნენ, მცველმა წააქცია და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. პაუზისას კვარას მწვრთნელი სპალეტი მითითებებს აძლევდა და კომენტატორმა ხუმრობით აღნიშნა, ალბათ, რუსულად უხსნის სათამაშო სიტუაციასო. შეგახსენებთ, ლუჩანო 5 წელი „ზენიტს“ ედგა სათავეში. მეორე გოლი 36-ე წუთზე ზამბო ანგისამ გაიტანა და პირველი ტაიმი
2:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ სპალეტიმ მთელი გუნდი შეცვალა, საბოლოოდ კი „ნაპოლიმ“ 4:1 გიმარჯვა.

კვარაცხელიამ პირველ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

შემდეგ სპარინგს ნეაპოლური გუნდი 27 ივლისს თურქულ „ადანა დემირსპორთან“ გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
იტალიაში გაცილებით უფრო კარგად ითამაშებს ხვიჩა. რუსეთში მცველები უხეშად თამაშობენ, მოედნები არ ვარგა და თანაგუნდელების ცუდი გადაცემების მერე დრო ეკარგებოდა. აქ მიაქციეთ ყურადღება პასების ხარისხს: დროული, ზუსტი, ადვილად დასამუშავებელი.
ქ. გ.
17:14 18-07-2022
0
ლინკი ნაპოლის თამაშების ?
გუსანი
16:54 18-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული