"დინამო" ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია" - გაგნიძეს მოსკოვურ გუნდში დარჩენის და გაქცეული ვარელას დაბრუნების იმედი აქვს

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ კლუბიდან ურუგვაელი მცველის, გილერმო ვარელას დაუკითხავად წასვლისა და გაუჩინარების შესახებ კომენტარი გააკეთა:

"ვარელასთან დაკავშირებული სიტუაციის შესახებ მხოლოდ დღეს გავიგე. გუშინ ყველაფერი კარგად იყო. გილერმო გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და მომავალი თამაშისთვის ემზადებოდა.

უცნაურია ეს საქციელი ჩემთვის? არა. ვარელა დიდი ფეხბურთელია. თუ მას სურს დარჩენა, დარჩეს, ხოლო თუ სხვა კლუბში უნდა გადასვლა, მაშინ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ.

გავბრაზდი თუ არა მასზე? - არა... იმედი მაქვს, გილერმო მალე დაბრუნდება "დინამოში" და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თამაშს", - განაცხადა გაგნიძემ
Sport24-ის კორესპონდენტ ვლადისლავ შაპიროსთან ინტერვიუში.

გაგნიძემ რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ტურში მოსკოვის "ტორპედოსთან" მოგებულ (4:0) შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა და ჟურნალისტმა მას იმის შესახებაც ჰკითხა, რამდენად კომფორტულად გრძნობს გუნდში თავს. 

"ჩემთვის "დინამო" ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ეს შესანიშნავი სეზონი იქნება. იმედი მაქვს, რომ აქ დავრჩები", - თქვა გაგნიძემ.

აქვე ვარელას ამბავსაც შეგახსენებთ... როგორც უკვე ვწერდით, 29 წლის ფეხბურთელმა მოსკოვის "დინამო" დაუკითხავად დატოვა და გაუჩინარდა.

ჯერ კიდევ გუშინ "დინამო" ვარელასთან 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულების გაგრძელებაზე აწარმოებდა მოლაპარაკებას, "ტორპედოსთან" რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურის მატჩში ძირითად შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ დილით კლუბის ბაზიდან გაიპარა და სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

როგორც გაირკვა, მან რუსეთი დატოვა და კარიერის "ფლამენგოში" გაგრძელებას აპირებს. მას კლუბთან კონტრაქტი არ შეუჩერებია.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დმიტრი სვიშევმა ურუგვაელის საქციელს "ღორული" უწოდა.

altურუგვაელი ფეხბურთელი რუსეთიდან გაიპარა - მის საქციელს ღორული უწოდეს

მკითხველის კომენტარები / 31 /
დინამოს აკადემიაში პირველ რიგში რამე თუ უნდა ისწავლებოდეს მტრის გარჩევაა, ამდენი ხნის მანძილზე ერთხელაც არ უხსენებიათ ამისთვის ოკუპაცია? როგორ მეიმედებოდა ეს ბიჭი და მეიმედება კიდევ, მაგრამ არ მესმის ქართველ ახალგაზრდას რას უნდა გპირდებოდნენ ისეთს ან რა დონის აგენტი უნდა გყავდეს რომ აფხაზეთის, 2008 წლის აგვისტოს და მცოცავი ოკიპაციის ფონზე შესისხორცებული არ გქონდეს ეს ყველაფერი, არ გესმოდეს უკრაინის სიტუაცია და აგრძელებდე რუსეთში თამაშს, მითუმეტეს მაშინ როდესაც ფიფა გაძლევს ყველანაირ შესაძლებლობას თავი რომ დაახწიო რუსეთს და თავისუფალი აგენტი გახდე და მოეწო სხვა კლუბში. ასეთი ფეხბურთელების მიმართ სახელმწიფო რომ სახელმწიფოებდეს უნდა გადაიდგეს მკაფიო ნაბიჯი, მოკვეთა უ21-დან თუნდაც. ტეხავს და მოგიტყან იმედები ლუკა, როგორ გგულშემატკივრობდი დინამოს აკადემიების ასაკიდანვე, მაგრამ შენ ყლე მზედ გადააკეთე და რუსეთს დაუბრუნდი და მაგ გულით ვერ გაფრინდები შორს.
მცოცავი ოკუპაცია
25 ივლისი 2022 14:06
25
შენ თუ ოდნავადაც აზრზე იყო ან აფხაზეთში რა მოხდა ან 2008-ში მე ვიყო შპონკა :) და შენისთანები დაუწყებენ ვინმეს პატრიოტიზმზე ლაპარაკს. წადი 2 წიგნი წაიკითხე.
odala
25 ივლისი 2022 14:13
17
odala-ს მარტო ეგ რომ ოყოს რაღა უჭირს მაგრამ ხედაავ 16 მა მაგისნაირმა საქონელმა დისლაიქი დაგიწერა !
zura222
25 ივლისი 2022 18:43
5
ყველა გამოხმაურება
რას უზიხარ რუსებს თაროს ანგელოზივით??უეფამ დართო ნება ლეგიონერებს დატოვონ ისევ რუსეთი, თან პოლონელები გელოდებოდნენ უკან რაკუვში
ირაკლი
25 ივლისი 2022 18:36
5
პოლონელები მაგრათ ელოდებოდნენ ხოო შარშანდელივით რო სეზონში ორი თამაში ეთამაშებინათ მაგიტო ელოდებოდნეენ??არ ვამართლებ და არ ვიძახი რო უნდა დარჩეს დინამოში მარა არც ვამტყუნებ,,მისი წლოვანების ბიჭისთვის მაგ გუნდში თამაში დიდი პლიუსია და ვისაც როგორ ეცხოვრება და ვისაც როგორ წარმოუდგენია წარმატებისკენ სავალი გზა იმ გზას მიყვება,,ერთადერთი მინუსი ისაა რო რუსული გუნდია თორე,,ისე კი საკუთარ ქვეყანაში იმდენი მოღალატე და ჯაშუში გვყავს და მაგათთვის ვერ მიგვიხედია და სპორცმენებს კი წაუღეთ ტვინი,,სპორტია რა მაგ გუნდს გამოიყენებს ტრამპლინათ და ვსიო მორჩება,,ფაქტია სხვაგანაც სცადა მარა არ ათამაშეს ხოდა დარჩა იქ სადაც ათამაშებენ,,
გელა
25 ივლისი 2022 19:03
8
შვილო ლუკა დედამ და მამამ არ გასწავლეს შენი ქვეყნის სიყვარული?თუ ფულია მთავარი.
ლუკას
25 ივლისი 2022 19:50
9
ლოგო კი აქვს ისეთი როგორც ჩვენ ასე რო ვთქვათ მესტნი დინამო თბილისი და დინამო ბათუმს . ეს ქვეყანა რო სახელმწიფო იყოს ორივე ეს რუსული გუნდი გაუქმებული უნდა იყოს. მაგრამ ქვეყანა სადაა . 80 % მეკარტოფილე გამყიდველია. და ზოგს ჯერა კიდე რო ესენი ქართული გუნდებია. ვაი თქვენ პატრონს უბედურს.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
25 ივლისი 2022 15:55
11
რა მოხდა მერე? ანზორა კავაზაშვილი გაგვეზრდება და ეგ არი.
აბო
25 ივლისი 2022 14:30
6
ეეეე მე იმედი მქონდა რომ მოსკოვში დროებით დაბრუნდა სანამ ახალი გუნდი გამოუჩდებოდა და ეს რეებს ბოდიალობს @@
zura222
25 ივლისი 2022 18:39
4
ღმერთო რა სიბნელეა! სკოლაში ისტორიას არ გასწავლიდნენ ლუკაა??
გიორგი
25 ივლისი 2022 17:03
8
აუ რა სირცხვილია, პატრონი არ ჰყავს ამ ბიჭს?!
ვენეციის კომისია
25 ივლისი 2022 15:10
7
რა გინდათ ამ ბიჭისგან აცადეთ ფეხბურთის თამაში ვინც ტერიტორიები დაკარგა და რუსეთთან ომობანა დაგეგმა ჯარს არ ვგულისხმობ მათ ყველაფერი გააკეთეს ომში და თავისი ქვეყანა დაიცვეს ბოლომდე მე მაქ ლაპარაკი ვითომ პოლიტიკოსებზე 2008-ში წითელი ხიდისკენ რო გარბოდნენ ომის მოთავეები ისინი არიან პატრიოტები არაა! ეს პატიოსანი სპორცმენი კი მართლა თავის ქვეყნის პატრიოტია და თავისი საქმით ამას დაამტკიცებს ისე როგორც ეს ხვიჩამ.
ქომაგი
26 ივლისი 2022 01:29
14
საკუთარ ქვეყანას რომ ომის დაწყებას აბრალებ ამხელა რუსეთთან ამას რა ვუწოდო არვიცი.
2008 წელს რომ თავი დავანებოთ და მანამდელ ისტორიას გადავხედოთ, როდის არ იყო რუსეთი მტერი?
როგორი დამოკიდებულება არ ვცადეთ ქართველებმა, მონურიც, კუდის მოქიცინეც, აგრესიულიც მაგრამ მაინც საკუთარ პროვინციად აღგიქვამს და მაინც არ უნდა რომ დამოუკიდებელი იყო.
საერთოდ არაფერ შუაში არ არიან საქართველოს მთავრობები რუსეთის ბოროტ პოლიტიკასთან ჩვენს მიმართ.
ერთადერთი რაშიც დამნაშავე იქნებიან და კაცობრიობა არ აპატიებს არის რუსეთთან შეერთება და არა შებრძოლება.
მე მირჩევნია საერთოდ არ ვიყო, ვიდრე რუსეთი გავხდე.
რა აზრი აქვს ისეთ ცხოვრებას თუ დაპყრობილი ქვეყანა იქნები და კიდე იქეთ თავს დაიდანაშაულებ, უფრო უკეთესად რომ მოვქცეულიყავი არ "გამლახავდნენ"ო.
ეს მონის მენტალობა როდის უნდა მოვიშოროთ.

არ მსიამოვნებს ქართველი სპორტსმენები რუსეთში მაგრამ არც ვლანძღავ, პირიქით ვიცავ, მითუმეტეს ამ ბავშვებს ვისაც არაფერი დაუშავებიათ და შრომობენ თავიანთი საქმისთვის. ყველას თავისი გზა აქვს. უკეთესი იქნება თუ მანდ არ ითამაშებენ. ეგ პირადი აზრია და თავს არავის ვახვევ, უბრალოდ ძალიან გთხოვთ რუსეთთან ომში საქართველო დამნაშავე ნუ გამოგყავთ.
არ შველის ბაბაიას დაძახების პოლიტიკა. გაიგეთ!!
!!
26 ივლისი 2022 04:13
8
ისე ისტორია კარგად რომ გესწავლათ უკეთესი იყო და გარყვნილებას ხელს არ უწყობდეთ რუსი რუსიო რომ გაიძახით ამერიკა მეტი მკვლელია ვიდრე რუსეთი ესეც თქვით ბარემ
Gio
26 ივლისი 2022 11:20
5
ბიჭოს რამდენი პატრიოტი ჰყოლია ჩვენს ქვყანას,აწი რარა გვიჭირს ჩემი დედა გაკერიათ 24 საათი პირზე და ვის რას ეუბნება ზოგზოგიერთი საინტერესოა.
I
25 ივლისი 2022 21:15
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული