"ინსინიესგან სრულიად განსხვავდება და გეტყვით, რატომ..." - "ინტერის" ყოფილი მცველი ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია ახალ გუნდთან ერთად წინასასეზონო შეკრებას გადის. ქართველმა ბრწყინვალე მატჩები გამართა, რაც იტალიურ მედიას უყურადღებოდ არ დარჩენია. ამჯერად "კვარას" შესახებ La Gazzeta dello Sport-თან "ინტერის" ყოფილი მცველი დანიელე ადანი საუბრობს.

"ხვიჩა სერია A-ში აბსოლუტურად განსხვავებული სახე იქნება. ველოდები, რომ ქართველი დაუყოვნებლივ მოახდენს გავლენას ჩვენს ჩემპიონატზე. თამაშს იდეალურად გრძნობს, მუდმივად მზადაა მსხვერპლი გაიღოს, აქტიურად მიმართავს პრესინგს; ამასთან ერთად, ერთი სიამოვნებაა მისი ნახვა ბურთით მოქმედებისას. ნეაპოლში სჯერათ, რომ ხვიჩა ინსინიეს შემცვლელად მივიდა, თუმცა ქართველს მოედანზე ერთი კონკრეტული ფუნქცია არ აქვს, ნაკრებში თამაშისას
შეტევაში რამდენიმე როლს ირგებს და ბევრი გოლი გააქვს. ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა, რომელიც საფეხბურთო ოსტატობითაცაა დაჯილდოებული".

შეგახსენებთ, "ნაპოლი" წინასასეზონო შეკრებას გადის. "ლურჯები" მორიგ ამხანაგურ მატჩს "ადანა დემირსპორის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"კვარას" ბრწყინვალე "მაკრატელა" და აღტაცებული გულშემატკივრები [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 11 /
ქართველების ეს სენი, უკვე გულის ამრევია, მაქარაშვილი მარქარიანი, სააკაშვილი სააკიანი, უსუფაშვილი უსუფოვი, ივანიშვილი ებრაელი, ბაქრაძე ქურთი....სხვა არგუმენტი არ არსებობს? თუნდაც თუ სომეხია ან ებრაელი წარმოშობით შენზე ნაკლებია რამით თუ რა ხდება....
11
ფორცა ხვიჩა-კვარა-კოჩი!
ვივა ხვიჩა, ვავა სანაია მარქარასთან ერთად!
ვაჟა მასწავლებელი
14:15 20-07-2022
3

სიახლეები პოპულარული