ხვიჩა კვარაცხელია დიმაროში ვარჯიშებზეც შესანიშნავად გამოიყურება და თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს შესანიშნავი თამაშით აბედნიერებს.
ამჯერად, საფეხბურთო ჩოგბურთში "კვარამ" შესანიშნავი "მაკრატელა" დაარტყა და გულშემატკივრების აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
შეგახსენებთ, ქართველმა ფეხბურთელმა "ნაპოლის" რიგებში 2 ამხანაგური შეხვედრა ("ანაუნიასთან" 10:0, "პერუჯასთან" 4:1) გამართა და ჯამში 3 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.
მოგეხსენებათ, "ნაპოლი" სერია A-ს ახალ სეზონს 15 აგვისტოს ვერონის "ჰელასთან" მატჩით გახსნის.