ამჯერად აქილევსის მყესის პრობლემა - კიტეიშვილი კვლავ ტრავმირებულია

AutoSharing Option
გრაცის "შტურმის" ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი მოედანზე გასვლას კვლავ ვერ ახერხებს, 26 წლის ფეხბურთელს ამჯერად აქილევსის მყესის პრობლემა აქვს.

აღნიშნული ინფორმაცია ავსტრიული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ილცერმა დაადასტურა.

"ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, თუმცა გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ტრავმის გამო თითქმის წელიწადი გამოტოვა, კვლავ ტრავმირებულია. რთული სათქმელია, როდის იქნება მზად, აქილევსის მყესის პრობლემა აქვს. ასეთ დროს მოთამაშის 100 პროცენტით დატვირთვა არ შეიძლება. ალბათ, რეაბილიტაციას გარკვეული დრო დასჭირდება".

შეგახსენებთ, კიტეიშვილი "შტურმს" 2018 წელს თბილისის "დინამოდან" შეუერთდა. ამ პერიოდში ოთარმა
კლუბის ღირსება 99-ჯერ დაიცვა, გაიტანა 18 გოლი და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძლივს ერთხელ შეიკრიბა თითქმის საბრძოლო შემადგენლობა და რამდენი სიხარული გვაჩუქეს ბიჭებმა.კიტეს გარეშე, ძალიან გაგვიჭირდება შემოდგომისათვის.იმედი მაქვს, სერიოზული არაფერი იქნება და სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,ოთარს.
სოსო
16:14 20-07-2022
0
ეჰ მე უკვე აღარ მაქ მაგის იმედი.
ეეე
16:20 20-07-2022
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული