"დინამო" ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია" - გაგნიძეს მოსკოვურ გუნდში დარჩენის და გაქცეული ვარელას დაბრუნების იმედი აქვს

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ კლუბიდან ურუგვაელი მცველის, გილერმო ვარელას დაუკითხავად წასვლისა და გაუჩინარების შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ვარელასთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ მხოლოდ დღეს გავიგე. გუშინ ყველაფერი კარგად იყო. გილერმო გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და მომავალი თამაშისთვის ემზადებოდა.

უცნაურია ეს საქციელი ჩემთვის? არა. ვარელა დიდი ფეხბურთელია. თუ მას სურს დარჩენა, დარჩეს, ხოლო თუ სხვა კლუბში უნდა გადასვლა, მაშინ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

გავბრაზდი თუ არა მასზე? - არა... იმედი მაქვს, გილერმო მალე დაბრუნდება "დინამოში" და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თამაშს", - განაცხადა გაგნიძემ
Sport24-ის კორესპონდენტ ვლადისლავ შაპიროსთან ინტერვიუში.

გაგნიძემ რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ტურში მოსკოვის "ტორპედოსთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა და ჟურნალისტმა მას იმის შესახებაც ჰკითხა, რამდენად კომფორტულად გრძნობს გუნდში თავს. 

"ჩემთვის "დინამო" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ეს შესანიშნავი სეზონი იქნება. იმედი მაქვს, რომ აქ დავრჩები", - თქვა გაგნიძემ.

აქვე ვარელას ამბავსაც შეგახსენებთ... როგორც უკვე ვწერდით, 29 წლის ფეხბურთელმა მოსკოვის "დინამო" დაუკითხავად დატოვა და გაუჩინარდა.

ჯერ კიდევ გუშინ "დინამო" ვარელასთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, "ტორპედოსთან" რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დილით კლუბის ბაზიდან გაიპარა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

როგორც გაირკვა, მან რუსეთი დატოვა და კარიერის "ფლამენგოში" გაგრძელებას აპირებს. მას კლუბთან კონტრაქტი არ შეუჩერებია.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრი სვიშევმა ურუგვაელის საქციელს "ღორული" უწოდა.

altურუგვაელი ფეხბურთელი რუსეთიდან გაიპარა - მის საქციელს ღორული უწოდეს

მკითხველის კომენტარები / 31 /
წარმატებები და ამ ვაი ამ ურა პატრიოტებს არ მიაქციო ყურადღება ეხლა რომ გაახსენდათ რუსეთის აგრესორობა. სადაც ექნება სატამაშო პრაქტიკა და ვისაც მისი ეიმედება იქ უნდა ითამაშოს და არა ამ კლავიატურის ვირთხების ჭკუაზე იაროს. რუსეთი აგრესორი არის და იყოს მაგრამ რატომღაც ეხლა გაახსენდათ.მიდი ძმაო განვითარდი და ნაკრებში როდესაც გამოგიძახებენ თავაწეული გამოხვალ მოედანზე. ესენი კი ისევ კომპიუტერთან იქნებიან შემომჯდარები და საკუთარ წარუმატებლობის ბოღმაში ჩამხრჩვალებს სხვაზე ხელის შეწმენდას გააგრძელებენ. წარმატებები კარგი და მშრომელი ბიჭი ხარ
1
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი იმედი მქონდა ამ ბიჭის და ჩემი აზრით, მიაღწევს ყველაფერს რაც უნდა, თავს თუ არ დაზოგავს, შეუძლია დარჩეს მისთვის ასე საყვარელ კლუბში და საერთოდ რუსეთის მოქალაქეობაც მიიღოს. ასეთი უღირსი ადამიანი ნაკრებში არ უნდა გამოიძახო.
ქომაგი
14:57 26-07-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული