"ომის გამო არ მეშინოდა, მაგრამ... თუ სპალეტი ამ მისიას მე დამაკისრებს, ბედნიერი ვიქნები" - ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელია კვლავ იტალიური პრესის ყურადღების ცენტრშია. "ნაპოლის" გარემარბმა ამჯერად ადგილობრივ გამოცემა Il Mattino-სთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე

"ჩემპიონთა ლიგაზე თამაში არის პირველი ოცნება, რომელიც ჩემთვის ფეხბურთს უკავშირდება. ნეაპოლში საოცარი ატმოსფეროა და მოუთმენლად ველი ამ ტურნირზე თამაშს".

საყვარელი პოზიცია

"თავს ყველაზე კომფორტულად მარცხენა ფლანგზე ვგრძნობ, მაგრამ გუნდისთვის ნებისმიერ პოზიციაზე ვითამაშებ. მომწონს სტანდარტულების შესრულება, მაგრამ გუნდში ამ მხრივ დიდი კონკურენციაა. თუ სპალეტი ამ მისიას მე დამაკისრებს, ბედნიერი ვიქნები".

პირველი შთაბეჭდილებები თანაგუნდელებსა და მთავარ მწვრთნელზე

"სპალეტი შესანიშნავი მასწავლებელია. ის ყოველდღე
რაღაც ახალს მასწავლის, თუმცა იმავეს ყველასთან აკეთებს. სეზონის დაწყებამდე ცოტა დრო დაგვრჩა და მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს, რათა საკუთარი იდეები ფეხბურთელებამდე სწორად მიიტანოს. თანაგუნდელები ძალიან თბილად შემხვდნენ, ყველას ვუყვარვარ. ამ კვირების განმავლობაში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, ისე მიმიღეს, როგორც ოჯახის წევრი. ეს ჩემთვის განსაკუთრებული რამაა".

იტალიური ენის შესწავლაზე

"აქ მითხრეს, რომ თავდაპირველად უნდა ვისწავლო ნეაპოლური და შემდგომ იტალიური. ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვიცი, მაგრამ გუნდში შესანიშნავი მასწავლებლები მყავს. ასე რომ, კარგ ხელში ვარ. აქაურ სამზარეულოს უკვე გავეცანი. ტომაზოს პიცა, ყავა და მოცარელა ნამდვილად შთამბეჭდავია".

სახლიდან შორს ცხოვრებაზე

"ეს გრძნობა პირველად 17 წლის ასაკში გამოვცადე, როდესაც მოსკოვის "ლოკომოტივში" წავედი სათამაშოდ. ვიცი, რომ ეს ჩემი სამუშაოს ნაწილია და ასე იქნება იქამდე, სანამ ფეხბურთელი ვიქნები".

დაბრუნება საქართველოში და რუსული ომი

"ყაზანში 2 წელი გავატარე და მშვენიერი პერიოდი მქონდა, განსაკუთრებით, ბოლოს. შემდგომ ომი დაიწყო და მივხვდი, რომ სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. ომის გამო არ მეშინოდა, მაგრამ ვიგრძენი, რომ საქართველოში დაბრუნება აუცილებელი იყო. ჩემს ქვეყანაში ფეხბურთი განსაკუთრებულად უყვართ. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ ბოლო მატჩში ქომაგებმა ერთი ტრიბუნიდან მეორისკენ გადმოინაცვლეს, რათა ახლოდან ვენახე. ეს დაუვიწყარი იყო".

საცხოვრებელი ადგილი ახალ ქალაქში

"ჯერ არ გადამიწყვეტია, სად ვიცხოვრებ. მინდა, სავარჯიშო ცენტრთან ახლოს ვიყო, რათა კონცენტრაცია მხოლოდ ვარჯიშისკენ მივმართო".

ქართველი მესი

"მესი არის ფეხბურთელი, რომელიც სხვა პლანეტიდანაა, თუმცა ჩემი კუმირი რონალდოა, რადგან მან მიაღწია იმავე დონეს შრომისმოყვარეობისა და თავგანწირვის წყალობით. მინდა ისეთივე კარიერა მქონდეს, როგორიც პორტუგალიელს".

შედარება სალაჰთან

"მოხარული ვარ. იმედია, იმავე დონეზე ვითამაშებ, როგორც სალაჰი. ვიცი, რომ ამისთვის კიდევ ბევრი უნდა ვიშრომო".

სათამაშო ნომერსა და გვარზე

"ვიცი, რომ ჩემი გვარი რთულად წარმოსათქმელია. თანაგუნდელებს უკვე ვუთხარი, რომ უბრალოდ "კვარა" დამიძახონ. მირჩევნია, მაისურზე გვარი სრულად მეწეროს. ამიტომ, 77 ნომრის მაღლა კვარაცხელია იქნება".

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლი" მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 27 ივლისს "ადანა დემირსპორის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

alt"მზად ვარ გავაკეთო ის რაც გუნდს სჭირდება, პოზიციის შეცვლა არაა პრობლემა..." - ხვიჩა კვარაცხელია

alt"ხვიჩა კვარაცხელიას მოუწევს 77 ნომერს ტაბუ მოხსნას..." - იტალიური მედია ხვიჩას ვრცელ სტატიას უძღვნის

მკითხველის კომენტარები / 18 /
იმედია ამ ინტერვიუშიც რაიმე პროვოკაციულს არ მოძებნის ზოგიერთი :)
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხვიჩას არ უყვარს ლაპარაკი, არც სოც ქსელებშია აქტიური და ამ ჟურნალისტების ხათრი რომ არ ჰქონდეს ერთ სიტყვასაც არ იტყოდა ფეხბურთის გარდა არაფერზე.
პირადად როგორც გულშეატკივარს ძალიან მიხარია, რომ ასეთია, ვერ ვიტან ენატლიკინა სპორტსმენებს და ხელოვანებს რომლებიც ყველას პასუხს ცემენ კრიტიკაზე და ნიშნის მოგებით წერენ ვიდეოებს.
აი ერთი წამით რომ წარმოვიდგინო, ხვიჩამ ჩაწეროს ვიდეო ნიშნისმოგებით, აი ნახეთ მე რა მაგარი ვარ და თქვენ ბოღმიანებიო, ერთ წამში გამიქრება ის წარმოდგენა რაც მაქვს.
საქართველოში ასე არავისთვის მიგულშემატკივრია მართლა.
განსხვავებული მგონია ყველა სპორტსმენისგან.
ამიტომაც იმსახურებს საუკეთესოს.
Skeleton
14:22 25-07-2022
3
ხვიჩა მაგარი მოსაუბრე, მოქიფე ან მოძველბიჭო ელემენტი რომ ყოფილიყო, ის ხვიჩა აღარ იქნებოდა ყველას თავი რომ შეგვაყარა. ბიჭი სულით და გულით სპორტსმენია და მაგაზე დაბრალება რომ რაღაცეები არასწორად თქვა ან არ თქვა, უმადურობაა! მითუმეტეს ქართველებისგან!

შეეშვით ამ ბიჭს და უბრალოდ დატკბით მაგის თამაშით, მართლა კვარადონაა და ისეთს გვასახელებს, კალაძე დაავიწყდება ყველას!
ირაკლი
15:46 25-07-2022
1

სიახლეები პოპულარული