დიმაროში სამოყვარულო „ანანუიას“ განადგურების (10:0) შემდეგ, „ნაპოლიმ“ მეორე საკონტროლო მატჩში სერია B-ს „პერუჯას“ შეხვდა, ხვიჩა კვარაცხელია ისევ სასტარტოში იყო, დებიუტში თავის მიერვე წამოწყებული ლამაზი დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა (ვიქტორ ოსიმჰენთან კედელი გაითამაშა) და ტრიბუნებზე ტიფოზებმა ქართველის სახელის სკანდირება დაიწყეს.
მას ყურადღებით მეურვეობდნენ, მცველმა წააქცია და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა. პაუზისას კვარას მწვრთნელი სპალეტი მითითებებს აძლევდა და კომენტატორმა ხუმრობით აღნიშნა, ალბათ, რუსულად უხსნის სათამაშო სიტუაციასო. შეგახსენებთ, ლუჩანო 5 წელი „ზენიტს“ ედგა სათავეში. მეორე გოლი 36-ე წუთზე ზამბო ანგისამ გაიტანა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ სპალეტიმ მთელი გუნდი შეცვალა, საბოლოოდ კი „ნაპოლიმ“ 4:1 გიმარჯვა.
კვარაცხელიამ პირველ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შემდეგ სპარინგს ნეაპოლური გუნდი 27 ივლისს თურქულ „ადანა დემირსპორთან“ გამართავს.