"ხვიჩას ნაპოლის გაძლიერება შეუძლია, მაგრამ გუნდის ბედი ოსიმენს უკავშირდება..." - კაპელო "კვარას" შესახებ საუბრობს

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ "ნაპოლის" ქართველ ახალწვეულ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ჩვენებური ნეაპოლელებისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია, თუმცა გუნდის წარმატება დიდწილად ვიქტორ ოსიმენზეა დამოკიდებული.

"ნაპოლიმ" დაკარგა ინსინიე და არა რომელიმე რიგითი ფეხბურთელი. ახლა საჭიროა გავიგოთ, რას იზამს მისი შემცვლელი ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც ყველა კარგს საუბრობს.

ქართველს შეუძლია გუნდი მნიშვნელოვნად გააძლიეროს, მაგრამ ნათელია, რომ დღევანდელი "ნაპოლის" ბედი ოსიმენს უკავშირდება. ასევე არის ლოზანო, უფრო ნაკლებად შემტევი, ვიდრე ნიგერიელი, თუმცა სივრცეების პოვნა მასაც შეუძლია. 

კვარაცხელიასა და ოსიმენს კარგი წყვილის შექმნა შეუძლიათ და
ვნახოთ, სპალეტი რას მოიფიქრებს. ოსიმენმა "ნაპოლიში" უდიდესი პროგრესი განიცადა და შესაძლოა, ეს სეზონი მისთვის ერთ-ერთი გარდამტეხი აღმოჩნდეს", - ამბობს კაპელო.

alt"La Gazzeta dello Sport-ის ვარდისფერი ფურცლების გარეკანზე და ნეაპოლელების ოცნებები..." - ფრანგული მედია ხვიჩას განვლილ გზაზე წერს

მკითხველის კომენტარები / 9 /
არმინდა ზედმეტი ქებასავით გამომივიდეს, არ ვარ მიჩვეული და არმიყვარს ვინმეს გაღმერთება, უბრალოდ დააკვირდით, ხვიჩასთან ერთად და ხვიჩას გარეშე გუნდებს, სადაც უთამაშია...
ჩვენი ნაკრები, რუბინი, დინამო ბათუმი...
როგორ თამაშობს ნაკრები როცა ხვიჩა არის და როგორ თამაშობს მის გარეშე, ბათუმის დინამო ნახეთ როგორ თამაშობს მის გარეშე, რუბინს აღარც მოვიკითხავ.
უბრალოდ დააკვირდით რამდენი რამე შეუძლია ერთ ადამიანს, რამხელა გარდატეხა შეუძლია შეიტანოს თამაშში. როცა იძახდნენ ხვიჩას იმედი გვაქვსო, სულ ვაპროტესტებდი, როგორ შეიძლება გუნდურ თამაშში მარტო ერთი კაცის იმედი გქონდეს და მერე ყველა ტვირთი მას აჰკიდოთქო, მაგრამ ჯერ კიდე ვერ ვხვდებით რამდენი შეუძლია და რამხელა ძალაა ნაკრებისთვის და გუნდებისთვის.
საქართველოს ჩემპიონატი რატომ გახდა ყურებადი სანამ აქ იყო? ჯერ ხო უმაგრესად თამაშობდა და თანაგუნდელები ვერ ბედავდნენ ჩამორჩენოდნენ, მერე მეორე ვის წინააღმდეგაც თამაშობდა, ისინი გაცილებით მეტად ინდომებდნენ და ტყავიდან ძვრებოდნენ.
კი იძახდნენ სკეპტიკოსები, აქ გავლით არის და თავი დიდი ვინმე ჰგონიაო, მაგრამ ერთ თამაშშაც ვერ და ასახელებენ სადაც ბოლომდე არ იბრძოლა და არ ითამაშა, თუნდაც ტრავმის რისკის ქვეშ, ყანა მინდვრის საფარზე.
ძალიან დასანანია რომ მარტო ერთია ასეთი და ათი თავით ჩამორჩებიან სხვები. ძალიან ბევრს შევხედე იმედის თვალით მაგრამ ხვიჩასთან ყველა "ტყუის", რაგავაკეთო..
მთელი ცხოვრებაა ფეხბურთს ვუყურებ და იმდენმა ფეხბურთელმა გაიარა ჩემს თვალწინ, თავს არ ვიქებ მაგრამ შეფასებები არ მეშლება :)
ყველაზე მეტად რისიც კოშმარულად მეშინია, ტრავმები არ მიიღოს. დანარჩენზე არაფერზე ვნერვიულობ იმიტომ რომ პროფესიონალი, უკვე გაზრდილი, ჩამოყალიბებული და მსოფლიო დონის ფეხბურთელია.
რომ წერენ ხვიჩა უნდა გახდეს დიდი ფეხბურთელიო ჩემი აზრით სისულელეა, იმიტომ რომ ის უკვე არის დიდი ფეხბურთელი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ უფრო მეტს არ უნდა ეცადოს, ფეხბურთი ისეთი სპორტია ეგრევე ჩამოგაგდებენ ძირს, როგორც კი მოუკლებ. ეგ არ ესწავლება აქედან. ყველა ჩვენგანზე უკეთესაც იცის.
ბოღმიანიც ბევრი ეყოლება და სკეპტიკოსიც, ესეც ნაწილია დიდი ფეხბურთელობის და ესეც საჭიროა. პირს ვერავის ამოუკერავ თუმცა უსამართლოდ ვინც შეეხო ყველამ მიიღო საკადრისი პასუხი და მომავალშიც მიიღებს.

Winter
21 ივლისი 2022 22:56
1
ყველაფერში გეთანხმები
თენგო
22 ივლისი 2022 14:14
0
Winter-ს აი ზუსტად შენს კომენტარზე დაიწერება 1 000 000%-ით მართალი ხარო
გიორგი
22 ივლისი 2022 11:45
1
ყველა გამოხმაურება
დადგა დრო ხვიჩამ აჩვენოს თავისი ნიჭი და ანახოს ვინ არის ლიდერი გუნდში.
rezio
21 ივლისი 2022 21:01
1
"მენტალისტ"_ს საღოლ...
მართალი!
21 ივლისი 2022 20:10
0
თუ ტრავმებმა ხელი არ შეუშალა, ხვიჩა გახდება იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო ან სულაც საუკეთესო ფეხბურთელი.
დარწმუნებული ვარ ამაში.
ILIA
21 ივლისი 2022 19:31
1
კვარას მართლა ყველაფერი აქვს, რომ მსოფლიოს ვარსკვლავად იქცეს. ნიჭი ხომ აქვს, მოტივაცია არ აკლია, გარეგნობა აქვს (ეს დღევანდელ ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია, მარკეტინგი=კარგად გაყიდვადია).

მჯერა რომ საოცრებებს იზამს, ნაპოლი ბრენდია ყველასთან მოსაგებად გადის, ამიტომაც მეტ გოლს ველოდები, რუბინი პირიქით იყო უფრო დაცვიდან თამაშობდა, კვარა, სამოშნიკოვი და მაკაროვის გარდა ბურთი ვერავის ამოჰქონდა, ამიტომაც იძულებული იყო პასები დაერიგებინა და გოლები ამიტომაც ვერ გაჰქონდა.

ბათუმი შემტევი, ძლიერი გუნდია და იმ წამსვე დაიწყო გოლების გატანა.
უდიდესი წარმატებები კვარას. მისი წარმატებები ქვეყანაში ფეხბურთს წამოწევს და ბავშვებს მოტივაცია გაუჩნდებათ, რომ თურმე შესაძლებელია ქართველმა ისევ ითამაშოს გრანდში ისევე როგორც არველაძის, კალაძის ქინქლაძის, ქეცბაიას და ა.შ დროს.
მენტალისტი
21 ივლისი 2022 18:12
0
ყველაფერში გეთანხმებით!
Winter
21 ივლისი 2022 22:33
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული