სპალეტი: კვარამ ხარისხი უზრუნველყო

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპოალეტიმ "პერუჯასთან" მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო, რომელმაც ლამაზი გოლი გაიტანა.

"ბურთს კარგად ვფლობდით, კვარამ პირველ ტაიმში ხარისხი უზრუნველყო. ღირსეული შემცვლელია ისეთი ჩემპიონისთვის, როგორიც ინსინიეა.

რა თქმა უნდა, გუნდის გაძლიერებაზე ვფიქრობთ, მაგრამ ბაზარზე ტრანსფერებს, ალბათ, ბოლოს განვახორციელებთ. მე სრულად ვენდობი ამ შემადგენლობას. გასაგებია, რომ გულშემატკივრებს უკეთესი თამაშის ნახვა სურთ, ამისათვის ინდივიდუალური მოქმედება და ტექნიკა უნდა ვაჩვენოთ.

ოსომჰენს ფორმაში ჩადგომა სჭირდება, თუმცა ჩვენ მისი პოტენციალი ვიცით და გასაუმჯობესებლად მუშაობას გავაგრძელებთ.

თუ პოლიტანო დარჩება და ისევე გაირჯება,
როგორც გასულ სეზონში, ჩვენ ყველანი ბედნიერები ვიქნებით".

მკითხველის კომენტარები / 8 /
რაში მდგომარეობს თქვენი აღფრთოვანების მიზეზი, რომ ერთმა საუკეთესო ქართველმა ქვეყანა დატოვა და თავისი ნიჭი ტალანტი და ენერგია სხვა ქვეყანას უნდა მოახმაროს? განა ასეთი ტალანტები და პროფესიონალები ჩვენ ქართველებს გვაწყენდა, განა ჩვენ ჩემპიონატში ვინმე უკეთესი დარჩა? იქნებ ამ აღფრთოვანების გარეშე დავდგეთ ერთად, დავიკაპიწოთ ხელები და ავაშენოთ საკუთარი ქვეყანა სადაც ყველას ადგილი იქნება. და არა ერთეულების, არ მოგწონს! წადი ბატონო ვინ გაკავებსო და გადავდენთ გენოფონდი საქართვლოსი ქვეყნიდან........ვერაფრით დავტეულვართ ჩვენს სამშობლოში ჩვენდა სამწუხაროდ! სახარელი და საზეიმო არაფერი გვაქვს, ქართველებს ვერეკებით საკუთარი ქვეყნიდან.........ოსმალოს და თათარა ხელგაშლილები გეპატიჟებით, ლამის არის ფეხქვეშ გავედით დოლარის გულისათვის........გააგრძელეთ! მიდით! მალე საქართველო ქართველების გარეშე იქნება!
Ანზორი
19 ივლისი 2022 19:14
2
ახლა უკვე თამამად შეიძლება თქმა, როგორც იქნა: ახალი ქართველი ვარსკვლავის აკაშკაშების მომსწრენი ვართ.
უფალი გფარავდეს, ჩვენო ოქროს ბიჭო!
დიდება საქართველოს!!!
ლევანი
18 ივლისი 2022 22:46
0
დაივიწყე რა ეს ინსინიე, დაიმახსოვრე კვარაცხელიააააა
სპალეტის
18 ივლისი 2022 17:53
0
კლასი ყველგან კლასია გინდა ნაპოლი იყოს და გინდა რეალი და გინდა ანკარაგუჯუ! ხვიჩამ ამ ორ თამაშში ყველას აჩვენა თუ ვინ იქნება ამ სეზონის (და შემდეგებშიც) ნაპოლიში პირველი "სკრიპკა" ! ისე ერთ მომენტს მინდა ხაზი გავუსვა არ ვიცი იქნება მომეჩვენა და ხვიჩას ფლანგზე მოთამაშე მარიო რუიმ (6 ნომერი) რამოდენიმე მომენტში დააიგნორა და არ მისცა პასები როცა თაცისუფალი იყო ხვიჩა @ ეხლა ოცნებებში წავალ და ვიტყვი--რა მაგარი იქნება წიტაიშვილი რომ წაიყვანოს ნაპოლიმ და ხვიჩას შეუწყვილოს მარცხენა ფლანგზე რა მაგარი იქნებოდა და რა ცეცხლს დაანთებდნენ ორივე მარვხენა ფლანგზე !!! არადა კაპიკები დაუჯდება ნაპოლის (როგორც ვიცი ნახევარი მილიონის ფარგლებში აფასებენ კიეველები)ან სამოშნიკოვი რომ წაიყვანონ(უფრო იაფად) ხვიჩასთან უმაგრესად რომაა შეთამაშებული (ნაცებო სად ხაართ აგერ "რუსეთუმე" გამომიჭირეთ DD) ყველას გვახსოვს შეტევასშიც რა მაგრა უგებდნენ ერთმანეთს და დაცვაშიც ძალიან მაგრა აზღვევდა ხვიჩას "სამოხა" ! ეს ისე ხუმრობით მაგრამ ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი სიმართლის დიდი პროვენტები რომ არ იყოს იქ ! ნობელ არუსტამიანმა რომ კითხა ვის წაიყვანდი იტალიაშიო ხვიჩამ პირველი სამოშნიკოვი დაასახელა !
zura222
18 ივლისი 2022 15:00
0
სიმართლეს თვალებში შევხედოთ. ძალიან ძნელია საქართველოს ჩემპიონატიდან ჩაერთო ისეთი გუნდის თამაშში,როგორიც ნაპოლის და საერთოდ იტალიური ფეხბურთია.ეს ბიჭი აკეთებს,რაღაც სასწაულს და უსურვოთ მას წარმატებები ამ რთულ გზაზე.ღმერთი შენსკენ ოქროს ბიჭო
კახა ქ.
18 ივლისი 2022 01:49
0
ხშირად მარცხენა ფლანგიდან შუისაკენ იწევდა, საჯარიმოს წინა ხაზთან ახლოს იღებდა ბურთს და შემდეგ უნარიანად არიგებდა პასებს.გოლიც მსგავსი პოზიციიდან შეიქმნა.კედლის გათამაშებით,კარგად გაჭრეს დაცვის ხაზი და გოლის გატანა,ხვიჩასთვის სირთულე აღარ იყო.ლამაზად და ტექნიკურად.
სოსო
18 ივლისი 2022 00:22
0
სოსო კარგად დაკვირვებიხარ თამაშს თითქმის მარჯვენა მხარეს მიდიოდა შეტევები და ბურთი მიეღო შუაში და მარჯვნივაც გადმოდიოდა ერთი აუტიდანაც კი შემოიტანა ბურთი რამოდენიმე შეტევა იყო მარცხნიდან სადაც ყველა გაამწვავა, ეს იმედია არ იყო ახალი ფეხბურთელია და არ მივცეთ პასი მაგიტომ ტვირთავდენ მარჯვნივ ლოსანოს და თუ იყო მალე მიახვედრებს ვინ არი გუნდში ვარსკვლავი ხვიჩა
სოსოს
18 ივლისი 2022 03:52
0
ღმერთი მისკენ!!
ქართველი
17 ივლისი 2022 23:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული