"თავს კვარაცხელიას ჩამოსვლით იმშვიდებენ - ნეაპოლიდან თვით მარადონა გააქციეს" - იტალიური მედიის პესიმისტური პროგნოზი

AutoSharing Option
მართალი გითხრათ, "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლას ერთგვარი შიშით ველოდი, თუ როგორ შეძლებდა უფრო მაღალ დონეზე თავის წარმოჩენას. "ანანუიასთან" ხვიჩას ჩინებულად თამაშის შემდეგ ბევრმა თქვა, რომ მეტოქე სამოყვარულო გუნდი იყო და ძნელი გახლდათ ამის მიხედვით დასკვნების გამოტანა, გუშინ კი სერია B-ს "პერუჯას" სახით უფრო სერიოზული გამომცდელი ჰყავდა და კვლავ გამოიჩინა თავი. ყოველგვარი ზედმეტი პატრიოტიზმისა და მიკერძოების გარეშე - "ნაპოლის" ჩვენებურის კლასის ფეხბურთელი არ ჰყავს და არც მთლად ისეთი გუნდია, ციდან ვარსკვლავებს რომ წყვეტს. ხვიჩამ ყოველგვარი კომპლექსის გარეშე დასძლია ადაპტაციის პერიოდი და ყველას აჩვენა,
რისი შნო და მარიფათი გააჩნია.

ტრიბუნები ქართველის გვარს უკვე შეცდომის გარეშე სკანდირებდნენ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, უთუოდ გახდება ნეაპოლელი ტიფოზების კერპი. არადა, რუსული მედია ისეთ შემაშფოთებელ პროგნოზებს აკეთებდა, თითქოს იქ დაიჩაგრებოდა და ჯოჯოხეთი ელოდა. გაიხსენეთ "სპორტ-ექსპრესში" გეორგი კუდინოვის სტატია: "ხვიჩა კვარაცხელია ჯერ არ ჩასულა "ნაპოლიში", მაგრამ უკვე მისი ვარსკვლავი გახდა".

alt"ნეაპოლი დუღს: ჩვენთან მოდის ფენომენი" - ხვიჩას ტრანსფერზე რუსული მედიის შურიანი და ირონიული წერილი

თავის მარცხენა ფლანგზე კვარა ჩინებულად მოქმედებდა, მაგრამ პასს ხშირად არ აძლევდნენ. ამიტომ იძულებული ხდებოდა, ხან ცენტრში შეწეულიყო და ხან მარჯვენა ფრთაზე გადასულიყო. ერთხელ მარჯვენა ფლანგიდან აუტიც კი მოაწოდა. "ნაპოლის" გულშემატკივრები სამართლიანად არიან შეშფოთებული გუნდის დაკომპლექტებით, რამეთუ შეტევების განვითარების ძალიან მწირი შესაძლებლობებია და ამ მხრივ რაღაცნაირად თვით "რუბინსაც" მოგვაგონებს. გასულ სეზონში რამდენიმე წარუმატებელი მატჩის მერე კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის სამუშაოდან დათხოვნას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ დატოვა და ახლა ლუჩანო სატრანსფერო პოლიტიკის გამო იძულებულია თავი იმართლოს. არადა, როგორც ჩანს, ეს საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის.

 

Tuttomercatoweb-ი წერს, რომ ხვიჩამ ყველა მოხიბლა და ახლა სპალეტი გაძლიერების მოლოდინშია: "ლორენცო ინსინიესთან დამშვიდობება უკვე ნაკლებად მძიმეა, ვიდრე ეს რამდენიმე თვის წინ გვეგონა. "პერუჯასთან" სცენაზე ისევ ხვიჩა კვარაცხელია გამოვიდა და თავისი ნიჭი კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. გვაჩვენა ფართო რეპერტუარი: აჩქარებები, სწრაფი მოძრაობები და დიადი ფეხბურთელის გადაცემები. მას აქვს შესანიშნავი უნარები და გამოჩენილი ჩემპიონის ღირსეული მემკვიდრეა".

 

"ნაპოლის" პრობლემებზე Vivoperlei Calciomercato-ში გამოქვეყნებულ ბლოგში ანტონიო გაიტომ ისაუბრა: "არა, ვულკანის ამოფრქვევას ამასთან არაფერი საერთო არ აქვს. ნეაპოლი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. როგორც ბევრი, მითიური "ღმერთი" მარადონაც ყოველგვარი სიყვარულისა და აკვიატების გარეშე აიძულა დაეტოვებინა ქალაქი, რომლისაც ბოლოს და ბოლოს ყველაფრით ვალდებული იყო.

"ნაპოლი" სკუდეტოს მარადიულ რბოლაში იმყოფება, მაგრამ ყოველთვის ყველაზე ლამაზ მომენტში იკარგება და წელს თავის პიკს აღწევს. რა თქმა უნდა, დახურა ციკლი იმ მოთამაშეებისა, რომლებმაც ბოლო პერიოდში თავი გამოიჩინეს და ამავე დროს, უნდა დაფიქრდნენ, როგორი იქნება ამჟამინდელი პროექტი. ოსპინა, გულიამი, კულიბალი, მერტენსი, ინსინიე, მილიკი - ეს დიადი გაქცევაა ნეაპოლიდან. მათ გუნდის აღორძინებაში გადამწყვეტი როლი ენიჭებოდათ და ყველა მთელ მსოფლიოში მიმოიფანტა - ლონდონიდან ტორონტომდე და ნეაპოლი თავს ძნელად წარმოსათქმელი გვარის მქონე ხვიჩა კვარაცხელიას ჩამოსვლით იმშვიდებს. ქართველი მაღალი კლასისაა, თუმცა სერია A ქართული ფეხბურთი არაა. ყოველ შემთხვევაში, ასე მოჩანს, თუმცა, რა თქმა უნდა - არასოდეს თქვა "არასოდეს". საჭიროა ჩაფიქრდნენ, მართებული გახლდათ თუ არა სპალეტის არჩევანი.

Sportall.Ge

ჩვენ კარგად ვიცით, როგორ დასრულდა მოვლენები "ინტერსა" და "რომაში", განსაკუთრებით, სიმბოლური და მნიშვნელოვანი მოთამაშეების მენეჯმენტში გახმაურებული კონფლიქტებით - როგორც ტოტისთან. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ სეზონში "ნაპოლის" ადგილი ჩემპიონთა ლიგაზე არაა, მისი რეალური შესაძლებლობა უკეთეს შემთხვევაში ევროპა ლიგაზე ასპარეზობაა და არსებობს ჰიპოთეზა, რომ ისიც დიდი მიღწევა იქნება, რაც გასულ სეზონში "მილანმა" შეძლო. ამის რისკი არსებობს.

არასოდეს არის კარგი ფეხბურთისთვის, როცა ისეთი ისტორიის მქონე გუნდი, როგორიც "ნაპოლია", ესოდენ მნიშვნელოვან ფიგურებს კარგავს, რაც დიდ გაქცევას ემსგავსება. ეს პაოლო სორენტინოს ახალ ფილმს ჰგავს. ქომაგები აღშფოთებული არიან, ვინაიდან "სათამაშოს" ნგრევის მომსწრენი გახდნენ, რომელმაც "ნაპოლი" მაღალ პოზიციაზე დააბრუნა, თუმცა ვერაფერი ვერ მოიგო. დე ლაურენტისს სპალეტისთან ერთად დაუპირისპირდნენ, მაგრამ საკითხი უფრო ღრმა და რთულია. საქმე ის არაა, რომ დე ლაურენტისი მითად იქცევა, თუ ის მოიყვანს მნიშვნელოვან მოთამაშეებს და შემდეგ უნდა იფიქროს მხოლოდ უარესზე, თუ ვერ შეძლებს გარკვეული დონის შენარჩუნებას. ნუ დაგვავიწყდება, რომ როგორც "გაზეტა დელო სპორტი" იტყობინება, კლუბს 135 მილიონი ევრო ვალი და აქტივში 140 მილიონი ჰქონდა. 2020-21 წლებში მოგებამ 179.4 მილიონი შეადგინა, ხოლო გასავალმა - 305.5 მილიონი. "ნაპოლის", "ინტერისა" და "იუვენტუსის" მსგავსად, დიდი სესხების აღება არ შეუძლია.

ეს რეალობაა (ნეაპოლის მფარველ სან ჯენაროს სასწაულის გამოკლებით). უკანასკნელ მომენტში მათ, სავარაუდოდ, მოუწევთ პროექტის შემცირება და გარკვეული პერიოდის განმავლობაში გუნდის საჩემპიონო ოთხეულის მიღმა ხილვა. "ნაპოლის" ადგილი, ალბათ, მომავალ სეზონში "რომასა" და "ლაციოს" შორის იქნება. თანაც, მოცემულ მომენტში "რომა" ფავორიტია. ვნახოთ, რა მოხდება უხილავი ლიგის მოედნებზე. და მაინც, არის განსაკუთრებული შემთხვევები და როდესაც საქმე ნეაპოლთან გვაქვს, რაიმეს მტკიცება ან უარყოფა უსარგებლო საქმეა".

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 39 /
თქვე იდიოტებო, ბრილიანტი გყავთ გუნდში და რა პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებთ, ხვიჩაა ზუსტად ის, ვინც ნაპოლის მოუტანს ნანატრ სკუდეტოს. ჯერ სადა ხართ.... ამას ქართველი რომ ვარ იმიტომ არ ვამბობ, ეს ბიჭი მოვლენაა ფეხბურთში თავისი ტალანტით, ნიჭით, შრომისმოყვარეობით, ადამიანობით, კაცობით, საქმისადმი მიდგომით, ხვიჩა აწი სულ მოუმატებს, მაგისი გამჩერებელი არავინ არაა. როგორც ნინიაშვილის მოსვლით რაგბიში იტალია დავამარცხეთ, ისე აიყვანს კვარა ნაკრებს იმ სიმაღლეებზე, რასაც ვინ იცის, რამდენი ხანია ველოდებით.
კაი რა
19 ივლისი 2022 17:04
4
კარგ ადგილას მოხვდა კვარა და კარგ დროს. თავის გამოჩენის იდეალური შანსი ექნება და გამოიჩენს კიდეც !!!
Joko
19 ივლისი 2022 12:07
1
ყველაფრი აქვს. შრომისმოყავრეობა, ნიჭი, ენთუზიაზმი და რაც მთავარია უყვარს ფეხბურთი და არ გადაყვება გართობას ზოგიერთი ქართველის მზგავსად.
ეს ესპანეთის და შვეციის დაცვამ ვერ გააჩEრა და დარწმუნებული ვარ სერია ა-შიც დიდ სიტყვას იტყვის
las
19 ივლისი 2022 09:58
0
გაიხარე შენ, აბა რაა, 100%-იან !!!
აჩი
19 ივლისი 2022 10:57
0
სხვათა შორის ნაპოლის ფეიჯზე ქართველები რო შეესევით და კვარა შოუ და კვარა მესია, მეტს რომ არაფერს წერთ ნეაპოლელები შეწუხებულები არიან და დაგვცინიან მექსიკელების შემოსევის მერე ქართველების შემოსევა გვაქო (ვიღაც მექსიკელი ფეხბურთელი უყიდიათ ადრე და ასე შესწვიან მექსიკელებიც.). ფანები ფიქრობენ რომ გუნდი საშინელ მდგომარეობაშია და გაისად მე-10ადგილს დაიკავებსო, რადგან არავის მოყვანას აღარ აპირებენდა საშინელ ფორმაშია დაცვა და ნახევარდაცვა.
Semi
18 ივლისი 2022 23:31
7
კომენტარიდან შინაარსის გამოტანაც არ შეგიძლია ვინ გეუბენა კვარას არ უგულშემატკივრო თქო ან საქარტველოსო. უბრალოდ გუნდი საშინელ მდგომარეობაშიაო და მარტო კვარა ვერ მოიგებს თამაშებს სერია ა სხვა დოენაო ამას წერენ. შენ თუ გინდა შევარდი და კვარა 77777777777777777777 წერე ფეისბუქზე.
საქართველოს
20 ივლისი 2022 09:39
0
შენ ისიც არ იცი ლოზანო ვინ არის და რა საერთო გაქვს ფეხბურთთან.მოდი რაი დუეზე გადართე და ვისაც საქართველო,ფეხბურთი და კვარა გვიყვარს,შეგვარგე გულშემატკივრობა,ჩემთვის კვარა მესიც არის,რონალდოც,მარადონაც და პელეც.მე საქართველოთი მიყვარს,ფეხბურთიც და კვარაც.ვისაც გიტყდებათ კიდევ ქართველობა(ამ ბოლო დროს რაღაც მოდაში შემოვიდა) იმათ შეგიძლიათ სხვა ქვეყნებს უგულშემატკივროთ. Თქვენ უბრალოდ წარმოდგენა არ გაქვთ ფეხბურთზე და გულშემატკივრობაზე,თორემ გეცოდინებოდათ ევროპელები როგორ აფანატებენ თავიანთ კლუბებზე.რათქმაუნდა ეს არც არის სასირცხვილო.
საქართველო
19 ივლისი 2022 23:53
3
ყველა გამოხმაურება
ზურა, შენ რატომ უნდა მოგაჩვენო თავი ხვიჩას ფანად, რამეს წარმოადგენ? :დდ
სხვათაშორის რუსეთუმეებს იმედი უნდა გაგიცრუოთ, ხვიჩა თქვენიანი არ არის. ურალებში და ციმბირებში თქვენი შვილები გაუშვით ვისაც რუსეთი გიყვართ.
პროევროპული ადამიანები ნაცები არ ვართ-ჯამი ჭურჭელია. ორჯერ ორი ოთხია. მეტნაირად როგორ ავხსნა თქვენს დონე რომ ჩამოვიყვანო.
ხვიჩამ ნეაპოლზე თქვა ასეთი ლამაზი ქალაქი არსად მინახავსო, მოსკოვებზე და ყაზანებზე კი არა.
ბიჭს რუსეთუმეებს ვერ დაგითმობთმ ეგ ბიჭი არის ბრილიანტი და შეეშვით ყველა.
ჭაობიდან წამოვიდა და სამოთხეში მოხვდა, ვერც სანაია და შუბლაძე დააკლებს ვერაფერს და ვერც თქვენ.
აღარ გამომეხმაუროთ კომენტარებზე. რადგან ვერ ვამტკიცებ რომ ნაცი არ ვარ, თავს აღარც დავიღლი.
შეურაცხყოფა თავად მომაყენეთ და წესით უნდა გიტყდებოდეთ მაგრამ რანაირად აბა?
Winter
18 ივლისი 2022 22:24
6
სხვათაშორის მამა პეტრე კოლხმა რომ დადო ხვიჩასთან გადაღებული ფოტო, ნაცი ეძახა ბევრმა ვიწრო აზროვნებიანმა ხვიჩას და მაგათგანაც ვიცავდი. ეს ხვიჩაო ნაცების და გვარამიას მამაოსთან რატო იღებს ფოტოებსო :)
დროა მორჩეთ ყველაფრის ასე ჩაკეტილად ყურებას, თორე არაფერი გეშველებათ.
სიძულვილის ენაც გაუნათლებლობისგან არის გამოწვეული.
წარმატებები:)
Winter
19 ივლისი 2022 14:27
4
ბატონო მოსეხონელი, საქართველო რომ არის ევროპული ცივილიზაციის უდიდესი ნაწილი მაგიტომაც მაქვს პროტესტი, რუსეთმა რომ დაგვაშორა ევროპას და 70 წელი მონობაში გვამყოფა. იმდენი ხანი გამყოფა რუსად, არც "ვეფხისტყაოსანზე" სმენია ევროპას და არც ძველ კოლხეთზე მაინცდამაინც. ეს რუსეთმა გაგიკეთა,რომ არ გაგეხედა რკინის ფარდის მიღმა.
მე არ მოვესწარი იმ დროს (სსრკ ს), მაგრამ საკმარისი ცოდნა განაჩნია. რადგან აგრესორის მიმართ პროტესტი მაქვს აქ ნაცს მეძახიან და ცოტა მეცინება, ნუთუ ადამიებს ისე აქვთ გონება შეზღუდული, რომ ნაცების და ქოცების იქეთ ვერ იხედებიან?
არც არავის წინაშე ვაპირებ თავის მართლებას, სანაიასაც გავეცი საკადრისი პასუხი და მაქარაშვილსაც. სხვებსაც გავცემ, ვინც ჩემს საყვარელ ფეხბურთელს შეეხება, ან რუსეთუმეების რიგში გაიყვანს...
თუ უნდათ ხვიჩას გულშემატკივარ "ნაციონალად" ჩამთვალონ ეგეც არ მადარდებს :დდდ
მაგის გონება არ ეყოფათ აქ, რომ ადამიანს არ იცნობენ და პირდაპირ ნაცს ეძახიან :))
მაგათი ლოგიკით მთელი დასავლეთი ნაცია და მაგათ რომ აჰყვე თავიანთ დონეზე დაგიყვანენ.
ამ საიტზე მხოლოდ ხვიჩას ამბების გასაგებად შემოვდივარ, თუმცა სხვა უამრავი უცხოური საიტიდან უკეთ ვიღებ ინფორმაციას და კომენტარებიც შეგნებული იწერება.
მხოლოდ საქართველოში ყარს სოც სივრცე :)
Winter
19 ივლისი 2022 11:54
3
ყველა გამოხმაურება
ვისაც კვარას წარმატებები არ უხარია ყველას მოვიკითხავთ ტყიბულიდან!!!!

არ დაბლოკოთ!
დელ პიერო
18 ივლისი 2022 21:21
3
ასეთი ამბავი მაქვს ფეისბუქზე
Skeleton
18 ივლისი 2022 21:13
2
ერთი წინადადება რატომ გამომიქვეყნეთ, რამხელა ტექსტი მეწერა :))))
Skeleton
18 ივლისი 2022 21:35
2
ხვიჩა საუკეთესო იყო ორივე თამაში. მთლიანად ნაპოლი ვერ არის დაკომპლეკტებული და ალბათ ვერც მოასწრებენ ნორმალურად დაკომპლექტებას. 6 ძირითადი მოთამაშის წასვლა დიდი დანაკლისია. დიბალაც ალბათ მაგიტომ არ გადავიდა და რომა აირჩია, არადა ლიგაზე გამოსვლის პერსპექტივა ქონდა. ალბათ ევროპა ლიგის ზონაშიც გაუჭირდება წელს შესვლა ნაპოლის. ჩვენ რა თქმა უნდა მთელი გულით ვუგულშემატკივრებთ ხვიჩას და ნაპოლის.
G.LA
18 ივლისი 2022 20:57
1
ნაპოლი პირდაპირ ლიგაზე ხვდება მემგონი
გიორგი
19 ივლისი 2022 11:03
1
რათმაუნდა ნაპოლი წელს იქნება ძალიან სუსტი სადღაც შუაში იტრიალებს მაგრამ აქ რა არი მთავარი ამ გუნდში კვარა იქნება გამორჩეული ლიგაზეც გამოდის იქაც გაიბრწყინებს ეს მეტ ყურადღებას მოიტან ჩვენი მაგარი ბიჭის მიმართ ისე აღარ იქნება მთელ ტაიმში 5ჯერ მიცეს მარტო ბურთი და 5ივე გაამწვავა გუნდშიც მიხვდებიან რომ ძირითადის და ერთადერთი იმედია იმას აღარაფელი უშველის წინა თამაშზე ვისაც ჯიგრობდენ რომ ძირათადიდან არ ამოაგდოს კვარა უკვე ძირითადის ფეხბურთელია.
Soso
18 ივლისი 2022 20:41
6
აი ამ დასკვნას რის საფუძველზე აკეთებთ რადგან კულიბალიმ, ინსინიემ და მერტენსმა გუნდი დატოვეს, ანუ ეხა ახალ მცველს მოიყვანენ ლაციოდან, ის ოლივიერაც კაი ბიჭია მაგ ფლანგზე უჭირდათ, პლუს კვარა, ოსიმენი. კვარამ და მაგან თუ აუწყეს ჩვეულებრივად შეუძლაით ისევ ლიგისთვის იბრძოლონ. იქით ლოსანო, დეოლოფეუ უნდათ კიდე, რავი აბა მეტი ვინ მოიყვანონ. საკმაოდ კაი ფეხბურთელები ყავთ ყველგან და მინიმუმ ევროპალიგაზე გავლენ, გამოჩნდება მოკლედ.
ABCABC
19 ივლისი 2022 14:29
1
წარმატებები კვარაცხელიას!!!
!!!
18 ივლისი 2022 20:38
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული